„ავტომობილების 60 პროცენტი საზღვარგარეთ გადიოდა“ -  კორონავირუსის და ჩაკეტილი საზღვრების გავლენა ავტობაზარზე

„ავტომობილების 60 პროცენტი საზღვარგარეთ გადიოდა“ - კორონავირუსის და ჩაკეტილი საზღვრების გავლენა ავტობაზარზე

access_time2020-04-09 10:00:29

კორონავირუსის პანდემიის პირობებში უძრავ-მოძრავ ქონებაზე მოსახლეობის მინიმუმამდე დასული ინტერესი ავტომობილების შიდა ბაზარზეც ისევე მძიმედ აისახა, როგორც სხვა დარგებზე. ავტოდილერები ჩაკეტილი საზღვრებისა და მოთხოვნის მკვეთრი შემცირების გამო, სამომავლოდ ავტომობილებზე ფასების ვარდნას ვარაუდობენ.


„ახლა ავტობაზარზე აქტიურობა ფაქტობრივად განულებულია. ფასები შემცირებულია, მაგრამ სამომავლო პროგნოზების გაკეთება რთულია. ავტომობილის ღირებულების მკვეთრი შემცირების რისკი კი ნამდვილად არის. ჩვენი ავტომობილების 60 პროცენტი საზღვარგარეთ გადიოდა. ახლა საზღვრები დაკეტილია და თუ ასე დიდხანს გაგრძელდება ფასიც მკვეთრად დავარდება.“ - ასე აფასებს ავტომობილების შიდა ბაზარზე არსებულ სიტუაციას კომპანია mycar.ge-ს დირექტორი გია დვალი.


„კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე ავტობაზარზე სამომავლო კრიზისის საწყისად მოწოდების ჯაჭვის წყვეტას ასახელებს. საზღვრების ჩაკეტვის გამო მინიმუმ 3 თვის მანძილზე მოწოდების შეჩერება ავტომობილები ღირებულებაზე გავლენას მოახდენს, თუმცა სურგულაძის თქმით, ამ ეტაპზე მსგავსი ტენდენცია არ შეინიშნება და ბაზრის გახსნის შემდგომ დაკორექტირდება როგორც მოთხოვნა, ასევე ფასიც.



„ჯერჯერობით, ავტომობილებზე ფასების შემცირების არანაირი ტენდენცია არ ფიქსირდება იმიტომ, რომ უბრალოდ არ იყიდება არაფერი, ფასი რაზე უნდა შემცირდეს, როცა ბაზრობა დაკეტილია.  მოწოდების ჯაჭვს თუ დავუკავშირდებთ  ყველაფერს, აუცილებლად იქნება ჩავარდნა ქვეყანაში და მოთხოვნაც ალბათ დაკორექტირდება, მაგრამ არ მგონია რომ მთლიანად დაეცეს ავტომობილის ფასი. არსებული, უკვე ჩამოსული მანქანების ფასი არამგონია დიდად გაიაფდეს. მაგრამ ბაზარს ძალიან გაუჭირდება - თვეში 8000-მდე მანქანა იყიდებოდა, 5 თვე ალბათ არ იქნება მიწოდება,  შესაბამისად, 40 000 ავტომობილს ვერ დააკომპენსირებს ეს ბაზარი ვერანაირად. ახლა რა რაოდენობაც ნაყიდია, ეს აპრილის თვეში დაიცლება  და მერე უზარმაზარი წყვეტა გვექნება.“- აღნიშნავს გიორგი სურგულაძე.


ცნობისთვის, 2019 წელს ავტომობილების გაყიდვების რაოდენობა რადიკალურად გაიზარდა. ფოთის პორტი კი პრაქტიკულად კოლაფსში აღმოჩნდა იმიტომ, რომ ვერ შეძლო ამ რაოდენობის მანქანების კონტეინერების გატარება.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up