„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ,რომ ყველა იყოს დასაქმებული, თუნდაც ხუთი დღე კვირაში“

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ,რომ ყველა იყოს დასაქმებული, თუნდაც ხუთი დღე კვირაში“

access_time2019-12-14 10:00:30

„ნებისმიერი წარმატებული კომპანიისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღევანდელი მენეჯმენტი ხვდება,რომ კმაყოფილი დასაქმებული ნიშნავს, კმაყოფილ მომხმარებელს. ამ მიმდგომით მიმდინარეობს ის სამუშაოები,რაც შემდგომში ქმნის ღირსეულ და კომფორტულ სამუშაო გარემო პირობებს“–ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ „ეიჩარ პროფესიონალთა გილდიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლილი ბიბილაშვილმა და „დიო“-ს გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა ოთხდღიან სამუშო კვირის შესახებ ინიციატივის განხილვისას ისაუბრეს.


ირმა დაუშვილის განცხადებით, კომპანია „დიო“ 23 წელია საქართველოს ბაზარზეა, გუნდში არიან ადამიანები,რომლებიც 22 წელია მუშაობენ. „ეს კი იმედს გვაძლევს,რომ კომპანია პირველ რიგში, სტაბილურობის შეგრძნებას ტოვებს დასაქმებულებში. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ინფრასტრუქტურასთან, კომფორტულ პირობებთან ერთად. ჩვენ ვზრუნავთ,რომ ყოველთვის განახლებული იყოს თანამედროვე ინვენტარით ჩვენი საოფისე ფართი. ამასთანავე, ვზრუნავთ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მაღალკვალიფიციური თანამშრომლების შემოერთებაზე“–აღნიშნავს დაუშვილი.


მისივე განმარტებით, კომპანიის წარმატებისთვის ასევე მნიშვნელოვანია მენეჯმენტსა და დასაქმებულს შორის ურთიერთდამოკიდებულება.„გვინდა,რომ ეს დამოკიდებულება ნდობაზე იყოს აგებული. ვცდილობთ თანამშრომლებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, არ ვნერგავთ შიდა კონკურენციას და გვინდა მათ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ,“- ამბობს ირმა დაუშვილი.


მისი აზრით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს სახელფასო კომპონენტში ცვლილებებს, რაც ინფლაციის პირობებში, რთულად განსახორციელებელია.


„ჩვენი კომპანიის ხელფასები გათანაბრებულია ბაზარზე არსებულ საშუალო ხელფასთან და ზოგ პოზიციაზე შეიძლება უფრო მაღალიც იყოს. თუმცა,როდესაც ხელფასების მომატებაზე მიდის საუბარი, ჩვენი კომპანიის მაგალითზე,რომელიც უშვებს პროდუქციას, რთულდება ამ საკითხზე საუბარი, განსაკუთრებით თუ მოსახლეობა არ არის მსყიდველუნარიანი. ინფლაციის პარალელურად, გაძვირდა პროდუქტი, ჩვენი კომპანია იმპორტზეა დამოკიდებული, მარჟები ძალიან შეგვიმცირდა,“- ამბობს ირმა დაუშვილი.



რაც შეეხება ინიციატივას 4 დღიანი სამუშაო კვირის შესახებ, დაუშვილი აცხადებს,რომ უფრო მოკლე სამუშაო კვირაში დამსაქმებელი დასაქმებულისგან მეტ შედეგსა და პროფესიონალიზმს ელის.


იძულებითი ფორმა ყოველთვის უკურეაქციას იწვევს, საჭიროა საინფორმაციო სამუშაოები ჩატარდეს,სანამ სახელმწიფო რაიმეს დანერგავს. ჩვენ გვაქვს წარმოება და ვემსახურებით მოსახლეობას. 4 დღიანი სამუშაო გრაფიკი ჩვენთვის მოუხერხებელი მგონია, მაღალტექნოლოგიური წარმოება საქართველოში ჯერჯერობით არ არის,საუბარია, ძალიან ძვირადღირებულ დანადგარებზე, საქართველოს ბაზარი კი ამისთვის მზად არ არის.


