ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა ბოლომდე ვიბრძოლოთ ძლიერი, ერთიანი საქართველოსთვის, - აცხადებს პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი, რომელიც ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს გამეხმაურა.
„წელს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 14 წელი გავიდა.
ქედს ვიხრი ჩვენი ქართველ გმირების წინაშე, რომლებმაც ქართველი ხალხისა და ქვეყნის ღირსება საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს.
ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა მათ წინაშე, ბოლომდე ვიბრძოლოთ ძლიერი, ერთიანი საქართველოსთვის, რომლის ისტორიული ადგილი ევროპულ ოჯახშია“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
(NS)