„ჩვენი მიზანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს ყველა მოქალაქემ ისარგებლოს მაღალი ხარისხის საკონსულო მომსახურებით“ - დავით ზალკალიანი

„ჩვენი მიზანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს ყველა მოქალაქემ ისარგებლოს მაღალი ხარისხის საკონსულო მომსახურებით“ - დავით ზალკალიანი

access_time2021-02-25 17:00:00

2021 წლის 25-26 თებერვალს, ვიდეო კონფერენციის ფორმატში იმართება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ.


თავის გამოსვლაში, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ 2020 წელი სახელმიწფოსთვის მრავალი უპრეცენდენტო გამოწვევის მომტანი აღმოჩნდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს უჩვეულო რეჟიმში მოუწია მუშაობა და ფრიად საპასუხისმგებლო როლის შესრულება პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის პროცესში. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ გამორჩეული აღნიშვნისა და მაღალი შეფასების ღირსია ის თავდაუზოგავი შრომა, რომელიც საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირებმა, საზღვარგარეთ მყოფი თანამოქალაქეების დახმარების კუთხით გასწიეს.


მინისტრის თქმით, გლობალურმა პანდემიამ, უშუალოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეების გარდა, მოიტანა არნახული შეზღუდვები, ისეთები, როგორებიცაა სხვადასხვა მასშტაბის საგანგებო მდგომარეობები, ჩაკეტილი საზღვრები, საკარანტინო პროცედურები, სამართლებრივი, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემები. აღნიშნული შეზღუდვების ფონზე, გართულდა და ხშირ შემთხვევაში, შესაძლებლობების ზღვარს მიუახლოვდა საკონსულო თანამდებობის პირების მიერ ყოველდღიური ფუნქცია-მოვალეობების შესრულება, მოქალაქეების ეფექტიანი მომსახურება, მათთან კომუნიკაცია, ინფორმირებულობის უზრუნველყოფა და ადგილზე დახმარების აღმოჩენა.



„მიუხედავად წარმოუდგენელი სირთულეებისა, თქვენი პროფესიონალიზმის, თავდადების, საქმისადმი ერთგულების წყალობით ადგილზე დახმარება გაეწია 23 ათასზე მეტ მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 25 ათასზე მეტი მოქალაქე. თქვენს მოვალეობებს ასრულებდით დაუღალავად, ხშირად საკუთარი ფიზიკური ჯანმრთელობის რისკის ფასად და ყველა ხელმისაწვდომი ბერკეტის გამოყენებით.


მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი საქმიანობა არის სათანადოდ დანახული და დაფასებული. კორონა-ვირუსის გავრცელებისთანავე საგარეო საქმეთა სამინისტროს დაეკისრა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ადგილზე დახმარებოდა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებს და ორგანიზება გაეწია სამშობლოში მათი უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის. ვთვლი, რომ ჩვენმა უწყებამ, მთელმა ჩვენმა გუნდმა, წარმატებით გაართვა თავი ამ დავალებას, რაც პირველ რიგში, სწორედ თქვენი დამსახურებაა“ - აღნიშნა მინისტრმა.


მისასალმებელ სიტყვაში დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერი შემდგარი და დემოკრატიული სახელმწიფოს, მთავარი მოვალეობა თავის მოქალაქეებზე ზრუნვაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ: „ამასთან, ქვეყნის საერთაშირისო იმიჯი დიდ წილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად შეუძლია სახელმწიფოს დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ინტერესები საზღვარგარეთ. აქედან გამომდინარე, საგარეო უწყების საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად და მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვა. ვინაიდან, საგარეო საქმეთა სამინისტრო არის საქართველოს ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც ხდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა, საკონსულო დეპარტამენტის და საზღვარგარეთ საკონსულო სამსახურების საქმიანობა და მათი გამართული ფუნქციონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.


„ჩვენი მიზანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს ყველა მოქალაქემ, გარკვეულ შემთხვევებში კი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმაც ისარგებლონ მაღალი ხარისხის საკონსულო მომსახურებით. ეს უკანასკნელი არ არის სტატიკური ცნება და საკუთარ თავში მოიაზრებს შემდგომი სრულყოფის, განვითარების და დახვეწის პერსპექტივებს, როგორც დღეს არსებული საჭიროებების, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ. სწორედ განვითარების პერსპექტივების დანახვას ემსახურება დღევანდელი შეხვედრა“ - სიტყვის დასასრულს აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


ვიდეო კონფერენციის ფარგლებში, სადისკუსიო პანელებზე განიხილება საკონსულო საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის: კრიზისების მართვა: დაგროვილი გამოცდილება და ახალი გამოწვევები; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების წესი; კრიზისების მართვის პროცესში დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობა; კრიზისების მართვის პროცესში საპატიო კონსულების ჩართულობის არეალი და გზები; არსებული საფრთხეები და ახალი გამოწვევები; საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და საკონსულო ურთიერთობების გაღრმავება; საკონსულო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up