„მოპედებთან დაკავშირებით ცვლილებები დაგვიანებულია“, - დავით მესხიშვილი

„მოპედებთან დაკავშირებით ცვლილებები დაგვიანებულია“, - დავით მესხიშვილი

access_time2021-05-16 12:00:15

 „მოპედებთან დაკავშირებით ცვლილებების გატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ 4-5 წლის წინ შევთავაზეთ“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციამ მოპედების რეგისტრაციაზე და მოპედების მძღოლებისთვის მართვის მოწმობის გაცემაზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ქვეყანაში მოპედების რაოდენობა რამდენიმე ასეული იყო.

 

„თვითონ სატრანსპორტო საშუალება ძალიან კარგი და ეფექტურია, მე თვითონ ვარ იმის მომხრე, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი მოპედი დადიოდეს, რადგან ის გარემოს ნაკლებად აბინძურებს. მოპედები კორონავირუსის დროს დაწესებული შეზღუდვების შემდეგ გახდა პოპულარული და დღეს მათი რაოდენობა რამდენიმე ათასს მიუახლოვდა, შეიძლება ითქვას, რომ დღეს სახელმწიფოს რეაქცია და მცდელობა იმისა, რომ რამე გამოსწორდეს დაგვიანებულია“, -  აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

 

მესხიშვილის განმარტებით, საგზაო უსაფრთხოება რამდენიმე მიმართულებისგან  შედგება. 1. ტრანსპორტის  უსაფრთხოება  2. მძღოლის კვალიფიკაცია 3. საგზაო ინფრასტრუქტურა  4 საკანონმდებლო ბაზა. მისი თქმით, ყველა ამ მიმართულებით სავალალო მდგომარეობაა, საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში მოპედზე კანონი ვრცელდება არა როგორც ტრანსპორტზე, არამედ როგორც ქვეითზე.

 

„მიმაჩნია რომ ყველა მოპედი, როგორც სატრანსპორტო საშუალება ისე უნდა დარეგისტრირდეს და ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს სანომრე ნიშანი, რაც შეეხება მართვის მოწმობას ამ მიმართულებით შეიძლება, რომ მოპედის მძღოლებს მოსამზადებლად გარკვეული ვადა მიეცეთ, იმისათვის რომ მოემზადონ და შესაბამისი  გამოცდა ჩააბარონ. ევროკავშირის სახელმწიფოებისთვის 2022 წლის 1 იანვარი არის ბოლო ვადა, იმისთვის რომ ყველა სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც L კატეგირუაში შედის იქნება ეს მოტოციკლი, კვადროციკლი, ტრიციკლი , მოპედი თუ სხვა ტექ. შემოწმება გაიაროს“, -  აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

 

მესხიშვილი ფიქრობს, რომ მოპედების რეგისტრაციის ნაწილში შსს-მ შესაბამისი გრაფიკი უნდა  გამოაქვეყნოს, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს საერთაშორისო დონეზე  აპრობირებულ სტანდარტებს გაეცნოს. მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მოპედი ეკოლოგიურად სუფთა  ტრანსპორტია შეღავათები უნდა დაწესდეს, როგორც იმპორტზე, ასევე რეგისტრაციაზე.

 


დავით მესხიშვილმა აღნიშნა, რომ ევრო დირექტივა , რომელიც ტრანსპორტის ტექნიკურ  შემოწმებას გულისხმობს კვლავ დანერგვის პროცესშია და დედლაინი 2022 წლის 1 იანვარია, თუმცა ეს პროცესი  საქართველოში ჯერ არც კი დაწყებულა. იგი ამბპბს, რომ ამის შედეგი არის ის, რომ საქართველოში საგზაო  შემთხვევების შედეგად  გარდაცვალების რაოდენობა 6-ჯერ  აღემატება ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.

 

„2020 წელს საქართველოს შემთხვევების რაოდენობა უნდა გაენახევრებინა, მაგრამ მუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული  შეზღუდვებია და მოძრაობა მეტნაკლებად შემცირებულია,  სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით  მაინც 6-ჯერ მეტია“, -  აღნიშნა  დავით მესხიშვილმა.

 

რეგისტრაციის ნაწილში შეღავათებს ეთანხმება „Scoot Scoot“-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი პოპორაძე. მისი აზრით, მოპედების მოხმარება დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით გაიზარდა, სწორედ ამ ადამიანებისთვის რეგისტრაციის გადასახადის დაწესება საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება.

 

„მოპედების რეგისტრაცია სავარაუდოდ 150 ლარი დაჯდება, ამას კიდე ექპსერტიზის ხარჯი დაემატება, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მოსახლეობისთვისაც და ბიზნესისთვისაც საკმაოდ მტკივნეული იქნება. ჩვენ რომ შემოვიყვანთ მოპედებს ამაზეც მოგვიწევს დამატებითი გადასახადის გადახდა, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოპედებზე მოთხოვნას შეამცირებს, გარდა ამისა არავინ იცის მაგრამ ქვეყანაში დაახლოებით 50 000-მდე მოპედია და როგორ აპირებენ ყველა ამ მოპედის რეგისტრაციას არავინ იცის. ეს საკმაოდ რთული პროცესი იქნება და დიდი შეფერხებები მოჰყვება დაწყებული საკურიერო სერვისიდან დამთავრებული სხვა რაღაცებით“, -  აღნიშნა გიორგი პოპორაძემ.

 

რაც შეეხება მართვის მოწმობის ნაწილს, პოპორაძე აღნიშნავს რომ სკუტერები საგზაო მოძრაობის ნაწილია და მათი სიჩქარე ზოგ შემთხვევაში 60 კილომეტრ საათსაც აღწევს, შესაბამისად საგზაო მოძრაობის  წესების  ელემენტარული ცოდნა აუცილებელი უნდა იყოს.

 

„ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ამ, საკითხს ინდივიდუალურად უყურებენ, მაგალითად იტალიაში საგზაო მოძრაობის წესებს სკოლიდანვე  ასწავლიან და 16 წლიდან AM კატეგორიის მართვის მოწმობას აძლევენ, რაც ყველაზე ელემენტარულია რაც  შეიძლება, რომ ახალგაზრდამ აიღოს და მოძრაობის ნაწილში მეტ-ნალებად ჩაერთოს, შემდეგ უკვე  სურვილისამებრ მათ შეუძლიათ ამ კატეგორიის  გაზრდა, რეალურად ამ პროცესში გამოცდილებასაც იღებენ. ჩვენ კომპანიაში ვცდილობთ, რომ ეს პრაქტიკაც დავნერგოთ და ახალგაზრდებს დაბალი ძრავის მქონე მოპედებით დავაწყებინოთ სიარული. გარდა ამისა არც ერთ შემთხვევაში არ ხდება 16 წლამდე ბავშვზე სკუტერის მიყიდვა, თუმცა  დღეს  სკუტერზე დაჯდომა ძალიან მარტივია , ხშირია მოპარვის შემთხვევებიც და ასევე არის  შემთხვევები, როდესაც  12-13 წლის ბავშვები მოპედებით გადაადგილდებიან და მათ საგზაო მოძრაობაზე  წარმოდგენაც  არ აქვთ“, -  აღნიშნა გიორგი პოპორაძემ.

 

თაკო კვაჭანტირაძე

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up