ჩვენი ფუნქციები გაიზარდა - სებ ახალი ოფისისთვის მიწის ნაკვეთის შესყიდვას ადასტურებს

ჩვენი ფუნქციები გაიზარდა - სებ ახალი ოფისისთვის მიწის ნაკვეთის შესყიდვას ადასტურებს

access_time2019-10-12 18:00:32

ეროვნული ბანკი ადასტურებს, რომ ახალი შენობისთვის მიწის ნაკვეთის შესაძენად ნასყიდობის ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.


სებ-ის განცხადებით, ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მათი ფუნქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ყველაფერი კი, სებ-ის განცხადებით, შესაბამის საკადრო რესურსს და დამატებით საოფისე ფართს საჭიროებს. ცენტრალური ბანკის განცხადებით, არსებული საოფისე ფართები ვერც მიმიდინარე და მითუმეტეს ვერც სამომავლო მოთხოვნებს ვერ პასუხობს.


ამჟამად, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების ერთი მესამედი ნაქირავებ ოფისშია განთავსებული, რაც, თავის მხრივ, სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, - წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


განცხადების მიხედვით, ეროვნული ბანკის ახალი საოფისე ფართი 17 ათას კვადრატულ მეტრამდე იქნება, რომლის ხარჯების ნაწილის დაფარვასაც, მარეგულირებელი ორგანო არსებული შენობის გაყიდვიდან შემოსული თანხით გეგმავენ.


ხარჯების ეკონომიისა და თანხების გონივრულად განაწილების მიზნით, ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აშენდეს ცალკე შენობა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის გამართულ და შეუფერხებელ წარმართვას,- წერია განცხადებაში.



სებ-ის განცხადებით, ახალი ოფისის მიწის ნაკვეთის მოძიების მიზნით, საწყის ეტაპზე მათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიას მიმართეს. ცენტრალური ბანკის ცნობით, ამ უწყებებისგან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიწის თავისუფალი ფართის შესახებ უარი მიიღეს, რის შემდეგაც სხვა ალტერნატივა განიხილეს.


მარეგულირებლის ცნობით, მათ ნასყიდობის ხელშეკრულება საქართველოში რეგისტრირებულ კომპანია შპს სითი ცენტრთან გააფორმეს.


ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ეროვნული ბანკი მიწის საფასურს არ გადაუხდის გამყიდველს მშენებლობისათვის საჭირო ნებართვის მიღებამდე. ნასყიდობის ხელშეკრულება მაქსიმალურად იცავს ეროვნული ბანკის ინტერესებს, ვინაიდან რისკების თავიდან აცილების მიზნით, მშენებლობისათვის აუცილებელი ნებართვების მიუღებლობის შემთხვევაში, ქონება უკან დაუბრუნდება გამყიდველს მისივე ხარჯით, ხოლო ეროვნულ ბანკს არანაირი სანქცია არ დაეკისრება, - წერია განცხადებაში.


მთავარი არხის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის ახალი ოფისისთვის მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს 25 მილიონი ლარი დაუჯდება, ხოლო ახალი ოფისის აშენება - 50 მილიონი ლარი.


კონკრეტულ ხარჯებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის განცხადებაში არაფერი წერია.


რაც შეეხება თავად ოფისის მშენებლობას, დეტალური ინფორმაცია, პროექტის სრული სახელშეკრულებო ღირებულების ჩათვლით, მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული სატენდერო პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი,- წერს მარეგულირებელი.





აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს

 აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს
access_time2019-11-22 18:15:11
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ან პლებისციტი უნდა ჩატარდეს. როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ მან მიმართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, რომ მიიღონ ზომები რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩასატარებლად. „ვხედავ, მესმის, ვგრძნობ მრავალი ადამიანის სამართლიან პროტესტს, გულისწყრომას და იმედგაცრუებას პარლამენტის მიერ 2020 წელზე პროპორციულ...

რა რისკებს შეიცავს უკრაინაში ინვესტიციის განხორციელება

რა რისკებს შეიცავს უკრაინაში ინვესტიციის განხორციელება
access_time2019-11-22 20:25:43
უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ფინანსებს ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან განვითარებად სავაჭრო ბაზრებში აბანდებენ, Bloomberg-ის ინფორმაციით შესაძლოა საფრთხეში აღმოჩნდენ. განვითარებადი მეორადი ბაზარი ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ადგილობრივი აქტივების შემსყიდველებმა შესაძლოა ვერ გაყიდონ საკუთარი აქტივები, თუკი გლობალური რისკის შეგრძნება შემცირდება. თუნდაც მათ იპოვონ მყიდველი ობლიგაციებისთვის , სავალუტო ბაზრის მერყეობა,  შესაძლოა მათ მომავალ დანაკარგებს მოასწავებდეს რაც გრივნის...

კვიპროსი ბინძურ ფულზე უარს ამბობს

კვიპროსი  ბინძურ ფულზე უარს ამბობს
access_time2019-11-22 19:30:21
ოფიციალური სტატისტიკით, კვიპროსის დედაქალაქ ლიმასოლში, რომლის მოსახლეობაც 100 000 ადამიანს შეადგენს, ჯერ კიდევ 2012 წელს 4500-ზე მეტი რუსი ცხოვრობდა, ხოლო ექსპერტების შეფასებით, დღეს, 2019 წელს, რუსები ლიმასოლის მოსახლეობის 8-11%-ს შეადგენენ. მათ იქ იზიდავს თბილი კლიმატი, ზღვა, გემრიელი სამზარეულო და მარტივი საიმიგრაციო სისტემა - 300 000 ევროს ღირებულების უძრავი...

ბელგიაში, ქურდობაზე დაკავებული ქართველი, სასამართლომ გამოუშვა, ჯანდაცვის სამინისტროს კი მისი შვილის მკურნალობა დაავალა

ბელგიაში, ქურდობაზე დაკავებული ქართველი, სასამართლომ გამოუშვა, ჯანდაცვის სამინისტროს კი მისი შვილის მკურნალობა დაავალა
access_time2019-11-22 16:30:08
სასამართლო პროცესის შესახებ ბელგიაში, ქართველი ემიგრანტი, “ემიგრანტთა სახლის” ხელმძღვანელი ანა ბალამწარაშვილი ინფორმაციას  სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ ავრცელებს.   „დღეს სასამართლო პროცესზე ბელგიის სამეფოში, ტონგერენში ბრალდებული ქართველია, 45 წლის თმაშევერცხლილი მამაკაცი. მოსამართლე: -ბატონო მირზა, რატომ ჩამოხვედით ბელგიაში, ვინ ხართ და რა გინდათ? რატომ მოიპარეთ ბოთლები და სიგარეტები? ასე ხომ ციხეში...

კობა გვენეტაძე მთავრობის და ბიზნესის კრიტიკას პასუხობს

კობა გვენეტაძე მთავრობის და ბიზნესის კრიტიკას პასუხობს
access_time2019-11-22 14:58:24
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ გვენეტაძემ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკას “ მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკის პასუხად განუცხადა. გვენეტაძის თქმით, ის თანამდებობიდან გამომდინარე არ აპირებს პოლიტიკური შინაარსის ბრალდებებს უპასუხოს და აცხადებს, რომ ლარის სტაბილურობას ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: მათ შორის საგარეო შოკები და მოლოდინები, პროცესებზე პასუხისმგებელი...


მსგავსი სიახლეები

up