ბიზნესის გაჩერების დრო აღარ არის - „სითი მოლი“ გახსნისთის მზადაა

ბიზნესის გაჩერების დრო აღარ არის - „სითი მოლი“ გახსნისთის მზადაა

access_time2020-05-21 15:30:14

„ჩვენი მთავარი ამოცანაა გადავრჩეთ, გადარჩენა კი დამოკიდებულია იმაზე თუ როდის გავიხსნებით“, - ამის შესახებ „კომერსანტს“  „სითი მოლის“ დირექტორმა ლევან მესხელმა განუცხადა. მისი თქმი, სავაჭრო ცენტრი მზადაა საქმიანობის განახლებისთვის. როგორც მესხელი განმარტავს, ბიზნესის ბედი სწორედ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების ნებართვაზეა დამოკიდებულებული. 


„ვემორჩილებით ყველა რეგულაციას, თუმცა დროა ბიზნესი ამუშავდეს და არ ჩამოიშალოს.  მთავრობის მიერ აქამდე მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ჯანდაცვის ორგანიზაციის გავლით,  ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვას ემსახურებოდა, დღესაც იგივე გრძელდება, უბრალოდ ბიზნესის გაჩერების დრო აღარ არის. „სითი მოლი“ დღესაც მზადაა  გახსნისთვის, ყველა წესი დაცული გვაქვს.  პირველ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანაა გადავრჩეთ, გადარჩენა კი დამოკიდებულია იმაზე თუ როდის გავიხსნებით“, -განაცხადა ლევან მესხელმა.

 

კომპანიას ამ დრომდე არ დაუთვლია ზარალი რომელიც პანდემიის გამო ბიზნესს მიადგა, თუმცა აცხადებს, რომ პანდემიამ ობიექტის ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად დააზარალა. იგი აღნიშნავს, რომ კორონავირუსით გამოწვეული ზარალის დასათვლელად, საჭიროა იმის ცოდნა თუ როდის გაიხსნება ეკონომიკა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, „სითი მოლის“ დირექტორი  თვლის, რომ გამოსავალი მხოლოდ ბაზრის ამოქმედებაა.

 


„ ამ პერიოდში საკმაოდ დიდი  ზარალი მოგვადგა. კალკულაციის ეტაპზე არ გადავსულვართ და ზუსტ რიცხვს ვერ დავაკონკრეტებ, თუმცა დიდ რიცხვზეა საუბარი.  ასეთ პერიოდში  ანტიკრიზისული გეგმის ზოგადი მონახაზი შევიმუშავეთ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად გარემო პირობებზე ვართ დამოკიდებული. ბოლო ორი თვეა კომპანიას არ აქვს შემოსავალი, ხარჯის ნაწილი ისევ უცვლელი დაგვრჩა და  ჩვენი რეზერვიდან ვაფინანსებთ“,- განაცხადა ლევან მესხელმა.


„კომერსანტთან“  საუბარში მესხელმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შეფასებისგან თავი შეიკავა თუმცა, აღნიშნა რომ მთავრობის გადაწყვეტილება და ანტიკრიზისული გეგმა ვირუსის პრევენციისკენაა მიმართული.

 

“მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე,  ვერ ვისაუბრებ რადგან არც ისე ღრმად ვარ საკითხში გარკვეული და არ მინდა საკითხს არასწორად შევეხო. თუმცა ვფიქრობ, რომ  ყველა გადაწყვეტილება პრევენციას უკავშირდება. არც  მოლოდინებზე საუბარი მიმაჩნია მართებულად, რადგან მხოლოდ   გარე ფაქტორებზე ვართ დამოკიდებულები. მოლოდინი იმის მიხედვით უჩნდება ბიზნესს, თუ მიახლოებით მაინც იცის,  რა მდგომარეობა იქნება მსოფლიოში და როდემდე გაგრძელდება პანდემია“, -განაცხადა ლევან მესხელმა.


ნათია ლომიძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up