ჩვენი მოლოდინია, რომ ამ მინისტერიალზე განახლებული პაკეტი გვექნება, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ჩვენ მდგრადობას, თავსებადობას ნატოსთან და იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, განახლებული ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი პრაქტიკული ინსტრუმენტი.
„ჩემი მოლოდინია, რომ ჩვენ ამ მინისტერიალზე გვექნება ახალი, განახლებული ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტი. ეს არის ის უაღრესად მნიშვნელოვანი პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც 2014 წელს საქართველომ მიიღო უელსის სამიტზე და მას შემდეგ ჩვენს პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ იმ კონკრეტულ 14 პროექტზე, რომელიც ამ არსებითი პაკეტის შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
imedinews.ge