სასურსათო უსაფრთხოებისთვის ხორბლის იმპორტის დივერსიფიკაცია და ადგილობრივი წარმოების გაზრდაა საჭირო -  შალვა ფიფია

სასურსათო უსაფრთხოებისთვის ხორბლის იმპორტის დივერსიფიკაცია და ადგილობრივი წარმოების გაზრდაა საჭირო - შალვა ფიფია

access_time2022-05-18 14:00:45

„ჩვენ ხორბალში  ჩვენი თვითკმარობის კოეფიციენტი ძალიან დაბალია და ის მოხმარების 15%  შეადგენს, ანუ ჩვენ 100 000-დან 150 000–მდე ტონა ხორბალს ვაწარმოებთ. ასევე არის მეორე მომენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ საიმპორტო ბაზარი  ხორბალზე არის ნაკლებად დივერსიფიცირებული ვიდრე სხვა მნიშვნელოვანი პირველადი მნიშვნელობის  პროდუქციაზე“, -  ამის შესახებ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილემ შალვა ფიფიამ „ჯეოქეისის“ და “კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის „კომერსანტის კვლევითი ინიციატივა“ პირველ ვებინარზე განაცხადა, რომელსაც “ჯეოქეისის“ მკვლევარი და მედიაჰოლდინგის მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი უძღვებოდა.

 

შალვა ფიფიას თქმით, ის, რომ რუსეთის ომი უკრაინაში სასურსათო  უსაფრთხოების მიმართულებით პრობლემა იქნებოდა, ამაზე თებერვლის ბოლოს იწერებოდა. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების მომენტისთვის, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები ლოგისტიკის და ფასების მიმართულებით ისედაც არსებობდა.

 

„მოგეხსენებათ, რომ სურსათის უსაფრთხოება ორ ძირითად სვეტზე დგას და ერთ-ერთი არის ხელმისაწვდომობა, როგორც ფინანსური, ასევე  ფიზიკური და  ეს ომის დაწყების პერიოდისთვის უკვე პრობლემა იყო.  აქვე უნდა ვთქვათ, რომ FAO-ს  ინფორმაციით  დღეს სურსათის ფასის  ინდექსი ისტორიულ  მაქსიმუმზეა და თუ  ამას 2015-2016 წლებს შევადარებთ, ფასები დაახლოებით 35%-ით  არის  გაზრდილი და რა თქმა უნდა ამ  ომმა სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა.  გარდა ამისა, ისევე   როგორც რუსეთი, უკრაინაც და ბელარუსიც მნიშვნელოვანი პროდუქციის  გარდა  სასურსათო  პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან, ისინი  არიან მინერალური სასუქების მსხვილი მწარმოებლებიც“, - აღნიშნა შალვა  ფიფიამ.


ფიფიამ  სურსათის  უსაფრთხოების მიმართულებით  ოთხი  ძირითადი კომპონენტი გამოყო,  ესენია  სურსათის არსებობა,  სურსათზე  ხელმისაწვდომობა,  სურსათის გამოყენება და სტაბილურობა.

 


„რეალურად ჩვენ რისკები პირველი სამი კომპონენტის მიმართულებით გვაქვს. უკრაინისა და რუსეთის პორტებში ფაქტობრივად გაჩერებულია  ძალიან დიდი რაოდენობა - 30 მილიონი ტონა ხორბალი და სიმინდი და ჩვენ არ ვიცით რამდენად  შესაძლებელი  იქნება  ამის  ტრანსპორტირება,  ასევე  ვიცით, რომ წარმოების მხრივ  უკრაინის აღმოსავლეთში და სამხრეთ–აღმოსავლეთში, სადაც ხორბლის მნიშვნელოვანი წარმოება ხდება, დღეს  მიმდინარეობს  საომარი  მოქმედებები,  რაც  თავისთავად  დიდი  ალბათობით გამოიწვევს  სირთულეებს მოსავლის  აღებისას და ამ შემთხვევაში ხორბლის არსებობა პრობლემური  საკითხია. ჩვენი წარმოება არის მცირე და თავისთავად  წარმოების  გაზრდა არის  ძალიან  მნიშვნელოვანი, მაგრამ  მე არ  მგონია ეს მოკლე ვადაში მოხდეს.


მეორე  საკითხი  იგივე  ხელმისაწვდომობას  რა  შეეხება,  როგორც  ფინანსურს  და ასევე  ფიზიკურს ომის  დაწყების  შემდეგ  სურსათზე  მოხდა  ფასების  ზრდა ანუ ამ  მიმართულებითაც პრობლემებია. ყველაზე მნიშვნელოვანი  თუ რა  შეიძლება  მოხდეს და რამდენად ღრმა შეიძლება  გახდეს  პრობლემა, დღეს  ამის  თქმა  რთულია და  ბევრ  რამეზეა დამოკიდებული, პირველ  რიგში  იმაზე, თუ რამდენი ხანი  გაგრძელდება  ეს  ომი და  რა  მასშტაბებს  მიიღებს.


