“ჩვენი დაპირება იყო, რომ არ დავტოვებდით დასახლებას, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებდა“ -  კახა კალაძე

“ჩვენი დაპირება იყო, რომ არ დავტოვებდით დასახლებას, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებდა“ - კახა კალაძე

access_time2022-02-02 13:00:00

ჩვენი დაპირება იყო, რომ არ დავტოვებდით დასახლებას, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებდა - მიმდინარეობს მარშრუტების გადალაგება ისე, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.




მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკა დიდ სარგებელს მოუტანს ყველა იმ ადამიანს, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს.




მინდა შევეხო სატრანსპორტო პოლიტიკას. თქვენ იცით, რომ ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი იყო ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. სამწუხაროდ, გვქონდა ისეთი ადგილები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადიოდა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემებს წარმოადგენდა. ჩვენი დაპირება იყო, რომ ამ რეფორმის ფარგლებში არ დავტოვებდით არცერთ დასახლებას, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებს.






მინდა გაცნობით, რომ 1-ელი თებერვლიდან ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა ავშიანის დასახლებაში, გლდანის მეოთხე და მერვე მიკრორაიონის უკან მდებარე დასახლებებში, დიდი და პატარა ტბის მიმდებარე დასახლებაში, ასევე ინგუშეთის ქუჩაზე, ამავე რაიონში წყაროთუბნის დასახლებაში, ვეძისის და ზემო ვეძისის ისეთ ქუჩებზე, სადაც დღემდე არ დადიოდა ტრანსპორტი. რა თქმა უნდა, ამ პროგრამას ვაგრძელებთ.




ასევე ტრანსპორტით ისარგებლებს ბეთანიის მოსახლეობა, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის, ავჭალის აგარაკების მცხოვრებლები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ რეფორმას ვაგრძელებთ, მიმდინარეობს მარშრუტების გადალაგება, ისე, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს პროცესი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმა, რომელიც 2017 წელს წამოვიწყეთ ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს ყველა იმ ადამიანს, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს“,- აღნიშნავს კალაძე.






5-6 თებერვალს სტამბოლის აეროპორტში 230-ზე მეტი ფრენა უქმდება

5-6 თებერვალს სტამბოლის აეროპორტში 230-ზე მეტი ფრენა უქმდება
access_time2023-02-04 21:50:22
5-6 თებერვალს თურქეთის ავიახაზებმა, სტამბოლის აეროპორტში, უამინდობის გამო 230-ზე მეტი საერთაშორისო და შიდა ფრენა გააუქმა. აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც მგზავრებს ურჩევენ, რომ ამინდის გაუარესების გამო, 5 და 6 თებერვლის ფრენის დეტალები შესაბამის ავიაკომპანიებთან დააზუსტონ. თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურ სამსახურს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. უახლოეს საათებში შესაძლოა გამოცხადდეს ფრენების შემდგომი შეფერხებების ან უამინდობის...

საქართველოში გამოვლენილია XBB1.5-ის („კრაკენი“) შემთხვევებიც, მაგრამ CH.1.1-ის („ორტრუსის“) არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში გამოვლენილია XBB1.5-ის („კრაკენი“) შემთხვევებიც, მაგრამ CH.1.1-ის („ორტრუსის“) არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - თენგიზ ცერცვაძე
access_time2023-02-04 21:20:45
თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში და საქართველოში კოვიდ სიტუაციას მიმოიხილავს. ის წერს, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების უმეტესობაში გამოვლენილია XBB1.5 („კრაკენი“) სუბვარიანტით გამოწვეული შემთხვევებიც, თუმცა დომინანტურ სუბვარიანტებად კვლავ რჩება ომიკრონის BA2, BA5 და სხვა „ძველი“ სუბვარიანტები. სადღეისოდ საქართველოში CH.1.1 („ორტრუსის“) სუბვარიანტის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.   „ბოლო პერიოდში მსოფლიოში COVID-ის...

2022 წელს ამერიკულმა ბანკებმა ხელმძღვანელობას ხელფასები შეუმცირეს

2022 წელს ამერიკულმა ბანკებმა ხელმძღვანელობას ხელფასები შეუმცირეს
access_time2023-02-04 20:00:06
Bank of America Corp-მა 2022 წლისთვის აღმასრულებელი დირექტორის ბრაიან მოინიჰანის ხელფასი დაახლოებით 6%-ით 30 მლნ დოლარამდე შეამცირა. 2021 წელს მოინიჰანის ანაზღაურება 32 მლნ დოლარი იყო. ამის შესახებ Bloomberg-ი და...

მკვლევრებმა მარილის მარცვლის ზომის ვიდეოკამერა შექმნეს

მკვლევრებმა მარილის მარცვლის ზომის ვიდეოკამერა შექმნეს
access_time2023-02-04 19:30:45
პრინსტონისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტების მკვლევრებმა ახალი მაღალი ხარისხის გამოსახულების მქონე მიკროკამერა შექმნეს, რომელი მხოლოდ ნახევარი მილიმეტრის ზომისაა.   Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, თუ როგორ...

მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა

მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა
access_time2023-02-04 17:20:48
მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ოქროზე გლობალური მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა და 4741 ტონას მიაღწია, რაც ყველაზე მაღალია მაჩვენებელია 2011 წლის შემდეგ.   მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვები ზედიზედ მეორე წელია გაიზარდა და 1136 ტონას მიაღწია. განვითარებადი ქვეყნების მარეგულირებლები, მათ შორის თურქეთი და ჩინეთი, ოქროს მთავარი მყიდველები გახდნენ.   „2022 წელს ცენტრალური ბანკები არამარტო გახდნენ ოქროს...


მსგავსი სიახლეები

up