„ჩვენი მიზანი მაქსიმალურად მოკლე ვადაში ტურიზმის აღდგენა  და მეტი ტურისტის მიღებაა“ - მედეა ჯანიაშვილი

„ჩვენი მიზანი მაქსიმალურად მოკლე ვადაში ტურიზმის აღდგენა და მეტი ტურისტის მიღებაა“ - მედეა ჯანიაშვილი

access_time2021-05-14 18:00:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის, კერძო სექტორთან თანამშრომლობისა და მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.



„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად სწრაფად, მოკლე დროში, სრულად აღვადგინოთ ტურიზმის სექტორი. საქართველო არ არის გამონაკლისი მსოფლიოში და ჩვენი მიზანია თანმიმდევრულად, სწორი პოზიციონირებით მოვახერხოთ ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენა და სწორი მოლოდინების შექმნა.



ყველა დამატებითი შეზღუდვა, მათ შორის სახმელეთო საზღვრების გახსნა დამოკიდებულია ეპიდ. მდგომარეობაზე არამხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც, რადგან მეზობელი სახელმწიფოების ეპიდ. სიტუაცია პირდაპირ აისახება ტურისტული ნაკადების შემოსვლაზე.“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ყველა დაგეგმილი აქტივობის შესახებ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციას აქტიური კომუნიკაცია აქვს.




„ ჩვენ კერძო სექტორთან გვაქვს მუდმივი კოორდინაცია. ადმინისტრაციის ბაზაში არსებულ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელს ვაწვდით განახლებულ ინფორმაციას ჩვენი ყველა აქტივობების, დაგეგმილი ღონისძიების, მარკეტინგული კამპანიების შესახებ. ტურიზმის სექტორთან კომუნიკაციაში აქტიურად ჩართულია ეკონომიკის მინისტრი.“



მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, ტურისტული ნაკადების მოსაზიდად დაწყებულია აქტიური მარკეტინგული კამპანია.



„2021 წელს ჩვენი პრიორიტეტული ტურისტული ბაზრებს შორის არიან: მეზობელი ქვეყნები, ევროპის, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, ასევე ისრაელი. ჩვენ ვმონაწილეობთ საერთაშორისო გამოფენებზე, დავიწყეთ პრეს-ტურების მოწყობა გავლენიანი საერთაშორისო მედია საშულებებისთვის, თვის ბოლოს ვმასპინძლობთ მსოფლიოში ცნობილ ბლოგერებს. მიმდინარეობს აქტიური სარეკლამო კამპანია სოციალური ქსელებით, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ცნობადობის გაზრდას და მოვიზიდოთ მეტი ტურისტი ქვეყანაში.“-აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up