„ჩვენ უფასოდ, გვაქვს საშუალება წელიწადში ერთხელ გავეცნოთ ჩვენს საკრედიტო ისტორიას და რეიტინგს“

„ჩვენ უფასოდ, გვაქვს საშუალება წელიწადში ერთხელ გავეცნოთ ჩვენს საკრედიტო ისტორიას და რეიტინგს“

access_time2019-11-06 15:30:34

ფინანსური განათლების პლატფორმა Edufin - ედუფინის და „კომერსანტის“ ტრადიციული რუბრიკაში ფინანსური მრჩეველი გიორგი კეპულაძემ საკრედიტო ისტორიის შესახებ ისაუბრა.


მისი განმარტებით, საკრედიტო ისტორია 21-ე საუკუნეში ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, საქართველოში, სადაც სესხის გარეშე ვერ გამოდის დროულად, ის, რაც გვინდა რომ მალე გამოვიდეს. საკრედიტო ისტორია აერთიანებს ნებისმიერი პიროვნების ისტორიას სესხების შესახებ. თუ კი ერთხელ მაინც გვქონია სესხი აღებული, ეს ჩვენს საკრედიტო ისტორიაში აისახება.


როგორც კეპულაძე განმარტავს, საკრედიტო ისტორია 7 წლის განმავლობაში ინახება, თუ ჩვენ საკრედიტო ისტორია „გაგვიფუჭდა“ ერთ ბანკში, ეს არ ნიშნავს იმას,რომ სხვა ბანკში სესხს მოგვცემენ. ჩვენი ისტორია ყველა კომერციული ბანკისთვისა და სესხის გამცემი სუბიექტისთვის ცნობილია. როგორც კეპულაძე განმარტავს, საკრედიტო ისტორიის არსებობა ცუდი ნამდვილად არ არის, ვინაიდან კრედიტ ინფო გვაძლევს საშუალებას, სესხი ავიღოთ 15 წთ-ში. საკრედიტო ისტორიის გაცნობა ძალიან მალე ხდება და სწორედ ასე დგინდება, როგორი მსესხებელია ადამიანი. ამდენად, ისტორიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სესხის გაცემის სიმარტივის თვალსაზრისით.


რაც შეეხება, ვადაგადაცილებებს. ეს ინფორმაცია 5 წლის შემდეგ იშლება, თუმცა არის შემთხვევები,რომ მალე შეიძლება წაიშალოს, მთავარია ბანკს დავუმტკიცოთ რომ ვადაგადაცილება დროებითი ან შემთხვევითი/სხვა ფაქტორებზე დამოკიდებული ამბავი იყო. კრედიტ ინფო სხვადასხვა ალგორითმების საშუალებით ადგენს ნებისმიერი ადამიანის საკრედიტო რეიტინგს და ეს რეიტინგი მიეწოდება გამსესხებელს.



რაც შეეხება შავ სიას, ეს ნეგატიური ჩანაწერებია, შეიძლება ამოწურული იყოს პრობლემა და დავალიანება დაფარული, თუმცა ეს ჩანაწერი მაინც არსებობს, რადგან კომერციულ ბანკს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ამ შემთხვევის შესახებ.


ამდენად, მნიშვნელოვანია ჩვენი საკრედიტო ისტორია იყოს გამართული და საათივით აწყობილი. უნდა ვიცოდეთ ისიც,რომ ჩვენ ყველას, სრულიად უფასოდ, გვაქვს საშუალება წელიწადში ერთხელ გავეცნოთ ჩვენს საკრედიტო ისტორიას და რეიტინგს. ამისთვის, უნდა მივიდეთ კრედიტ ინფოს საქართველოს ოფისში და პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მოგვცემენ ჩვენს საკრედიტო ისტორიას. მათ ასევე აქვთ სხვა ფასიანი პროდუქტები, შეგვიძლია ჩვენს ისტორიას ყოველდღიურადაც გავეცნოთ. არსებობს ასევე mycredit info, სადაც შეგვიძლია ვნახოთ,თუ რომელმა ბანკმა შეამოწმა ჩვენი საკრედიტო ისტორია. ამ სიებს ხშირად ნახულობენ ბანკები, კარგ მსესხებლებს უგზავნიან მესიჯებს და სთავაზობენ სხვადასხვა სესხს. ამიტომ, თუ თქვენ მოგდით ბანკის მესიჯები სესხის დამტკიცებასთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს იმას,რომ თქვენი საქმე კარგად არის. თუმცა, სანამ სესხს ავიღებთ კარგად უნდა დავფიქრდეთ, ნამდვილად გვჭირდება თუ არა ის და შევძლებთ, თუ არა ჩვენი შემოსავლებით მის დაფარვას,“ - ამბობს გიორგი კეპულაძე.


ნათია კეკენაძე 




ლარი მყარდება -Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე  1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება
access_time2019-12-10 14:10:15
დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 14:00 საათისთვის ლარი 2,8800 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 9  დეკემბრის  დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9446 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2606 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2,8600...

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა
access_time2019-12-10 11:30:00
10 დეკემბრიდან, დეველოპერული კომპანია „m2 დეველოპმენტი“, ახალ აქციას იწყებს და საახალწლო საჩუქრების თვეს აცხადებს. აქცია მშენებარე უბან m3 საბურთალოს ეხება, ბინის ყველა მყიდველი კი დაწესებული სამი საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს. აქციის მონაწილე მომავალი მობინადრეები შეძლებენ აირჩიონ: • ორკაციანი საგზური კუნძულ ბალიზე. (საგზური მთლიანადაა დაფინანსებული და მოიცავს სრულ პაკეტს)• საოჯახო ტექნიკა. (კომპლექტში შედის საუკეთესო ბრენდების ყველა აუცილებელი...

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები
access_time2019-12-10 13:30:53
2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობას 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით შეისწავლა ამ თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობა, ასევე, მათ მიერ საკუთარი ბიზნესინტერესების სავალდებულო გამჟღავნების პრაქტიკა და გარკვეული...

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება
access_time2019-12-10 12:10:27
დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მეგზევის პროფესიული დღის აღნიშვნის ღონისძიება იმართება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, 2019 წელს განხორციელებული სამუშაოებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მიმდინარე წელს აქტიურად მიმდინარეობს...

„ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“

„ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“
access_time2019-12-10 10:00:33
„ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“, - ასე აფასებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი საპენსიო სააგენტოს უკვე ყოფილი დირექტორის, ლევან სურგულაძის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. როგორც ცნობილია,სურგულაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა გუშინ დატოვა და განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის ილოცებს. ირაკლი ყიფიანმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სააგენტო...


მსგავსი სიახლეები

up