„ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩინეთის ბაზარზე ქართულ ღვინოს ადგილი საშუალო და მაღალ სეგმენტში დავუმკვიდროთ"

„ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩინეთის ბაზარზე ქართულ ღვინოს ადგილი საშუალო და მაღალ სეგმენტში დავუმკვიდროთ"

access_time2017-05-11 10:00:56

საპარტნიორო ფონდი ღვინის კომპანიებს ექსპორტში დახმარებას სთავაზობს. ჩინეთის ბაზარზე ქართული წარმოების ღვინის ექსპორტის გაზრდის მიზნით, ფონდის ხელმძღვანელი ადგილობრივ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საქპატენტში უკვე შეხვდა. როგორ აპირებს საპარტნიორო ფონდი ღვინის ექსპორტის წახალისებას? თემაზე "კომერსანტთან" საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ნინო ჩოლოყაშვილი საუბრობს. 

 

„ჩინეთის ბაზარი ძალიან დიდია. ამ დროისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემებით 2016 წელს ჩინეთში იმპორტირებული ღვინის მოცულობის ღირებულებამ 2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანად მოხმარებული ღვინის მხოლოდ 20 პროცენტია. ეს მონაცემები კონცენტრირებული არის 4 დიდ ქალაქში და ყველა ეს ინფორმაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დარწმუნებით ვისაუბროთ ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზდის პერსპექტივაზე. აქედან გამომდინარე ფონდი დაინტერესდა ამ საკითხით. მას შემდეგ კი, რაც ჩვენმა ჩინელებმა პარტნიორებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო, გაჩნდა დაინტერესება მისი ჩინეთში იმპორტის შესახებ და გამოითქვა სურვილი, რომ ამ ყველაფერში შუამავლის როლი სწორედ საპარტნიორო ფონდს შეესრულებინა, - განაცხადა ჩოლოყაშვილმა.

 

– როგორც დავით საგანელიძემ მეღვინეებთან შეხვედრაზე განაცხადა, ეს ინიციატივა ჩინეთის მხარიდან წამოვიდა, სადაც გასულ წელს 5 მილიონი ბოთლი გავიდა. მსგავსი ინიცატივა მხოლოდ ჩინეთს შეეხება თუ სხვა ახალ ბაზრებზეც გავრცელდება?


– ჩინეთში გასულ წელს 5.000.000 ბოთლი ღვინო შევიდა და რა თქმა უნდა, ამაში ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს. ისინი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ ქართული ღვინის პოპულარიზაციასთვის მათ შორის, ამ ბაზარზე. სწორედ ასეთი ძალისხმევის წყალობით ჩინეთში ღვინის იმპორტის მხრივ საქართველო მე-11 ადგილს იკავებს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი პროცენტია ჩინეთში იმპორტირებული ღვინის მთლიანი მოცულობის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ კონტაქტებით, რაც ფონდს გააჩნია ჩინეთთან მიმართებაში, ეს იქნება სამთავრობო უწყებები, თუ ის კომპანიები, რომლებთანაც ყოველდღიურ რეჟიმში ვკონტაქტობთ, შესაძლებელი იქნება აღნიშნული მონაცემების გაზრდა. ამ მომეტისთვის ჩვენი ინიციატივა ჩინეთისკენ იქნება მიმართული, თუმცა სამომავლოდ შეგვიძლლია განვიხილოთ სხვა ქვეყნებიც.

 

– თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩინეთში ღვინის სმის კულუტრა ახლა იკიდებს ფეხს, რამდენად მაღალია ამ ბაზარზე ღვინის ფასი და რომელ საფასო სეგმენტშია ქართული ღვინო ან რა პერსპექტივა აქვს ამ კუთხით?



