ჩვენ ვპასუხობთ გამოწვევებს მშვიდობით, განვითარებით, ადამიანებზე ორიენტირებული პოლიტიკით

ჩვენ ვპასუხობთ გამოწვევებს მშვიდობით, განვითარებით, ადამიანებზე ორიენტირებული პოლიტიკით

access_time2019-12-30 20:00:22

ჩვენ ვპასუხობთ გამოწვევებს მშვიდობით, განვითარებით, ადამიანებზე ორიენტირებული პოლიტიკით, ადამიანებზე ზრუნვით, რასაც გავაგრძელებთ და აუცილებლად მოიტანს შედეგეს ,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

 

ციხელაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის  გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, იკეტება ღიად დარჩენილი ერთდაერთი გადადასვლელი – ქარძმანი-პერევის ე.წ. გამშვები პუნქტი.

 

ციხელაშვილის თქმით, გადაადგილების შეზღუდვა, იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე მდგომარეობას ქმნის.

 

„საუბედუროდ, პირველად არ ხდება, რომ ცხინვალის მიმართულებით გადაადგილება სრულად იზღუდება სადღესასწაულო დღეებში, მაშინ, როდესაც ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ გადაადგილების თავისუფლება. თუმცა თითქმის უკვე მეოთხე თვეა, რაც მთლიანად მთელი რეგიონის მოსახლეობას, ქართველებსა და ოსებს, განსაკუთრებით კი ახალგორელებს ეზღუდებათ გადაადგილება სრულად და ეს ქმნის ძალიან მძიმე მდგომარეობას რეგიონში. დღეს ამაზე საუბრობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავარი გამოწვევა გახლავთ ოკუპაცია და ის, რომ ყოველდღე ადამიანები გამყოფი ხაზების და მავთულხლართების, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, უმძიმეს პრობლემებს და გამოწვევებს აწყდებიან. ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა, რომელსაც  ვპასუხობთ ევროპული არჩევანით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვპასუხობთ გამოწვევებს მშვიდობით, განვითარებით, ადამიანებზე ორიენტირებული პოლიტიკით, ამ ადამიანებზე ზრუნვით და აუცილებლად გავაგრძელებთ, რაც მოიტანს შედეგს“ ,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


 

მინისტრის შეფასებით, ღიად დარჩენილი ერთდაერთი გადადასვლელის ჩაკეტვით კიდევ უფრო აშკარა ხდება საოკუპაციო რეჟიმის სახე.

 

„როგორც ჩანს, ადამიანების ინტერესებს, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, არაფრად აგდებს“,- დასძინა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

ციხელაშვილის თქმით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი მძიმე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც სადღესასწაულო დღეებში ერთადერთი ღია პუნქტის ჩაეკეტვას უკავშირდება. მინისტრის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ქარძმანის, ახალგორის მიმართულებით აუცილებლად გაიხსნას გადასასვლელი.

 

„დაფიქსირებულია ის პოზიცია, რომ მიმოსვლა უნდა აღდგეს, შეტყობინება გაგზავნილია ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შემდგომი რეაგირების მიზნით, რომ მათი მეშვეობითაც ეს კომუნიკაცია შედგეს. დღეს, ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ქარძმანის მიმართულებით, არამედ სწორედ ახალგორის მიმართულებით აუცილებლად გაიხსნას გადასასვლელი. ყველას, ვისაც ხელეწიფება ამ გადაწყვეტილების მიღება, ეს გადაწყვეტილება ადამიანების სასიცოცხლო ინტერესიდან გამომდინარე უნდა იქნას მიღებული. აქ საუბარია ჯანმრთელობაზე, საკვებზე, ოჯახებთან შეერთებაზე, ეს არის ადამიანების უმაღლლესი ინტერესი, არც ერთი გამართლება არავის მოქმედებას არ გააჩნია, რომელიც ამის წინააღმდეგ არის მიმართული“ ,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


პირველი არხი




„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...

დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში

დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში
access_time2020-09-25 18:50:59
„ლელოს” წევრმა, ბატონმა საბა ბუაძემ გაავრცელა ყალბი განცხადება, რის მიხედვითაც, ჩემს დეკლარაციაში ასახული გადასესხების ფაქტი თითქოს და ეხება თანხის ხელზე გადასესხებას.   პირადად მას მსურს ვუთხრა და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ კერძო სექტორში საქმიანობის პერიოდში, პირადი კრედიტი გადავასესხე კომპანიაზე, რაც მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც მიღებული პრაქტიკაა.   ბატონ ბუაძეს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ავრცელებს დეზინფორმაციას....

მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება

მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება
access_time2020-09-25 18:10:49
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა და მისი გაუფასურება დღემდე გრძელდება. მიმდინარე კვირაში, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი რეკორდულად თითქმის 11 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად კი ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2295 ლარი იყო, ხოლო დღევანდელი მონაცემებით 3.3332 ლარი შეადგინა.   დღეს დილიდან ვაჭრობა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში $1/3.3175 ლარით...

„მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხონ“ - „ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“

„მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხონ“ - „ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“
access_time2020-09-25 17:20:49
„ძალიან ცუდია, რომ ეს ადამიანი კარიერას ტყუილებით იწყებს. მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხოს“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია „ლელო“ მიერ გამოქვეყნებული „ქართული ოცნების“ დეპუტატების სიას, რომლებიც მევახშეობით ფულის „ხელზე გასესხებით“ არიან დაკავებულები. ილია წულაია „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამბობს იმასაც, რომ თანხები საკუთარ კომპანიაზე ინვესტიციის სახით აქვს...

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა
access_time2020-09-25 16:05:44
სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდის გადავადების შესახებ განცხადება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციიაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. შეხვედრას ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე უძღვებოდა. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მოსაზრება, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა გააცნო. აღსანიშნავია,...


მსგავსი სიახლეები

up