„ჩვენი პროექტების ფარგლებში, ჩვენი მხარდაჭერით, ასზე მეტი შემნახველი მეურნეობა არსებობს“ – ოთარ შამუგია

„ჩვენი პროექტების ფარგლებში, ჩვენი მხარდაჭერით, ასზე მეტი შემნახველი მეურნეობა არსებობს“ – ოთარ შამუგია

access_time2022-08-31 16:00:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილთან და გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და კომპანიის „აგროქართლი“ მეურნეობა დაათვალიერა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„შიდა ქართლის რეგიონში შევხვდით ფერმერებს და არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა გავაცანით. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ მხარდამჭერ მექანიზმებზე, რომელსაც სახელმწიფო სოფლის მეურნეობაში წარმოების ყველა რგოლის განვითარებისთვის ახორციელებს. ჩვენი პროექტების ფარგლებში, ჩვენი მხარდაჭერით, ასზე მეტი შემნახველი მეურნეობა არსებობს, რაც ფერმერს საშუალებას აძლევს, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად შეინახონ მოსავალი და შემდგომ, მთელი წლის განმავლობაში მიაწოდონ ბაზარს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.



კომპანია „აგროქართლი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია; კომპანიამ, 2017 წელს, 10 ჰა-ზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის 96,816 ლარის თანადაფინანსება მიიღო და შეღავათიანი აგროკრედიტითაც ისარგებლა. „აგროქართლმა” სამაცივრო მეურნეობის მოსაწყობად 1,6 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, 600,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 800,000 ლარს აღემატება; სამაცივრო მეურნეობაში 500 ტონა ვაშლის შენახვაა შესაძლებელი.




სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ვაშლის ბაღების გაშენება 1,710 ჰექტარზე დაფინანსდა; სახელმწიფო თანადაფინანსება 15 მლნ ლარს აღემატება, მათ შორის, შიდა ქართლის რეგიონში ვაშლის ბაღის გაშენება დაფინანსებულია 1,387 ჰექტარზე 12 მლნ ლარით.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up