„ჩვენი პროდუქტი გაცილებით ხარისხიანია“ - ქართულ სასათბურე პომიდვრის მწარმოებლებს იმპორტის არ ეშინიათ

„ჩვენი პროდუქტი გაცილებით ხარისხიანია“ - ქართულ სასათბურე პომიდვრის მწარმოებლებს იმპორტის არ ეშინიათ

access_time2020-10-14 15:00:03

ოქტომბრის შუა რიცხვებიდან საქართველოში ბუნებრივ პირობებში მოყვანილი პომიდვრის მიწოდება მკვეთრად მცირდება და სასათბურე პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება. დიდი სათბურები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. პანდემიამ გარკვეულწილად მათი გეგმები შეცვალა, თუმცა ისინი არ ვარაუდობენ, რომ ტომატებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდება.

 

ჰიდროპონიკური სასათბურე მეურნეობა „იმერეთი გრინერი“ სამტრედიაში მდებარეობს. სათბურების მთლიანი ფართია 20 000 კვ.მ. კომპანია სალათის ფურცლებს (4000 კვ.მ.) და ტომატებს (16 000) აწარმოებს. სათესლე მასალა ჰოლანდიიდან ჩამოაქვს. კომპანიაში სალათის ფურცლების წარმოება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო ტომატების - სეზონურად, ნოემბრიდან ივნისის ჩათვლით.

 

პროდუქცია მთლიანად ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული - პროდუქტი სუპერმარკეტებში იყიდება, ასევე სასტუმროებს და რესტორნებს მიეწოდება. 2020 წელს კომპანიამ გეგმები შეცვალა. პანდემიის დროს ჩერის ტიპის ტომატების გაყიდვა 55%-ით შემცირდა, რის გამოც ამ წელს ჩერის მოყვანა დროებით შეწყდა.

 

პანდემიასთან დაკავშირებული სატრანსპორტო პრობლემების გამო სათესლე მასალის შემოტანა დაგვიანდა, რის გამოც მოსავალიც დაგვიანებით აიკრიფება. სასტუმროების და რესტორნების პრობლემების გათვალისწინებით „იმერეთი გრინერი“ ძირითად აქცენტს საცალო გაყიდვებზე აკეთებს.

 

კომპანიის წარმომადგენლის დავით ჩხეიძეს თქმით, წარმოების თვითღირებულება ლარის კურსის დევალვაციის გამო გაიზარდა - ეს ძირითადად დაკავშირებულია იმპორტირებული მასალების გაძვირებით.

 

დანახარჯების ზრდამ 30% შეადგინა, თუმცა ფასები პროდუქციაზე არ შეიცვლება, შესაბამისად, კომპანიის მომგებიანობა შემცირდება.

 


პრობლემების მიუხედავად, კომპანია წარმოებას არ ამცირებს, რადგანა მოთხოვნის შენარჩუნებაში დარწმუნებულია.

 

„ადგილობრივმა მომხმარებელმა ჩვენი პროდუქტი იცის და მასზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება თურქულ იმპორტს, ჩვენ მას კონკურენტად არ მივიჩნევთ. ჩვენი პროდუქტი გაცილებით უფრო ხარისხიანია, ჩვენი მომხმარებელი კი საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ფენაა და ამ კატეგორიაში პრემიუმ-კლასის პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. შესაძლოა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის შემოსავლები შემცირდა, თუმცა, ჩვენ მიზნობრივ ფენას ეს ყველაზე ნაკლებად ეხება“ - თვლის დავით ჩხეიძე.

 

Georgian Agro House საქართველოში უმსხვილესი სასათბურე მეურნეობაა და ის ადგილობრივ ბაზარზე ბრენდ „პლანტა“-ს ქვეშ მუშაობს. კომპლექსი გარდაბნის რაიონში მდებარეობს, და 12 ჰექტარს იკავებს. კომპანია სხვადასხვა ბოსტნეული აწარმოებს, ძირითადად ტომატებს და კიტრს.

 

კომპანიის დირექტორის ლუკა სტურუას თქმით, წარმოებაზე პანდემიამ ნეგატიური გავლენა მხოლოდ დასაწყისში მოახდინა, კერძოდ რუსეთში ექსპორტს შეუშალა ხელი.

 

ამავე დროს ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა - კორონავირუსის ეპიდემიის დროს სულ უფრო მეტი მომხმარებელი უპირატესობას შეფუთულ პროდუქტებს ანიჭებდა.

 

საშემოდგომო სეზონზე კომპანიას წარმოება არ შეუმცირებია და რამდენიმე დღეში გაყიდვებს იწყებს. „პლანტაში“ მოთხოვნის შემცირებას არ ელოდებიან და მიიჩნევენ, რომ მოთხოვნა სტაბილური იქნება.

 

იმპორტირებულ ტომატებს კონკურენტად არც „პლანტა“ მიიჩნევს - საკუთარი პროდუქციის მაღალი ხარისხის და ლოიალური მომხმარებლების ფენის არსებობს წყალობით.

 

2019 წელს საქართველოში წარმოებულ იქნა 62 000 ტონა პომიდორი, ხოლო იმპორტმა 14 890 ტონა შეადგინა  - ეს ბოლო 4 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 

East.fruitt.com






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up