4 დღიანი სამუშაო გრაფიკი მოიცავს გაზრდილ მოთხოვნას თანამშრომლის კვალიფიკაციასა და დროის მენეჯმენტთან დაკავშირებით. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ პროფესიულ განათლებაზე. პროფესიულ სასწავლებლებს დღეს ძალიან სჭირდებათ დახმარება, მიდის ამ მიმართულებით მუშაობა, თუმცა, ნელი ტემპით. უნდა აიწიოს განათლების დონე და საზოგადოების შინაგანი კულტურა, პასუხისმგებლიანად უნდა მოვექცეთ სამუშაოს,როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის მხრიდან, მივეჩვიოთ იმას,რომ სახელმწიფო არ არის განცალკევებული სტრუქტურა, სახელმწიფო ვართ ჩვენ, უნდა მოხდეს მენტალური ცვლილებები. რეგიონებში ხალხი არცერთი დღე არ მუშაობს, ეს უფრო დიდი პრობლემა მგონია. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ,რომ ყველა იყოს დასაქმებული თუნდაც, ხუთი დღე კვირაში.“- ამბობს ირმა დაუშვილი.


როგორც ცნობილია,იაპონიაში, კორპორაცია „Microsoft“- ში სიახლის დანერგვას ცდილობენ. ექსპერიმენტი ოთხდღიან სამუშაო კვირას გულისხმობს, შედეგად თანამშრომლების პროდუქტიულობა და გაყიდვები დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. ოთხ დღიანი სამუშაო კვირის შემოღების შემდეგ, ოფისში ელექტროენერგიის ხარჯი 23%-ით, ხოლო ქაღალდის 59%-ით შემცირდა.


ნათია კეკენაძე 





„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა
access_time2020-01-18 16:00:28
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში 275.8 ათასი ლარის საწვავი დახარჯა, მათ შორის 16.3 ათასი ლარი მერის წარმომადგენლების ავტომანქანებისთვის საწვავზე გაწეულმა ხარჯმა...

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა
access_time2020-01-18 15:00:57
ის­ტო­რია ინა­ხავს გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბები რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეს. თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმეტესი ნა­წი­ლის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექიმ­მა-კოს­მე­ტო­ლოგ­მა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის...

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ
access_time2020-01-18 13:00:19
World Economic Forum ყოველი ახალი წლის იანვარში სამომავლო რისკების ანგარიშს წარადგენს ხოლმე. წელს ისე მოხდა, რომ გლობალური რისკების ტოპ 5-ივე ადგილი გარემოს თემატიკამ შეავსო. მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის პრეზიდენტმა ბურჯ ბრენდემ თქვა: ”პოლიტიკური ლანდშაფტი პოლარიზებულია, ზღვის დონე იზრდება, კლიმატის ცვლილების შედეგად კი მომრავლდა ხანძრები. ეს არის წელი, როდესაც მსოფლიო ლიდერებმა უნდა იმუშაონ საზოგადოების ყველა სექტორთან, რათა გააძლიერონ თანამშრომლობის სისტემები, არა მხოლოდ მოკლევადიანი...

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?
access_time2020-01-18 12:00:04
თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული ავიალაინერის შავი ყუთის გაშიფრვა გრძელდება. Boeing 737-800-ზე თავდასხმის საქმის გამოძიებაში ყველა ის ქვეყანა მონაწილეობს, რომლის მოქალაქეებიც 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ეგრეთ წოდებული შავი ყუთების გაშიფრვას ირანელი და უკრაინელი ექსპერტები ცდილობენ. ორივე ბორტჩამწერი ძლიერად არის დაზიანებული. ამიტომ, თუ მათზე ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვა ვერ მოხერხდა, შესაძლოა ირანს შავი ყუთების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა მოუწიოს. მაგალითად, კანადასა და...


მსგავსი სიახლეები

up