ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან და საჯარო მოხელეებისგან – მაია სანდუ

ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან და საჯარო მოხელეებისგან – მაია სანდუ

access_time2021-07-19 18:00:28

კორუფცია მოლდოვის საზღვრებს სცდება, ამიტომ გვჭირდება თქვენი დახმარება. ჩვენ გვჭირდება ევროპული ინსტიტუტების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დახმარება, იმიტომ, რომ ეს არის გლობალური და რეგიონალური ფენომენი, - ასე მიმართა მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, რომელიც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.


მოლდოვას პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მისი ქვეყნის, როგორც სამომავლო მისწრაფებებსა და პრიორიტეტებზე, ისე წარსულზე და აღნიშნა, რომ წარსულში ოლიგარქიულმა სისტემამ მოლდოვა ჩაითრია.


„მინდა, დავუბრუნდე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დასაწყისს და შეგახსენოთ, რომ იმ დროს, ჩემი ქვეყანა, მოლდოვა მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ ქვეყანაშიც და ევროკავშირის ინსტიტუტებშიც ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მოლდოვამ გააფორმა, ქვეყანა განვითარდებოდა, დემოკრატიული სისტემები მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ ჩამოყალიბდებოდა. თუმცა, მალევე, იმ „საპნის ბუშტმა“, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, საბანკო სისტემებში სხვა კრიზისებიც მოჰყვა. სამწუხაროდ, ამ კრიზისებმა, ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ქვეყანა ჩაითრია. მალევე, ჩემი ქვეყნის მოქალაქეები და ბრიუსელი აცნობიერებდნენ, რომ ჩვენ აღარ ვიყავით წარმატებული შემთხვევა. რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსია დემოკრატიისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის შესახებ ბრიუსელში მხოლოდ ლამაზ ანგარიშებში იგზავნებოდა. მოლდოვას უკვე აკლდა ის ძირითადი საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე. ქვეყანა ჩაეფლო იმ მორევში, რომელიც აღარ გვაძლევდა ევროკავშირთან ასოცირების შესაძლებლობის გამოყენების უფლებას. დასჯის ან სანქციების გარეშე მოლდოვამ დაკარგა რეპუტაცია. ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი“, განაცხადა მაია სანდუმ.



როგორც მან აღნიშნა, ცვლილებები, ბოლო წლების განმავლობაში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მოხდა და ხალხმა აირჩია დემოკრატია.


„ახლა, რადგან ამ დღის წესრიგში გვაქვს ევროკავშირის მხარდაჭერა, ახალი მთავრობა, ახალი უმრავლესობა პარლამენტში, ვალდებულია სწრაფად განახორციელოს დანაპირები. ჩვენ ვიმყოფებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. მოსახლეობის ნდობა უნდა აღვადგინოთ ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებში. ჩვენს ხალხს კვლავ უნდა დავაჯეროთ, რომ სახელმწიფო არსებობს და მუშაობს მათთვის, მოვახდინოთ ძლიერი ინსტიტუტების კონსოლიდაცია და დავიწყოთ იქიდან, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ხალხს - სამართლის უზენაესობა, ანტიკორუფციული ძალისხმევა.

ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან, კორუმპირებული საჯარო მოხელეებისგან, სამომავლოდ ეს არის ჩვენი ძალისხმევა. აქამდე მუშაობდა სქემები კერძო ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. ნაკლები ვისაუბროთ, მეტი ვაკეთოთ. ფუნქციონალური მთავრობა უნდა არსებობდეს ჩემს ქვეყანაში იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა იყოს მიღწული. დავარწმუნოთ მოლდოველები, რომ მომავალი შეიძლება სახლშიც და ევროკავშირშიც“, - განაცხადა მაია სანდუმ და აღნიშნა, რომ მოლდოვას ეროკავშირის იმედი აქვს.


ბათუმში 19 ივლისს დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“. შარლ მიშელის გარდა, კონფერენციის სტუმრებს შორის არიან მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.


ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up