ხორცისა და რძის პროდუქტების დამზადება მომხმარებლის თვალწინ -  „წერტი„-ს 2021 წლის გეგმები

ხორცისა და რძის პროდუქტების დამზადება მომხმარებლის თვალწინ - „წერტი„-ს 2021 წლის გეგმები

access_time2021-01-05 12:00:49

რადიო კომერსანტის გადაცემაში  სასურსათო მაღაზიათა ქსელის "წერტის"  დამფუძნებელმა  ბექა გონაშვილმა კომპანიის გეგმებსა და გასულ წელზე ისაუბრა.

"წერტის" სათავე არის ფერმერული მეურნეობები, რომელიც კახეთში მდებარეობს.  გარდა ამისა კომპანიას აქვს  ფერმერთა მომსახურების სერვისი, რომელიც ფერმერებს  საკვებითა და მომსახურებით ამარაგებს. მოგვიანებით კი, დღის წესრიგში დადგა, რომ კონცეფცია ფერმერული მეურნეობიდან რითეილში გადაზრდილიყო.

თავიდანვე გავთვალეთ ისეთი კონცეფცია, რომ მომხმარებელთან უშუალო კონტაქტი გვქონოდა, ამიტომაც  იყო,  რომ პირველი წერტი, რომელიც წელიწადნახევრის წინ გავხსენით მომხმარებელს აძლევდა საშუალებას, რომ ეყურებინა პროცესისთვის,თუ როგორ  ხდებოდა ხორცის და ხორცპროდუქტების დამზადება. ამ ყველაფერმა საკმაოდ დადებითი დამოკიდებულება გამოიწვია.

ჩემი აზრით, ეს მომხმარებელში ზრდის სანდოობას,  რადგან მომხმარებელი  ხედავს, თუ როგორ  მზადდება ესა  თუ  ის  პროდუქტი, ვინ როგორ ეპყრობა პროდუქტს,  ვის როგორ აცვია და ა.შ.

აქედან გამომდინარე  ეს  ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით  ფსიქოლოგიური მომენტია, -  აღნიშნა ბექა გონაშვილმა  

ბექა გონაშვილმა  გადაცემაში რძის საწარმოზეც ისაუბრა და განმარტა, რომ 10-15 იანვრიდან  "წერტი" რძის საწარმოც დაიწყებს  ფუნქციონირებას , სადაც  ნებისმიერ  მოხმარებელს  შესაძლებლობა ექნება, რომ საკუთარი თვალით  ნახოს, თუ  როგორ მიმდინარეობს  რძის  პროდუქტების  დამზადების პროცესი.

ეს არის  ის  ძირითადი ფაქტორები, რაც  ბაზარზე გამოგვარჩევს, გარდა  ამისა გვაქვს საცხობი და სამზარეულო, სადაც მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, რომ შეარჩიოს სტეიკისთვის  ხორცის ნაჭერი და აქვე მიირთვას.

პანდემიიდან  გამომდინარე  კაფის  ნაწილის გახსნა ცოტათი გადაიწევს, მაგრამ დანარჩენი -  ხორცის და  ხორცპროდუქტების  წარმოება,  რძე და  რძის  პროდუქტების წარმოება ,  ჩვენ  უკვე  დაწყებული გვაქვს და ყველაფერი  ჩვეულებრივად ფუნქციონირებს, - აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

რაც შეეხება სიახლეებს და სამომავლო გეგმებს, ბექა  გონაშვილი აღნიშნავს, რომ "წერტში" სიახლეები სპონტანურად არ იგეგმება და ცდილობენ, რომ სიახლეები ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელონ, რადგან პროცესში ხარისხი არ დაიკარგოს.

ჩვენ უნდა მივყვეთ ხარისხს , ისე რომ  ჩვენი ფერმერული მეურნეობები გაწვდეს.

აქედან გამომდინარე  ვფიქრობთ, რომ  ჩვენი გაზრდა მოხდება ეტაპობრივად  და ეს უფრო სწორი კონცეფცია იქნება. 

მომხმარებელების  უმეტესობა  მიეჩვია, რომ  მიტანის სერვისით  ისარგებლონ, რაც პოზიტიურია, შეიძლება ჩვენთვის ხარჯი და უფრო მეტი საზრუნავია, მაგრამ  ეპიდემიის შენელების მხრივ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც რაღაც  დადებითისკენ შეიცვალა სიტუაცია - აღნიშნა ბექა გონაშვილმა  


თაკო კვაჭანტირაძე







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up