„ჩვენი მიზანია 600 000 ადამიანის შემოსავალი 3000 ლარზე მეტი იყოს“ - გიგლა მიქაუტაძე

„ჩვენი მიზანია 600 000 ადამიანის შემოსავალი 3000 ლარზე მეტი იყოს“ - გიგლა მიქაუტაძე

access_time2020-09-27 10:00:08

„პარტია „ლელო“ არის, სწორედ ის პარტია, რომელსაც ჰყავს ძალიან ძლიერი ლიდერი, ჰყავს პროფესიონალთა გუნდი ყველა სფეროში და აქვს ძალიან კონკრეტული პროგრამა - ლელოს მარშალის გეგმა, რომელიც  არის  ჩვენი შემდგომი 4 წლის სამოქმედო გეგმა,  -  ეს განცხადებარადიო „კომერსანტის“ გადაცემა „არჩევნები 2020“ -ში  პარტია „ლელოს“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ გააკეთა.


პარტია „ლელოს“ ამოცანა არის რომ საქართველოში არსებობდეს საშუალო ფენა და 600 000 ადამიანის შემოსავალი გაიზარდოს 3000 ლარამდე.


წამყვანის კითხვას თუ როგორშეიძლება საქართველომ მიაღწიოს ეკონომიკის განვითარების იმ საფეხურს, რომ 600 000 მოაქალაქეს ჰქონდეს 3000 ლარიშემოსავალი გიგლა მიქაუტაძე პასუხობს, რომპირველ რიგში საქართველომ უნდა დაიბრუნოს ლიდერის სტატუსი რეგიონში,რადგან საქართველოსყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ იყოს წამყვანი ქვეყანა, ფინანსური, ტურიზმის და  ლოგისტიკური თვალსაზრისით. მარშალის გეგმის მიხედვით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოში დამატებით200 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ასევე არსებული სამუშაო ადგილების განვითარებაც საშუალო ფენის შექმნის წინაპირობაა.


მიქაუტაძე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მცირე მეწარმესექნება კარგი საგადასახადო სისტემა, განვითარების და ფულის შოვნის შესაძლებლობა მასაც შეეძლება გახდეს საშუალო ფენის წარმომადგენელი. მისივე განმარტებით საქართველოსაქვს შესაძლებლობა, რომ 300 000საშუალო მცირე და საშუალო მეწარმე ჰყავდეს.

შემდეგი თემა რაზეც პარტია“ლელოს“ წარმომადგენელმა ისაუბრა  სოფლის მეურნეობის განვითარება იყო. ამ ნაწილში მიქაუტაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საშუალოდ200 000 ისეთი ფერმერი ჰყავდეს, რომელიც თვითონ იქნება ბიზნესმენი და არ იქნება სახელმწიფოზე დამოკიდებული. მიქაუტაძის განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო რვა წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დაახლოებით 2 მილიარდი ლარი დახარჯა, თუმცა სტატისტიკის მიხედვით სოფლის მეურნეობის ყველა დარგში კლება შეინიშნება, რადგან ფული არამიზნობრივად იყო დახარჯული.


ლელოს მიზანია, რომ  ბიზნესს ჰქონდეს ფულის კეთების საშუალება, მიქაუტაძე აღნიშნავს რომ დღეს  საქართველოში ბიზნესის დაწყება ძალიან მარტივია,თუმცა  კეთება ძალიან რთულია, რასაც სამი მთავარი პრობლემა განაპირობებს

  1. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა
  2.  კვალიფიციური კადრები
  3. ინფრასტრუქტურული პრობლემები.

ლელო დაბალი გადასახადების პოლიტიკას და ბიზნესზე წნეხის შემცირებას ემხრობა.

„ჩვენი ინიციატივა არის, ის რომ გადამუშავებული პროდუქციის ექსპორტი გათავისუფლდეს გადასახადისგან. კომპანია, რომელიც  გაათავისუფლებს  ბაზარს და სადმე რომელიმე სხვა ქვეყანაშიშეაღწევს, თავის მასშტაბებს გაზრდის და ხალხს დაასაქმებს, ჩვენ მისგან მოგების გადასახადს არ ავიღებთ, ამ საკითხზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ვთანხმდებით. ქვეყანაში სადაც მხოლოდ ბანკი არის ბიზნესის დაფინანსების წყარო, ის ქვეყანა ვერ განვითარდება მითუმეტეს მაშინ, როდესაც საბანკო კრედიტი არის ძალიან ძვირი. საქართველოში საბანკო კრედიტი გერმანიასთან შედარებით ძვირია, რადგან  გერმანიაში არის დიდი დანაზოგი და შესაბამისად ბანკშიც ბევრი ფული დევს და რისკები დაბალია, აქედან გამომდინარე საბანკო სესხზე პროცენტიც დაბალია. რაც შეეხება სომხეთს,  აზერბაიჯანს,  თურქეთს, საქართველოში ამ ქვეყნებთან  შედარებით საპროცენტო განაკვეთი  დაბალია, თუმცამაინც მაღალი გამოდის“ -  აღნიშნავს მიქაუტაძე.