– ღვინის მოხმარების ზრდა ამ ქვეყანაში შთამბეჭდავი არის. ჩინეთი ნაკლებად არის ღვინის მომხმარებელი, თუმცა ეს ტენდენცია აქტიური ტემპებით მატულობს. მოსახლეობის მოცულობა, რომელიც ღვინოს მოიხმარს, იზრდება, მათ შორის ქართული ღვინის. აქედან გამომდინარე, პერსპექტივა ძალიან დიდია. საქართველოს და საპარტნიორო ფონდის როლი ძალიან დიდი უნდა იყოს სწორედ იმაში, რომ ჩვენ ვეცადოთ ქართული ღვინო რაც შეიძლება საშუალო და მაღალ სეგმენტში დავამკვიდროთ. ღვინის კულტურა ჩინეთში ახლა იკიდებს ფეხს. ეს ტრენდი მხოლოდ რამდენიმე პროვინციაში არის აქტუალური და ჩვენ უნდა ვეცადოთ გავაფართოვოთ მოხმარების არეალი და მოვიცვათ ჩინეთის ბაზრის უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი. შესაბამისად, ახლა რა სტრატეგიასაც აირჩევს საპარტნიორო ფონდი იქნება თუ საქართველოს მთავრობა, ან კონკრეტულად ღვინის კომპანიები ძალიან მნიშვნელოვანი განმაპირობებელი იქნება იმ სამომავლო წარმატების, რასაც ჩვენმა ღვინომ შეიძლება მიაღწიოს ამ ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენი როლიც ის იქნება, რომ ხელი შევუწყოთ კომპანიებს, რომ რაც შეიძლება უფრო მაღალ სეგმენტზე შევიდეს ათი ღვინო და წარმოდგენილი იყოს ისეთი ღვინოების გვერდით, როგორიც არის ესპანური ღვინო და თუნდაც ფრანგული ღვინო.

 


– აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით როგორია ჩვენი ღვინის მწარმოებლების დამოკიდებულება? რომელი კომპანიებია ჩართული და რამდენად არის შესაძლებელი სხვა კომპანიების ჩართვაც მოხდეს?


– ჩვენ გასულ კვირას გვქონდა ღვინის კომპანიებთან შეხვედრა. ჩვენ მივესალმებით ყველა კომპანიას, რომელიც დაინტერესდება ამ პროექტით, შესაბამისად, მოგვმართავს და შუამავლად გამოგვიყენებს ჩინეთის ბაზართან. ეს პროცესი არის ძალიან ღია. ჩვენ უახლოეს მომავალში დავაფუძნებთ კომპანიას, რომელიც იქნება ჩვენი შვილობილი კომპანია, იქნება პასუხისმგებელი ამ პროექტზე და პროცესზეც. შესაბამისად, მას ექნება კონტაქტი ყველა მსურველთან.

 

– სამომავლოდ კიდევ რა აქტივობები იგეგმება ჩინეთის მიმართულებით და როდის იგეგმება შვილობილი კომპანიის შექმნა?

 

– ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც კომპანიის დაარსება ძალიან მოკლე დროში მოხდება.


– რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ბრენდი, რომ ჩინურ ბაზარზე გავიდეს და როგორ ვართ დაზღვეულები ფალსიფიცირებისგან?

 

– კრიტერიუმები ამ დროისათვის ჩამოყალიბების ეტაპზე არის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ხარისხი, ფასი და გადახდის პირობები, რომელზეც შევთანხმდებით ამ კომპანიებთან. ეს არის მოლაპარაკების თემა თავად კომანიებთან, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კრიტერიუმები იყოს გამჭვირვალე, ყველა კომპანიისთვის, ვინც დაინტერესდება ამ პროექტში ჩართვით. ამ ეტაპზე მხოლოდ ჩინეთს ბაზარზე ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რადგან დაინტერესება სწორედ ჩინური მხარიდან წამოვიდა, თუმცა მომავალში ამ პროექტის წარმატების მიხედვით არ გამოვრიცხავთ, რომ სხვა ბაზრებზეც იყოს მსგავსი ინიციატივის განხორციელება.
რაც შეეხება ფალსიფიცირებას, აქ აუცილებად მინდა აღვნიშნო საქპატენტის ჩართულობას და მათ მხარდაჭერას ჩვენი პროექტის მიმართ. გეგმა, რომელიც საპარტნიორო ფონდს საქპატენტთან ერთად გააჩნია არის ის, რომ ბოთლებზე, რომელიც საქართველოდან ჩინეთში იქნება გატანილი დამატებითი ლოგოტიპი შემუშავდეს და იქნას დატანილი ამ ბოთლებზე, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ფალსიფიცირების რისკი ჩინეთში.

 

 

 



გია ჯოხთაბერიძეძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

გია ჯოხთაბერიძეძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
access_time2020-07-13 13:30:41
„მაგთიკომის“ დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. კომერსანტი  ჯოხთაბერიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „პარასკევს, 10 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკის საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი განიხილებოდა, მაგთიკომის დამფუძნებელმა, გია ჯოხთაბერიძემ, სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა, რომ ორმა უმსხვილესმა...

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა
access_time2020-07-13 11:30:32
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.  ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. იანვარ-ივნისში ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), იმპორტმა კი 3...

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...


მსგავსი სიახლეები

up