Tbilisi Hills Golf and Residence-ი ღია აუზს სახელწოდებით Infinity 2020 წლის შემოდგომაზე გახსნის

Tbilisi Hills Golf and Residence-ი ღია აუზს სახელწოდებით Infinity 2020 წლის შემოდგომაზე გახსნის

access_time2020-06-03 12:00:08

„გაზაფხული ტურისტებისთვის აქტიური სეზონია, თუმცა პანდემიისა და უცხოელი ვიზიტორების სიმცირის გამო Tbilisi Hills Golf and Residence-ი ახლა ადგილობრივ სტუმრებსა და გაკვეთილებზეა კონცენტრირებული“ - ამის შესახებ „კომერსანტს“თბილისი ჰილსის გოლფ კლუბის დირექტორმა პოლ პოჰმა განუცხადა.


 Tbilisi Hills Golf and Residence-ში სტუმრებისა და მაცხოვრებლებისთვის ღია რესტორანიც გაიხსნა. ამასთან, ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაანონსებული ღია აუზის გახსნა 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება.


რაც შეეხება გოლფის მიმართულებას, კლუბი კერძო და ჯგუფურ გაკვეთილებს ატარებს. თუმცა უცხოელი ტურისტების ნაკლებობას კლუბის დირექტორი პრობლემად არ მიიჩნევს, რადგან გოლფ-კლუბის სტრატეგია ადგილობრივი ბაზრის დაინტერესება იყო.


„ჩვენი კორტები და რესტორანი ჩვეულ რეჟიმში ოპერირებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით.  თუმცა, ამჟამად მხოლოდ ადგილობრივ სტუმრებზე გვიწევს კონცენტრირება და  უცხოელი ტურისტები არ გვყავს. ჩვენი კორტები მხოლოდ შეძლებული ბიზნესმენებისთვის არ იყო გათვლილი. ბევრი ადგილობრივი დაინტერესდა ამ სპორტით და არა მხოლოდ დახელოვნებული გოლფის მოთამაშეები, არამედ დამწყებებიც და მოყვარულებიც ხშირად გვსტუმრობენ. ჩვენ გახსნის დღიდან სტრატეგიად გვქონდა ქართული ბაზრის დაინტერესება გოლფით, გვსურდა მოგვეზიდა ადგილობრივი მომხმარებლები ამ საქმეში. ახლა შეზღუდულად ვატარებთ ჯგუფურ სწავლებებსა და გაკვეთილებს. დამწყებებისთვის 450 ლარიანი პაკეტი გვაქვს, 10 გაკვეთილის შემდეგ ყველა მონაწილეს შეუძლია 60 დღის განმავლობაში უფასოდ გამოიყენოს კლუბის ინვენტარი და ნებისმიერ დროს ესტუმროს Tbilisi Hills Golf and Residence- ს.“ - განმარტავს პოლ პოჰი.



Tbilisi Hill-ს-ის კომპლექსში 110 ჰექტარზე ამიერკავკასიაში პირველი 18-ფოსოიანი გოლფის მოედანია განთავსებული. გოლფის მოედანი ფინელმა არქიტექტორმა ლასი პეკა ტილანდერმა (Lassi Pekka Tilander) დააპროექტა, ხოლო გარემოს კონცეფცია და გოლფის კლუბის არქიტექტურა პორტუგალიურ CPU Architects-ს ეკუთვნის.


გოლფის კლუბში ჯგუფურ გაკვეთილებს PGA პროფესიონალი და ასისტენტ/მწვრთნელები ატარებენ.


Tbilisi Hills Golf and Residence-ის პროექტი პორტუგალიელი, ფინელი და ესტონელი არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფის, ესტონური კომპანია Kаamos Group-ის ხელმძღვანელობით შეიქმნა, მის განსახორციელებლად კი ჯამში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.


თბილისი ჰილსი აერთიანებს 331 ჰექტარზე გაშლილ ბუნებრივად მწვანე გარემოს, ტყეს, ულამაზეს ვილებს აუზითა და კერძო ბაღებით, რეზიდენციებსა და აპარტამენტებს, 110 ჰექტარზე გაშენებული გოლფის პროფესიონალურ მოედანს.


Tbilisi Hills Golf&Residences ის კომპლექსი ჯამში 3000 მდე მაცხოვრებელზეა გათვლილი.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up