„ჩვენი ამბიციური გეგმაა, 2025 წლისთვის, საქართველოში იურიდიულ პირებს 1 გეგაბიტ/წმ-ში, ხოლო მოსახლეობას - 100 მეგაბიტ/წმ-ში ინტერნეტთან მინიმალური სიჩქარით წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს“

„ჩვენი ამბიციური გეგმაა, 2025 წლისთვის, საქართველოში იურიდიულ პირებს 1 გეგაბიტ/წმ-ში, ხოლო მოსახლეობას - 100 მეგაბიტ/წმ-ში ინტერნეტთან მინიმალური სიჩქარით წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს“

access_time2020-11-18 14:40:16

„საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს ციფრული ეკონომიკისა და ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ჩვენი ამბიციური გეგმაა, 2025 წლისთვის, ევროპის გეგაბიტ საზოგადოების სტრატეგიასთან თანხვედრაში, ჩვენს საწარმოებს და იურიდიულ პირებს 1 გეგაბიტ/წმ-ში, ხოლო მოსახლეობას - 100 მეგაბიტ/წმ-ში ინტერნეტთან მინიმალური სიჩქარით წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს. აღნიშნულის მიღწევა შეუძლებელია დომენური სახელების დაცვის გარეშე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგამბულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ, რომელმაც ინტერნეტ – კორპორაცია ICANN-ის მიერ ორგანიზებული აღმოსავლეთ ევროპის დომენური სახელებისა და ნომრების მინიჭების მეხუთე ფორუმის (EEDNSF) ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.  ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ღონისძიება, რომლის პარტნიორია ინტერნეტ პროვაიდერი – Caucasus Online, 18 – 19 ნოემბერს ონლაინ ფორმატში გაიმართება და ის ძირითადად დომენური სახელების DNS–ს საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხს მიეძღვნა. ფორუმში მონაწილეობდნენ პროფილური საჯარო, კერძო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს დომენური ინდუსტრიის უახლეს რეგიონალურ და გლობალურ ღონისძიებებსა და ტენდენციებზე.



ფორუმზე განხილული იქნება დომენის ინდუსტრიის სხვადასხვა – ბიზნეს, ტექნიკურ და პოლიტიკური ასპექტები. პროგრამა მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან თემებს:




რეგიონალური აქცენტი დომენური სახელების ინტერნაციონალიზაციაზე (IDN) და უნივერსალური (UA) მიღებაზე;



იდენტიფიკატორი ტექნოლოგიის ქმედუნარიანობის მაჩვენებლები (ITHI) და ICANN DNS -ს ეკოსისტემის გაუმჯობესება;



DNS - ის ექსპლუატაცია და უსაფრთხოების შესაძლებლობათა გაძლიერება,



ბიზნესის წარმოება უწყვეტობა რეგისტრატორებისათვის. რეგიონული მიდგომა.



აღმოსავლეთ ევროპის დომენური სახელებისა და ნომრების მინიჭების მეხუთე ფორუმში ასევე მონაწილეობენ ICANN - ის მმართველობის თავმჯდომარე მარტენ ბოტემანი და აღნიშნული ორგანიზაციის მმართველობის წევრი დანკო ევტოვიჩი.





თეგები:
ინტერნეტი



აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ
access_time2020-12-04 18:54:11
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მზად არიან, რომ ავტორიზაციის შემდეგ, კოვიდ 19-ის ვაქცინა საჯაროდ, კამერების წინ გაიკეთონ და ასე მოსახლეობას დაუმტკიცონ, რომ ის უსაფრთხოა.   ამერიკის ბოლო სამი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მათი ეს ნაბიჯი იქნება მყარი გზავნილი ამერიკელი ხალხისთვის, რომ ვაქცინა მართლაც უსაფრთხო და ეფექტურია. სწორედ ამაში ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას სფეროს ექსპერტები და ვაქცინაზე...

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია
access_time2020-12-04 17:55:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია Trace International-ის და ტრანსეროვნული ორგანიზაცია SolAbility-ის კვლევებს ეხმიანება და რეიტინგებს პოტენციური ინვესტორებისთვის პოზიტიურ გზავნილად აფასებს. Trace International-ის წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში მე-19 ადგილზეა, ხოლო SolAbility-ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყნიდან, 37-ე ადგილზეა.   ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-04 21:30:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. ლარის გაცვლითი კურსის მორიგი შოკის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის ნიშნული შესაძლოა მშპ-ის 72%-მდე გაიზარდოს ლარის გაცვლითი კურსის მორიგი შოკის შემთხვევაში, მაღალია ალბათობა სახელმწიფო ვალის ნიშნული მოულოდნელად მშპ-ის 72%-მდე გაიზარდოს. ასეთია აუდიტის სამსახურის ანგარიშის დასკვნა,...

„ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?

 „ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?
access_time2020-12-04 20:30:24
დეკემბრის შუა რიცხვებში საცხოვრებელი ფართების დაჯავშნის სერვისი Airbnb-ი თავისი აქციების გასაყიდად გამოტანის პროცედურას დაასრულებს. პირველ ეტაპზე საუბარი იყო 30 მლრდ. დოლარის ფასიან ქაღალდებზე, დღეს კი - 35 მლრდ-ის.   წერილში, რომელიც კომპანიის პრეზიდენტმა ბრაინ ჩესკიმ ბირჟების და ფასიანი ქაღალდების კომისიას გაუგზავნა, ნათქვამია, რომ აქციების განთავსება ჯერ კიდევ მარტში იგეგმებოდა, თუმცა ეს გეგმების პანდემიამ...

OPEC Plus-ი ნავთობმოპოვების ზრდაზე შეთანხმდა

OPEC Plus-ი ნავთობმოპოვების ზრდაზე შეთანხმდა
access_time2020-12-04 19:30:45
OPEC plus-ში შემავალი ქვეყნები 2021 წლის იანვრიდან დღე-ღამეში ნავთობმოპოვების 500 000 ბარელით ზრდაზე შეთანხმდნენ.   შემდგომში გარიგების პირობების ყოველთვიურად გადაიხედება, და მოპოვების მოცულობები მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.   ბაზარმა შეთანხმებაზე რეაგირება უკვე მოახდინა - 3 დეკემბერს, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ,  Brent-ის ტიპის ნავთობი 1,2%-ით, 48,8 ბარელამდე გაძვირდა. წყაროების ინფორმაციით, შეხვედრის დროს...


მსგავსი სიახლეები

up