საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 2010 წლიდან 8-ჯერ გაიზარდა - ენერგეტიკის განვითარების ფონდი

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 2010 წლიდან 8-ჯერ გაიზარდა - ენერგეტიკის განვითარების ფონდი

access_time2021-02-21 10:00:23

რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „პროფესიონალებში“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა  გიორგი ჩიქოვანმა ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ელექტრო ენერგიის იმპორტ დამოკიდებულების ზრდაზე და მოსალოდნელ რისკებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 2010 წლიდან 8-ჯერ, ხოლო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა.

 

„მაშინ როდესაც საქართველოს აქვს ის რესურსი, რასაც ენერგეტიკა ჰქვია, ჩვენ ამ რესურსის ათვისებას ვერ ვახერხებთ და მეზობელ სახელმწიფოებზე უფრო და უფრო დამოკიდებულები ვხდებით. ჩვენი ელექტრო სადგურებით დაახლოებით 12 მილიარდ კილოვატ საათს გამოვიმუშავებთ, აქედან 25% ისევ იმპორტირებულ საწვავზე, ანუ გაზზე მომუშავე სადგურებია, რეალურად ჩვენი ადგილობრივი გენერაცია დაახლოებით 65% პროცენტს შეადგენს.  ჩვენი სტრატეგიის რამდენიმე მთავარი ფუნდამენტი ჩვენი რესურსების ათვისებაა, რაც რეგიონალურ ვაჭრობას, მომხმარებლის უფლებების დაცვას, ენერგო ეფექტურობასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას გულისხმობს. მთავარი მიზანი, ჩვენი რესურსების —  ჰიდრო, ქარის, მზის და ბიომასის ოპტიმალური ათვისებაა, ისე რომ ბუნებას ზიანი არ მიადგეს და ეს სიმდიდრე და დოვლათი, ქვეყნის ეკონომიკური  წინსვლისთვის და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის გამოვიყენოთ,  რასაც სამწუხაროდ დღეს საქართველო ვერ ახერხებს“, -  აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა 

 

ჩიქოვანის განმარტებით, პოსტკოვიდური სიტუაციიდან გამომდინარე ნამახვანჰესს დღევანდელი საქართველოსთვის უდიდესი მნიშველობა აქვს. მისივე განცხადებით, ასეთი პროექტები საქართველოს არ აქვს, რაც ძალიან გულდასაწყვეტია.

 

„მე ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვარ გამსჭვალული, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მთავრობა, გარემოსდამცველები, ერთხმად ვამბობთ, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად გადაწყდება. ენერგოუსაფრთხოების კუთხით ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიც არის ევროკავშირში, როდესაც თავიანთ ენერგეტიკულ სტრატეგიას გეგმავენ და გენერაციის ადეკვატურობას განსაზღვრავენ, ზოგიერთ  შემთხვევაში იმპორტს საერთოდ არ ითვალისწინებენ. ზოგ შემთხვევაში ისეთ რეგიონებში სადაც მეზობლად ჰყავთ ავსტრია, შვეიცარია, ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთი იმპორტის მაჩვენებელი 8-10 % ის  ფარგლებში მერყეობს. ჩვენ როდესაც ასეთ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, ძალიან რთულია, იწინასწარმეტყველო და თქვა, რომ მე მირჩევნია მეზობელზე დამოკიდებული ვიყო, ეს არა მარტო ენერგეტიკული კუთხით იქნება ცუდი,  არამედ სუვერენიტეტის  ფუნდამენტებსაც შეარყევს. არ ვამბობთ, რომ არ უნდა გვქონდეს ვაჭრობა, პირიქით კარგიც არის მაგრამ, ნებისმიერ პიკურ წამს უნდა შეგვეძლოს მოთხოვნილების დაკმაყოფილება“ , -  აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.


 

ჩიქოვანის განმარტებით, იმპორტ დამოკიდებულება ცუდია და სამომავლო პერსპექტივაში ეს უდნა შემცირდეს. იგი აცხადებს, რომ ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება საქართველოს ჰიდრო რესურსია, რომლის ათვისება უფრო მეტი ჰესის და უფრო მეტი კაშხლის ათვისებას ნიშნავს. კითხვაზე აქვს თუ არა რაიმე საფუძველი იმას, რომ ჰესების მშენებლობა არა ეკო მეგობრულ ტექნოლოგიას ეყრდნობა, ჩიქოვანი პასუხობს, რომ ეს მტკიცება მტკნარი სიცრუეა.

 

„დღეს მსოფლიოს ნებისმიერ გარემოს დამცველს, რომ შეეკითხო რა არის გარემოს დაცვის კუთხით მსოფლიოს პირველი გამოწვევა გეტყვიან, რომ ეს არის კლიმატის ცვლილება და სითბური გაზების ჰაერში გატყროცნა. მთელი მსოფლიო მობილიზებულია და ევროპამ აიღო ვალდებულება, რომ 2050 წლისთვის გახდეს ნეიტრალური გაფრქვევების სუფთა რეგიონი და ჩვენი პირველი გამოწვევა არის ის, რომ სუფთა ელექტროენერგია ვაწრამოოთ. ჩვენი ოპონენტები, რომლებიც ელექტროენეგრიის იმპორტს ითხოვენ, ვეტყვი, რომ ეს არამხოლოდ ეკონომიკურად იქნება წამგებიანი, არამედ მსოფლიოსთვისაც დამაზიანებელია, რადგან იმ ქვეყნების ენერგიის უდიდესი ნაწილი ვისგანაც იმპორტს ვახორციელბთ, თბოენერგიაზეა დაფუძნებული და საწვავს წვავენ იმ წიაღისეულისგან, რომელიც არ არის ისეთი სუფთა, როგორიც ჰიდროენერგეტიკა. ევროპის მაგალითი რომ ავიღოთ,  თუნდაც შვეიცარია, რომელიც დაახლოებით საქართველოს ფართობის  40% ია, მას აქვს 15 000 მეგავატი ჰიდროელექტრო სადგურები, რაც საქართველში არსებულზე  5-ჯერ  მეტია,  ვინმე  დამარწმუნებს, რომ შვეიცარიაში  თავიანთი  ბუნება  არ  უყვართ?“, -  აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

 

ჩიქოვანის განცხადებით,  ტყუილია ის მოსაზრება, რომ თითქოს ევროპაში ჰესები არ შენდება, რადგან 2019 წელს ევროპის მასშტაბით 3 900 მეგავატი ჰესი აშენდა, ხოლო 2018 წელს ეს ციფრი 5230 შეადგენდა.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up