პარტია „ლელოში“ ფიქრობენ, რომ საბანკო სესხი არ შეიძლება ბიზნესის განვითარების ერთადერთი წყარო იყოსდა საშუალო ბიზნესებისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად საინვესტიციო ფონდის შექმნას აპირებს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებაში დაეხმარება.


„ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოში შევქმნათ, საერთაშორისო დონის  საფონდო ბირჟა, რომელზეც ლიკვიდურობა იქნება მაღალი და ამ საფონდო ბირჟის მოთხოვნაიქნება საერთაშორისო მასშტაბის. საშუალო კომპანიებისთვის კი ბირჟა იქნება ფინანსების მოზიდვის ალტერნატიული წყარო. ამ ბირჟის განვითარების ერთ-ერთი სტიმულატორი იქნება ის, რომ ჩვენ ყველა სახელმწიფო კომპანიას, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს ბირჟის საშუალებით გავყიდით. ჩვენ უნდა მივცეთ ნებისმიერ ადამიანს იმის შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო ქონების მესაკუთრე თუნდაც მცირე პროცენტით გახედეს,  ოღონდ არა ისე, როგორც ეს დღეს ხდება, რომ სახელმწიფო ქონების  ყიდვა შეუძლია მხოლოდ მას ვინც ივანიშვილთან დაახლოებული პირია“-აღნიშნავს მიქაუტაძე.



ლელოს მარშალის გეგმის მიხედვით 4 წელიწადში საქართველოში დასრულდება ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი მათ შორის ყველა ავტობანი საკვანძო ქალაქებს შორის და ყველა გზა, რომელიც ქალაქებს და  მთავარ ცენტრებს აკავშირებს.


თუ როგორ შედგება ამ ინფრასტრუქტურის ბიუჯეტირება და სახელმწიფოს ხომ  არ დააწვება  ტვირთად ამ კითხვასმიქაუტაძე  პასუხობს, რომ „ლელო“ რადიკალურ ცვლილებას საგადასახადო კუთხით არ აპირებს. ლელოს მიზანია, რომ  ბიუჯეტი იმაზე უფრო ეფექტიანად გამოიყენოს , ვიდრე ამას არსებული ხელისუფლება აკეთებს. ლელო  ბიუჯეტის ოპტიმიზაციას და იმ ხარჯების ამოღებას აპირებს, რომლებიც ეკონომიკურ  ეფექტს არ ქმნის.


„როდესაც მთავრობა სამჯერ ზრდის სახელმწიფო ვალს და ეკონომიკა კუს ნაბიჯებით იზრდება, ეს  იმას  ნიშნავს რომ სახელმწიფო ვალის არასწორ ინვესტირებას აკეთებ. სახელმწიფოს მიერ აღებული ვალი უნდა ჩაიდოს, მხოლოდ ისეთ პროექტებში რომლებიც ეკონომიკას განავითარებს. ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ ჩვენ ავიღებთ ვალს, მხოლოდ იმისთვის , რომ ჩავდოთ ინფრასტრუქტურაში, არც ერთი თეთრი სახელმწიფო ვალიდან სოციალურ პროექტებში არ წავა.“ -  აღნიშნავს მიქაუტაძე.


„ლელოს“ წარმომადგენელმა  გადაცემა „არჩევნები 2020“- ში  მთავრობის ბიუჯეტის ოპტიმიზაციაზეც ისაუბრა და წამყვანის კითხვას თუ როგორ აფასებდა ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯვის ოპტიმიზაციას,მიქაუტაძემუპასუხა, რომ  დღეს საქართველოშიჯანდაცვის სექტორი არ არის წარმატებული, რადგან მისი განცხადებით დღევანდელი ჯანდაცვის სფერო არის უფსკერო ქვევრი, რომელიც არ ივსება, რადგან ჯანდაცვის სფერო არასწორ სტიმულებზეა აგებული.


„დღეს ბიუჯეტიდან მთელი ფული მიდის არა ექიმთან, პაციენტთან ან სადაზღვეო კომპანიასთან, არამედ კლინიკის მეპატრონესთან. კლინიკის მეპატრონის ინტერესი კი პაციენტების ჯანმრთელობაზე მეტად პაციენტების რაოდენობაა. ეხლა სახელმწიფო ხარჯებს ვეღარ აკონტროლებს და მიხვდა, რომ მისი ხარჯები გაბერილია ამასთანავე კორუფციული ფაქტორებიც ძალიან დიდია, ამიტომ სახელმწიფომ დაიწყო ოპერაციის ფასების კონტროლი, რაც  არის აბსურდი, ამ სისტემას ჩვენ მთლიანად შევცვლით.


