ტურიზმის ინდუსტრია პრაქტიკულად თავიდანაა ასაწყობი -  შალვა ალავერდაშვილი

ტურიზმის ინდუსტრია პრაქტიკულად თავიდანაა ასაწყობი - შალვა ალავერდაშვილი

access_time2021-06-20 10:00:53

სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა ტურიზმის სექტორში პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა 2008–09 წლების პერიოდს შეადარა. მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ძალიან არაპროგნოზირებადი მდგომარეობაა და საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა მიზერულია. შალვა ალავერდაშვილი სექტორის გამოცოცხლებისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღებას აუცილებლად მიიჩნევს. ამის შესახებ ასოციაციის დამფუძნებელმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ისაუბრა.


„ამ ეტაპისთვის ჩვენ საზღვარი გავუხსენით აზერბაიჯანს, მაგრამ აზერბაიჯანს ჩვენთვის საზღვარი არ გაუხსნია. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა თავის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დონე განსაკუთრებით დაბალია. შესაბამისად, ამ ეტაპზე ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში ძალიან დაბალია. დღესდღეობით ჩვენთან ტურისტები შემოდიან ბელარუსიდან, უკრაინიდან და არაბული ქვეყნებიდან, რაც 2019 წლის ნიშნულთან შედარებით ზღვაში წვეთია.

რეგიონის სასტუმროების თითქმის 90% ადგილობრივ ტურისტებზე არის დამოკიდებული, რაც გვახარებს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები საქართველოში დასვენებას მიეჩვივნენ და ეს ძალიან კარგია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეგიონალური სასტუმროები კარგად არიან,  ფასები 2019 წლის ფასებთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, მით უმეტეს რომ ლარი გაუფასურებულია“, -  აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.

 


ალავერდაშვილის თქმით ტურიზმის აღდგენისთვის ვაქცინაცია ძალიან აქტუალურია და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი  ანტივაქსერია, აღსანიშნავია, რომ  ტურიზმის სექტორის 60-70%  ვაქცინაციის პროცესისთვის მზად არის.


 

„ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში ძალიან დაბალია და ეს განსაკუთრებით ევროპული ქვეყნებიდან ტურისტების შემოდინებაზე ძალიან აისახა, ჩვენ წინ ვერ წავალთ თუ ვაქცინას არ გავიკეთებთ და ჩვენი ქვეყნისთვის ტურუსტული სექტორის აღდგენა წარმოუდგენელი იქნება, თუ ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი ერთნიშნა ნიშნულზე დარჩება“, -  განმარტა შალვა ალავერდაშვილმა.


 



ალავერდაშვილი ამბობს, რომ  კერძო სექტორი მთელი მისი არსებობის მანძილზე საგადასახადო პოლიტიკის გამარტივებას ითხოვს და მაშინ, როდესაც ისედაც დაქცეული სექტორი ფეხზე დგება, გარკვეული შეღავათები კარგი იქნებოდა.



„სახელმწიფოსაც აქვს თავისი ვალდებულებები და სახელმწიფოსაც არ შეუძლია ასე  ერთი ხელის მოსმით შეღავათების გაცემა, ეს მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს და ჩვენ პერმანენტულად ველაპარაკებით სახელმწიფოს  წარმომადგენლებს და ამაზე მსჯელობა სულ მიმდინარეობს. სექტორი თანდათანობით ფეხზე დგება, აქამდე საერთოდ გაყინული იყო და ახლა როდესაც სექტორის  წარმომადგენლების  ნაწილი თავის შენახვისთვის სახსრებს გამოიმუშავებს, ყველას ჰგონია, რომ ეს ძალიან კარგია.

რაც შეეხება პერსონალს და დასაქმებულ ადამიანებს, ამ მიმართულებით თბილისში სავალალო მდგომარეობა გვაქვს, რესტორნებმა და სასტუმროებმა ერთბაშად უამრავი კადრების აყვანა გადაწყვიტეს, რადგან გამოცდილი კადრები გადაკვალიფიცირდენენ და მუშაობა სხვა სექტორში დაიწყეს, რომელთა დაბრუნებაც უკვე შეუძლებელია.

ჩვენ ვართ 2008-2009  წლის დონეზე სადაც თავიდან უნდა დავიწყოთ ინდუსტრიის აწყობა, ვერ ვიტყვით რომ სამუშაო ადგილები არ არის,  ბევრი  სამუშაო ადგილია, უბრალოდ ის რაც  ჩვენ გვქონდა, რისთვისაც ჩვენ წლები ვმუშაობდით და ბევრი ტრენინგები გვქონდა გავლილი, იმის დაბრუნება  რთულია“, -  აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.



ალავერდაშვილის  თქმით სასტუმროების და რესტორნების სექტორში  სახელფასო ზღვარმა აიწია, თუმცა  ადამიანები ტურიზმის სექტორს აღარ ენდობიან და ეშინიათ, რომ პანდემიის ახალი ტალღის შემთხვევაში კვლავ უმუშევრები დარჩებიან.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up