„კერძო მევახშეებისგან დაზარალებულ ხალხთა რაოდენობა პანდემიის შემდეგ გაიზარდა“

„კერძო მევახშეებისგან დაზარალებულ ხალხთა რაოდენობა პანდემიის შემდეგ გაიზარდა“

access_time2021-05-15 11:00:04

„კერძო მევახშეებისგან დაზარალებულ ხალხთა რაოდენობა პანდემიის შემდეგ გაიზარდა“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ მშენებლობით და იპოთეკით მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანების დამფუძნებელმა გიგა წულეისკირმა განაცხადა. იგი იმ პრობლემებზე საუბროს რომელიც კერძო მევახშესა და მსესხებელ შორის წარმოიქმნება. წულეისკირი ყვება, რომ კანონის გვერდის ავლით გამსესხებლები თვალთმაქცურ გარიგებებს მიმართეს, რასაც სესხთან საერთო არაფერი აქვს:

 

„სახელმწიფო რეგულაციების დაწესებამდე თანხის გამსესხებელი მსესხებლის უძრავ ქონებას იპოთეკით ტვირთავდა, იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი ნასესხები თანხის დაფარვას ვერ შეძლებდა, ქონება აუქციონზე გადიოდა. გამსესხებელი თავის წილს იღებდა, ხოლო მსესხებელს ქონების გაყიდვიდან აღებული თანხის 70 % რჩებოდა. ახლა უკვე პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე, თუ გამსესხებელმა მსესხებელს თანხა იგივე შეთანხმებით ასესხა. რადგან სახელმწიფომ კერძო მევახშეს ფიზიკური პირის ქონების იპოთეკით დატვირთვა აუკრძალა, მევახშეებმა თვალთმაქცურ გარიგებებს მიმართეს და მსესხებელს სრულიად განსხვავებულ ხელშეკრულებებს უფორმებენ, რასაც ნასყიდობა-გამოსყიდობის ხელშეკრულება ჰქვია. ეს არის ხელშეკრულების ფორმა, რომელსაც სესხებასთან არაფერი საერთო არ აქვს. გამსესხებელს უძრავი ქონება ვითომ, დროებით აქვს გადაფორმებული და მსესხებელს აქვს გამოსყიდვის უფლება. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ხელშეკრულება გამსესხებელს ქონების გადაფორმებას უზღუდავს ვთქვათ 6 თვის ვადით, ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ეს კარგი ბერკეტია და ამიტომ ამ ხელშეკრულებას თანხმდებიან, მაგრამ მთავარი არის ის რომ, ხელშეკრულებაში სიტყვა სესხი და პროცენტი არ წერია“, - აღნიშნა გიგა წულეისკრიმა.

 

გიგა წულეისკირის თქმით, შეთანხმების დროს, როდესაც მსესხებელი ეკითხება გამსესხებელს, თუ რა მოხდება თანხის ვერ დაბრუნების შემთხვევაში, კერძო მევახშე მსესხებელს სიტყვიერად ჰპირდება, რომ უძრავ ქონებას მასთან ერთად გაჰყიდის და მხოლოდ მის წილს აიღებს, სხვაობას კი დაუბრუნებს.

 

„გვაქვს შემთხვევები, როდესაც მევახშემ პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და მსესხებელს გამოუცხადა, რომ არც კი იცნობდა და მისი უძრავი ქონება 6 თვის წინ შეიძინა, ასე წაურთმევიათ ადამიანებისთვის უძრავი ქონება. შემდეგ ამ ადამიანებმა მიმართეს სასამართლოს, სასამართლომ გადაამისამართა პოლიციასთან, პოლიციამ უთხრა, რომ ხელშეკრულების მიხედვით საკითხი გაწერილი იყო. ჩვენი შეხედულებით ეს პრობლემა პოლიციის, პროკურატურის და ფინანსური პოლიციის გამოსაძიებელია, იმიტომ რომ შეთანხმება იყო თვალთმაქცური, რაც ცალკე დანაშაულია. თუმცა სიტყვიერი შეთანხმება იყო, მოწმეები არსებობენ, არსებობს ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ მსესხებელმა პროცენტი გადაიხადა. მას არ გაუყიდია უძრავი ქონება. როდესაც მევახშე პოლიციაში განაცახდებს, რომ მან პირის ქონება შეიძინა, სწორედ აქედანვე უნდა დაიწყოს გამოძიება. ჩვენ ასოციაციას მიაჩნია, რომ პროკურატურა ვალდებულია გამოძიება დაიწყოს, რადგან მოხდა ქონების უკანონოდ მითვისება“,  -  აღნიშნა გიგა წულეისკირმა.

 

წულეისკირმა აღნიშნა, რომ სესხებთან დაკავშირებული პრობლემა გლობალური ხასიათისაა, რადგან როდესაც ცუდი საბანკო ისტორიის ან დაბალი შემოსავლის გამო ადამიანი სესხს ვერ იღებს, მას მიკრო საფინანსო ორგანიზაციაში უწევს წასვლა, რომელიც პირს სესხს უფრო მარტივად აძლევს, მაგრამ ნაკლებ ბერკეტს უტოვებს. როდესაც მიკრო საფინანსო ორგანიზაციაც უარს ეუბნება, მსესხებელი უკვე მევახშესთან მიდის, სადაც კაბალურ პირობებს თანხმდება.

 

განვითარებულ ქვეყნებში სესხის კულტურა არსებობს, უძრავი ქონებები, ავტომობილები ადამიანებს სესხით აქვთ ნაყიდი და ცხოვრობენ. განვითარებულ ქვეყნებში იმდენად დაბალი საპროცენტო განაკვეთია, რომ ადამიანი გამოტანილი სესხით თავის საცხოვრებელ პირობებს ავითარებს და ეკონომიკურად ძლიერდება, ხოლო საქართველოში ადამიანები სესხს გადარჩენისთვის იღებენ. ჩვენ ადამიანებს უძრავი ქონების გადარჩენაში დავეხმარებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ გაფორმებული აქვთ ნასყიდობა - გამოსყიდვის  ხელშეკრულება,  სასესხო ხელშეკრულების ნაცვლად, ეს გამსესხებელს არ აძლევს იმის უფლებას, რომ 100 000 ლარიანი ქონება 10 000 ლარად ჩაიგდოს ხელში. მევახშეები ადამიანს სასამართლოსკენ ამისამართებენ, სასამართლოთი დავა მომგებიანი არაა, რადგან ნაკლები ბერკეტებით სავსე ხელშეკრულება აქვთ. მთავარია ადამიანებმა პოლიციას და პროკურატურას მიმართონ“ , -  აღნიშნა გიგა წულეისკირმა.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up