თუ რა  უნდა გაკეთდეს ამისთვის – არსებობს მოკლევადიანი და  გრძელვადიანი გამოსავლები, მოკლევადიანი მიმართულებით  ვიცი რომ  კონკრეტული  პრობლემები  სამინისტროდან  უკვე  ინიცირებულია, რაც  შეეხება  წარმოების  გაზრდას,  ჩემი აზრია,  რომ  წარმოების  გაზრდა  თავისთავად  მნიშვნელოვანია,  ჩვენ შეიძლება 100%–იან თვითკმარობაზე ვერ ავიდეთ, მაგრამ ნებისმიერი დამატებითი რაოდენობა  ჩვენთვის  მნიშვნელოვანი იქნება  და ჩვენ სასურსათო რისკების შემცირების საშუალებას მოგვცემს. მაგრამ რადგანაც  ჩვენ  ვართ  შეზღუდული  მიწის  რესურსების  ქვეყანა, აქ გამოსავალი იქნება არა  ფართობების, არამედ მოსავლიანობის გაზრდაში, რაც სამწუხაროდ  ერთი და  ორი  დღის  საქმე  არ  არის, ამას სჭირდება  მიზანმიმართული  მოქმედებები იმისთვის, რომ  თანამედროვე  ტექნოლოგიების  გამოყენებით, თანამედროვე  ცოდნით აღჭურვილმა  ფერმერებმა  აწარმოონ ხორბალი, რაც  სათქმელად  უფრო  მარტივია ვიდრე  გასაკეთებლად“. -  აღნიშნა შალა ფიფიამ.

 

გიორგი აბაშიშვილის ინიციატივით გამართულ  ვებინარში მონაწილეობდნენ სახელმწიფო, კერძო და ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის: ვიქტორ ყიფიანი – ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, გელა ხანიშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან სილაგავა – ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და შალვა ფიფია – USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილე.



თაკო კვაჭანტირაძე




თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის
access_time2022-07-05 15:40:00
სექტემბრიდან საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებულ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის - მოლაპარაკებები მომსახურებით ვაჭრობის დამატებაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, მხარეები საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციასაც განიხილავენ, რათა თურქულ ბაზარზე უფრო მეტი ქართული პროდუქტი შევიდეს ნულოვანი განაკვეთით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თითქმის დასრულებულია ამ საკითხზე მოლაპრაკებები და მხარეები უკვე შეთანხმდნენ იმ პროდუქციის ჩამონათვალზე, რომელზეც თურქეთი...

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის -  ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა
access_time2022-07-05 13:45:21
ლიბერთი, გაეროს ‘გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის’ (Global Compact Network Georgia) წევრი გახდა და დღეიდან, თავის საქმიანობაში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპსა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს გაითვალისწინებს.   „ განათლების ხელშეწყობა, ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნა საქართველოში და  ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ახალი ლიბერთის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. მოხარულები ვართ, რომ ვუერთდებით გაეროს...

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
access_time2022-07-05 13:50:00
ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა სამივე კაცს, რომელიც ამავე ქალაქში მრავალსართულიანი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე იყო დაკავებული. გადაწყვეტილება დღეს, 5 ივლისს გამოცხადდა. 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 8 სართულიანი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულთაგან: ზაურ ბუდაღოვს, პირველ...

მომატებული შემთხვევები, გადატვირთული კლინიკები, შესაძლო რეგულაციები - COVID 19

მომატებული შემთხვევები, გადატვირთული კლინიკები, შესაძლო რეგულაციები - COVID 19
access_time2022-07-05 14:30:00
კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე (2570 ახალი კოვინფიცირებულია ბოლო ერთ კვირაში), კლინიკებში კოვიდ-პაციენტთათვის განკუთვნილი საწოლები ბოლო რამდენიმე დღეა დაიტვირთა. მაგალითად, პაციენტების რაოდენობამ მოიმატა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც. ბოლო სამ დღეში კლინიკამ იმაზე მეტი კოვიდ-პაციენტი მიიღო, ვიდრე საწოლ-ფონდით იყო გათვალისწინებული....

კომუნიკაციების კომისია „მაგთის“ და „სილქნეტის“ ტარიფებს ევროპულს შეადარებს

კომუნიკაციების კომისია „მაგთის“ და „სილქნეტის“ ტარიფებს ევროპულს შეადარებს
access_time2022-07-05 13:20:00
კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ ტარიფების ზრდას თვალყურს ადევნებენ. კომისიის თანახმად, იგეგმება კვლევა, რომლის ფარგლებშიც ქართული ტელეკომ ოპერატორების მიერ შეთავაზებული ტარიფები ევროპის ქვეყნებთან შედარდება და შეფასდება ფასების ადეკვატურობა, ასევე...


მსგავსი სიახლეები

up