ჩვენი პროგრამა სავალუტო ფონდთან იყო და რჩება ძალიან წარმატებული - ივანე მაჭავარიანმ

ჩვენი პროგრამა სავალუტო ფონდთან იყო და რჩება ძალიან წარმატებული - ივანე მაჭავარიანმ

access_time2020-04-15 20:30:08

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევის გათვალისწინებით, პროგრამის შეფასება პირველად დისტანციურად განხორციელდა. შედეგად, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე და პროგრამის საერთო თანხის გაზრდაზე.

 

ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინს მისიის დაწყებასთან დაკავშირებით მყისიერი გადაწყვეტილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„დღეს ჩვენ წინაშე დგას სამი ამოცანა - პირველი, გავუმკლავდეთ პანდემიას; მეორე, შევძლოთ იმ მოსახლეობის სოციალური დაცვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამო მოკლებულია საარსებო წყაროებს; მესამე, შევძლოთ ეკონომიკაზე მიყენებული ზარალის სწრაფად აღმოფხვრა. მოსალოდნელია ეკონომიკის კლების გამო შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება. ამ ფონზე გაზრდილი სოციალური დანახარჯების დასაფინანსებლად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მოიზიდოს დამატებითი დაფინანსება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან შეთანხმება, რადგან შეთანხმების შედეგად საქართველოს გამოეყოფა 200 მლნ აშშ დოლარი. ჩვენ საკმაოდ წარმატებით ვითანამშრომლეთ პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებთან და მიღწეული გვაქვს შეთანხმება დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე მიმდინარე წელს. ამას დაემატება ამავე მოცულობის ინვესტიცია კერძო სექტორში, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ფონდთან შეთანხმება შედგა განახლებულ ეკონომიკურ პროგნოზზე და იმ დანაკლისზეც, რაც ეკონომიკამ პანდემიის გამო განიცადა.


 

„ჩვენ ველით დაახლოებით 4-5 პროცენტიან ეკონომიკურ კლებას 2020 წელს და ჩვენი შეფასებით, გვექნება დაახლოებით 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დანაკლისი საგადამხდელო ბალანსში. ეს თანხა უკვე მოძიებულია და შეივსება ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ჩვენი პროგრამა სავალუტო ფონდთან იყო და რჩება ძალიან წარმატებული. ამ პროგრამის ფარგლებში, ჩვენ შევძელით მოგვეპოვებინა მაღალი რეპუტაცია რეფორმების, ფისკალური დისციპლინისა და მოწყვლადობის შემცირების მიმართულებით, რისი შედეგიც დღეს არის ის დახმარება, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვთავაზობენ. მნიშვნელოვან გამოწვევებს ველით ასევე ფისკალური კუთხით, ვინაიდან ჩვენ გვეზრდება ხარჯები და გვიმცირდება საგადასახადო შემოსავლები. ამიტომ, სადაც ეს შესაძლებელია, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევამცირებთ ხარჯებს. ამასთან, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობისა, რეფორმების კუთხით ჩვენ შეუფერხებლად განვაგრძობთ მუშაობას. ყველა შეფასებით, ეს შოკი არის დროებითი. რაც ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, გამოიწვევს რეცესიას, მაგრამ, საბედნიეროდ, შემდეგ წლებში ამას მოჰყვება მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკა აუცილებლად აინაზღაურებს ამ დანაკლისს. ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 


 საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის შეთანხმებაზე გამართული დისკუსია პროდუქტიულად შეაფასა მისიის ხელმძღვანელმა. მერსედეს ვერა მარტინის განცხადებით, გაზრდილი დაფინანსება დაეხმარება ჯანდაცვის და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ღონისძიებების დაფინანსებას, დააკმაყოფილებს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ საგადამხდელო ბალანსის საჭიროებებს და მოახდენს საერთაშორისო საზოგადოების დახმარების მობილიზებას.

 

„ამ თანხის ნაწილი, დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი იქნება საბიუჯეტო დახმარება, რაც ქვეყნის ხელისუფლებას დაეხმარება სასწრაფო სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროების მოგვარებაში. თანხის ეს ნაწილი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახდება აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ პროგრამის მიმოხილვის დამტკიცებისთანავე. მეექვსე მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომ თანხასთან ერთად, მთლიანი ჩამორიცხვები საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 450 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდება, - განაცხადა ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.

 

მერსედეს ვერა მარტინის განმარტებით, COVID-19-ის პანდემიამ წარმოშვა საგადამხდელო ბალანსის დაფინანსების საჭიროება დაახლოებით 1.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით 2020-2021 წლებში და ეს საჭიროება სსფ-ს და სხვა დონორების დახმარებით დაფინანსდება.

 

ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა COVID-19-ის პანდემიის გავრცელების კონტროლისა და მისი უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად. გასულ წლებში გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის, ფისკალური და საგარეო რეზერვების ზრდის, კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილ საფინანსო სისტემისა და დონორების მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების წყალობით საქართველო მომზადებულია ამ გამოწვევის პირისპირ. ხელისუფლებამ მოიძია ფინანსური რესურსი საერთაშორის სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც დააფინანსებს ამ გაზრდილ დეფიციტს და ასევე შექმნის რეზერვს, რაც მთავრობას დაღმავალი რისკების მატერიალიზების შემთხვევაში შემდგომი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას მისცემს. ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, შოკის დასრულების შემდეგ განახორციელოს ფისკალური კონსოლიდაცია და გაზარდოს ფისკალური რეზერვი ფისკალურ რისკებთან გასამკლავებლად. ფასების სტაბილურობის და ფინანსური სტაბილურობის მანდატის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკმა განახორციელა სავალუტო ინტერვენციები გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად და გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯები ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. კაპიტალის და ლიკვიდობის ბუფერები დროულად გამოთავისუფლდა ეკონომიკის მხარდასაჭერად. ბანკებს ეთხოვათ მოსალოდნელი დანაკარგი დაუყოვნებლივ ეღიარებინათ. საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა მისი პოლიტიკა მოქნილად შეცვალოს ვითარების შესაბამისად, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ფასების და ფინანსური სტაბილურობა. სტრუქტურული რეფორმების შემდგომი განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის პოტენციალის შენარჩუნებას საშუალოვადიან პერიოდში და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას, - აღნიშნა მერსედეს ვერა მარტინმა და საქართველოს ხელისუფლებას, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გახსნილი და კონსტრუქციული განხილვებისთვის მადლობა გადაუხადა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up