ის თანხა რაც დღეს ჯანდაცვაზეა გამოყოფილი სრულიად საკმარისია, ჩვენ ამ თანხას მივცემთ არა კლინიკას, არამედ  პაციენტს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ თვითონ აირჩიოს ის  სადაზღვეო კომპანია, რომელიც მას უკეთეს პირობებს შესთავაზებს და სახელმწიფოსწრედ მას დაუფინანსებს სადაზღვეო პაკეტს. საქართველოში ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეული, რის შედეგადაც სადაზღვეო კომპანიებში წავა კონკურენცია და შეეცდებიან რომ უკეთესი პირობები და წამლებზე ფასდაკლებები შემოგვთავაზონ. სადაზღვეო კომპანია თავის მხრივ დაინტერესებული იქნება  არა ავადმყოფ არამედ ჯანმრთელ ადამიანში. ჩვენ ჯანდაცვის სისტემის ოპტიმიზაციას მოვახდენთ ისე, რომ ექიმსაც კარგი ხელფასი ჰქონდეს, კლინიკის მეპატრონესაც კარგი მოგება დარჩეს და რაც მთავარია ადამიანი იყოს ჯანმრთელი“ - აღნიშნავს მიქაუტაძე.


გიგლა მიქაუტაძე სოციალურად დაუცველების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუსახელმწიფო ბიუჯეტის ოპტიმიზაციამოხდება, სოციალური დახმარებების გაორმაგება შესაძლებელი იქნება, თუმცა მიქაუტაძის განმარტებით მათი მიზანიამ ადამიანების გაჭირვებიდან ამოყვანა და მუშაობის დაწყების წახალისება უნდა იყოს.


„მას ვისაც შეუძლია მუშაობა და აქვს  ჯანი და ღონე  მას უნდა მივცეთ საშუალება და სტიმული იმისა, რომ მუშაობა დაიწყონ და თავისი თავი თვითონ შეინახონ. პირველ რიგში სოციალურად დაუცველ ადამიანებს ვეუბნებით ,შენ დაიწყე მუშაობა და ორი წელი რაც არ უნდა მოხდეს სოციალური სტატუსი არ შეგიწყდება. ხშირად ადამიანები თავს იკავებენ ლეგალური სამსახურისგან , რადგან სოციალური დახმარებაარ დაკარგონ, იმიტომ რომ არ იციან ხვალ სამსახური ისევ ექნებათ თუ არა.

ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი იქნება საბავშვო ბაღი და მუნიციპალური ტრანსპორტი, რომ გადაადგილებაში ფული არ დაეხარჯოთ. ყველა სოციალურად დაუცველ ადამიანს სახელმწიფო შესთავაზებს უფასო პროფესიულ განათლებას, რომ რამდენიმე  თვეში ამ ადამიანებმა  რაღაც პროფესია შეიძინონ, რითაც დასაქმების შანსი გაეზრდებათ“ -  აღნიშნავს მიქაუტაძე.


გადაცემაში ლელოს წარმომადგენელი ანაკლიის პორტის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება და ამისთვის მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო.


„როცა  პოლიტიკური ნება იყო, პროექტი დაიწყო და მივიდა იმ ფაზამდე რომ წელს პირველ გემს მივიღებდით, თუმცა რუსეთის ჩარევის გამო ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერდა. ეს დაიწყო მაშინ , როდესაც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე რამდენიმე  კვირით ადრე მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, თითქოსდა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ფული საკუთარ ბანკში გაათეთრეს, ამან ბუნებრივია ხელი შეუშალა ანაკლიის კონსორციუმში თანხების მოზიდვას, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი.


თუ  ჩვენ  წელს შევცვლით  ხელისუფლებას და საქართველოში მოვა მთავრობა, რომელიც იტყვის, რომ მე ყველაფერს  გავაკეთებ რომ კერძო სექტორის გავლით ეს  პროექტი განხორციელდეს ისე, როგორც იყო დაგეგმილი, ეს ერთ წელიწადში განხორციელდება. ანაკლიის კონსორციუმი აშენებს, არამხოლოდ პორტს არამედ მთელს ქალაქს მის ირგვლივ, სადაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონა სხვადასხვა აზიური ქვეყნების მაგალითზე გაშენდება და  ჩვენ შევძლებთ არაერთი დიდი საერთაშორისო კომპანიის და საწარმოების მოზიდვას. ანაკლია იქნება არამხოლოდ გამტარი, არამედ იქნება ის ადგილი სადაც გადამუშავდება პროდუქცია, შეიქმნება დამატებითი ღირებულება და ანაკლიის გავლით გავა მთელ მსოფლიოში “ -  აღნიშნავს მიქაუტაძე.

 

 


თეგები:
ლელო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up