ჩვენ უკეთესი სატარიფო შეთავაზებები გვაქვს - ელექტროსკუტერების ბაზარზე მაღალი კონკურენციაა

ჩვენ უკეთესი სატარიფო შეთავაზებები გვაქვს - ელექტროსკუტერების ბაზარზე მაღალი კონკურენციაა

access_time2020-10-01 12:00:17

„რაც  უფრო მეტი კონკურენტი გამოჩნდება ეს ჩვენთვისაც და ქალაქისთვისაც უფრო  კარგი იქნება , რადგან ქალაქს ველობილიკებიც ემატება და შედეგად ეკოლოგიური მდგომარეობაც გაუმჯობესდება“ - ასე  გამოეხმაურა ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისის „სქროლის“ ბიზნესგანვითარების მიმართულების ხელმძღვანელი დანიელ დოინიცინი  ბაზარზე  ორი კონკურენტის kicky-ს და „ტრენდის“ გამოჩენას.


ელექტროსკუტერების გაზიარების სისტემა „სქროლი“, დედაქალაქში კორონავირუსის პანდემიის პირობებში, პირველად 27 აპრილს გამოჩნდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გამო, ბევრისთვის სხვა ტრანსპორტის  ალტერნატივად იქცა.


დანიელ დოინიცინის თქმით, „სქროლი“ საქართველოში პირველი და ყველაზე მასშტაბური გაზიარების სერვისია და ლიდერ პოზიციებს დღემდე ინარჩუნებს.


„ჩვენ თავიდანვე ყველაზე მასშტაბური პროექტი  ვიყავით, საქართველოში ასეთი მასშტაბური გაზიარების სერვისი არასდროს ყოფილა, პირველები ჩვენ ვიყავით.  ამ მომენტისთვის ვინარჩუნებთ და მომავალშიც შევინარჩუნებთ ლიდერის  პოზიციას მიკრომობილობის ინდუსტრიაში.


ეს ორი კომპანია, „კიქი“ და „ტრენდი“  ჩვენი კონკურენტები არ არიან.  სავარაუდოდ,  კიდევ გამოჩნდებიან სხვა კონკურენტებიც, ეს ის სექტორია,  რომელსაც მომავალი  აქვს“ -  აღნიშნავს დანიელ დოინიცინი.


მანვე ხაზი გაუსვა, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს „სქროლის“ სერვისს და მათ ელექტროსკუტერებს აქტიურად იყენებენ ბათუმშიც, სადაც ამჟამად სატრანსპორტო გადაადგილება შეზღუდულია.



 „ჩვენ ფასი არ შეგვიცვლია  პირიქით, ლოიალობის პროგრამები დავამატეთ - ვინც  ხშირად მოიხმარს ჩვენს მომსახურებას, მათთვის  „სქროლით“ მოძრაობა უფრო იაფია. დავამატეთ ახალი ფუნქცია, რომ ერთი აპლიკაციით  მეგობრებთან ერთად იმგზავრონ“ -  აღნიშნავს დოინიცნი.


რას აკეთებს ამ მიმართულებით ბაზარზე „Kicky და შეძლებს თუ არა ის, თავისი სერვისებით კონკურენცია გაუწიოს უკვე კარგად დამკვიდრებულ „სქროლს“?


“Kicky” – ის დირექტორმა ნიკო პაპაშვილმა აღნიშნა, რომ თითქმის ნახევარი წელია რაც სკუტერები საქართველოში ჩამოიყვანეს, თუმცა გარკვეული შეფერხებების გამო ქალაქში მოგვიანებით გამოჩნდნენ. რაც  შეეხება კონკურენციას,  Kicky სკუტერების  გაზიარების სხვა კომპანიებს კონკურენტებად არ თვლის და მათ პარტნიორებს უწოდებს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში.


„სხვა კომპანიებს კონკურენტებს ვერ დავარქმევ, რადგან ერთ საქმეში ვართ ჩართულები და ერთი მიზანი გვაქვს.  რაც შეეხება მუშაობას, მე როგორც ვატყობ, თანაბრად ვმუშაობთ,  ყველას მოსწონს ეს სერვისი და  ყველას  თავისი მომხმარებელი  ჰყავს.“ -  აღნიშნავს ნიკო პაპაშვილი.  


კომპანია Kicky-ის ამ ეტაპზე 150 სკუტერი ჰყავს და ოქტომბრის ბოლომდე სკუტერების  რაოდენობის გაზრდას 300-მდე აპირებს. როგორც ნიკო პაპაშვილი ამბობს, პანდემიის გამო, სკუტერების შემოყვანა დროებით შეყოვნდა, რადგან ისინი ჩინეთიდან შემოჰყავთ და მწარმოებელსაც დაახლოებით 2 თვე სჭირდება პროდუქტის დასამზადებლად.


„ამჟამად  150 ცალი  სკუტერი გვყავს  და ოქტომბრის  ბოლოსკენ ველოდებით, რომ რაოდენობა 300-მდე გავზარდოთ. პანდემიიდან  გამომდინარე ხელი შეგვშალა, მწარმოებელიც  დატვირთულია, დაახლოებით 2 თვე სჭირდება დამზადებისთვის.


 მომხმარებელთა აქტივობით  კმაყოფილები ვართ,  გეგმებში  გვაქვს, რომ პირველ რიგში  ბათუმი და ქუთაისი დავამატოთ და შემდეგ პატარა  ქალაქების  დამატებასაც ვაპირებთ.“ - ნიკო პაპაშვილი.


ნიკო პაპაშვილმა „კომერსანტთან“ Kicky-ის ტარიფებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხმარებელს “scroll” - ისგან განსხვავებულ ტარიფებს სთავაზობს.


„ჩვენ ტარიფების უფრო დიდი არჩევანი გვაქვს, ვიდრე scroll- ს და ტრენდს,  ჩვენთან  წუთი 30 თეთრი ღირს, ასევე გვაქვს  საათობრივი პაკეტიც , საათი 15 ლარად.   ასევე, მას შემდეგ  რაც  დავამატეთ  გარბენის პაკეტი,  კილომეტრი ღირს 1 ლარი“ -  ნიკო პაპაშვილი.

 

თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up