„ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებელს პირველადი თავდაცვის საშუალებების გამოყენება ჩვევაში გადაუვიდეს“ -  „გარდიანი“

„ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებელს პირველადი თავდაცვის საშუალებების გამოყენება ჩვევაში გადაუვიდეს“ - „გარდიანი“

access_time2020-11-05 18:00:27

„გარდიანი“ საქართველოში ლიცენზირებული პირველადი თავდაცვის საშუალებების მწარმოებელი კომპანიაა. ის 15 მარტს დაარსდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შედეგად სადეზინფექციო საშუალებები დეფიცტში აღმოჩნდა.


როგორც „კომერსანტს“ კომპანია „გარდიანის“ დირექტორმა ნიკოლოზ კენჭაძემ განუცხდა, მათი კომპანია წარმოადგენს covid19-თან ბრძოლისთვის აუცილებელი სადეზინფექციო საშაუალებების სრულ სპექტრს.


„როცა დავინახეთ, რომ ხსნარებთან ერთად სხვა პირველადი თავდაცვის საშუალებებზეც გაჩნდა მოთხოვნა, დავამატეთ  Covid 19- თან ბრძოლისთვის ყველა საჭირო საშუალება.


გარდა ამისა ჩვენ შენობების დეზინფექციასაც ვახორციელებთ.“ -  აღნიშნავს ნიკოლოზ კენჭაძე



ნიკოლოზ კენჭაძე განმარტავს, რომ მათ მიერ წარმოებული სადეზინფექციო ხსნარი არის სრულიად უსაფრთხო და მზადდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ( WHO)  რეცეპტით.  მისივე განმარტებით სადეზინფექციო საშუალებების წარმოების მხრივ კომპანია „გარდიანი“ ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია.

„გარდიანს“ თბილისში სადეზინფექციო საშუალებების ერთი მაღაზია აქვს და ახორციელებს რეგიონალურ დისტრიბუციას.

გარდა ონლაინ ვაჭრობისა „გარდიანი“ დიდ კომპანიებთანაც თანამშრომლობს და მათ სადეზინფექციო ხსნარებით და სხვა პირველადი მოხმარების საშუალებებით ამარაგებს.



„მომხმარებლის მხრიდან დიდი დაინტერესებაა, ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ დიდ კომპანიებთან,როგორიც არის „აი-დი-ეს ბორჯომი საქართველო“ სუპერმარკეტების  ქსელი „მაგნიტი“, აფთიქი PSP, მიკროსსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ აი-სი-არ ჯგუფი, „ბაზის ბანკი“  სადაზღვეო კომპანები „ირაო“ „არდი“  „ალდაგი“, „ჯი-პი-აი“ ასევე ვთანამშრომლობთ  „სააქციო საზიგადოება თელსათან“ „სს საქკაბელთან.“  გარდა ამისა ჩვენი მომხმარებლები არიან კაფეები და რესტორნები.


ჩვენ ვცდილობთ, რომ გავფართოვდეთ  რათა ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები.


გარდა ამისა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ონლაინ რეჟიმში პროდუქციის შეკვეთა და ჩვენი კურიერი როგორც თბილისში, ასევე რეგიონის მასშტაბით ნებისმიერ ადგილზე მიაწვდის პროდუქციას.“ - აღნიშნავს ნიკოლოზ კენჭაძე.



კომპანია „გარდიანის“ საწარმო თბილისში მდებარეობს, როგორც ნიკოლოზ  კენჭაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის რაოდენობა გაიზრდება და მომხმარებელს პირველადი დაცვის საშუალებების გამოყენება ჩვევაში გადაუვა, კომპანია მაღაზიებს რეგიონებშიც დაამატებს.


„საწარმო  გვაქვს თბილისში, უმაღლესი სტანდარტის  საწარმოა, ყველა ნორმა დაცულია და შესაბამისად ხსნარის ხარისხზეც პასუხისმგებელი ვართ, ყველა რეკომენდაცია რაც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრისგან ( NCDC)  მივიღეთ, ეს რეკომენდაციები გაწერილია სპეციალურ SDS დოკუმენტში და ყველა ნაბიჯს ზედმიწევნით ვასრულებთ.


მიღებული რეგულაციებიდან გამომდინარე,  დღესდღეობით პირბადე გახდა ყველაზე საჭირო ნივთი, ჩვენი კომპანია ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და მომხმარებელს პირბადეებს საქართველოში ყველაზე დაბალ  ფასად 30 თეთრად სთავაზობს.


ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებელს ამ ნივთების მოხმარება ჩვევაში გადაუვიდეს, რადგან პირბადის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია,“ - ამბობს ნიკოლოზ კენჭაძე.


კომპანია „გარდიანში“ 12 ადამიანია დასაქმებული და მისი თავდაპირველი საინვესტიციო მოცულობა 50 000 ლარს  შეადგენს.

 

თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
გარდიანი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up