ჩვენ თუ სწორ რეგულირებას მოვახდენთ, ახალი თაობები მაინც აღარ დაიწყებენ თამაშს - გიორგი კაპანაძე ონლაინ კაზიონების რეგულაციაზე

ჩვენ თუ სწორ რეგულირებას მოვახდენთ, ახალი თაობები მაინც აღარ დაიწყებენ თამაშს - გიორგი კაპანაძე ონლაინ კაზიონების რეგულაციაზე

access_time2021-11-26 00:00:00

ჩვენ თუ სწორ რეგულირებას მოვახდენთ ახალი თაობები მაინც აღარ დაიწყებენ თამაშს - ასე აფასებს აფბას ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე პრემიერის ინიციატივას ონლაინ კაზინოების აკრძალვასთან დაკავშირებით. როგორც კაპანაძემ „პალიტრანიუსის გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ზედმეტად მკაცრი იყო, თუმცა იდეას, რომ ონლაინ კაზინოების შეზღუდვა მოხდეს, ეთანხმება.



„დაახლოებით 10 წლის განმავლობაში სათამაშო ბიზნესმა ძალიან ბევრი ადამიანი ჩაითრია, მათ შორის, არასრულწლოვნები. რასაკვირველია რეგულაციების დაწესება ამ პრობლემის რეფლექსურად აღმოფხვრას ვერ შეძლებს, ამას დასჭირდება 1-2 წელი მაინც, თუმცა ჩვენ თუ სწორ რეგულირებას მოვახდენთ ახალი თაობები მაინც აღარ დაიწყებენ თამაშს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს მხოლოდ განცხადებად არ დარჩება და პარლამენტში ბარიერები არ შეექმნება.



გამომდინარე აქედან, ის ინიციატივები, რაც პირველ ეტაპზე გაჟღერდა:დაბეგვრის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, ასაკობრივი ცენზი და მკაცრი კონტროლი - ამ მიმართულებით მთავარი პრობლემაა და ვეთანხმები, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ამ განცხადებებში ზედმეტი სიმკაცრე იყო“, - განაცხადა „საქმეში“ კაპანაძემ.




კაპანაძე ასაკობრივ ზღვარზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ ცენზი არა 25 წლიდან, არამედ 21 წლიდან უნდა დაწესდეს.


„ამასთან, რეკლამების აკრძალვის მაგივრად, უნდა მოხდეს მაქსიმალური შეზღუდვა. დაბეგვრა კი აუცილებლად გასაზრდელია. წლიდან წლამდე მოთამაშეების რიცხვი სულ უფრო მეტია, აღნიშნული ბიზნესი კი სულ უფრო მაღალი ბრუნვის მაჩვენებელზე გადის. 32-მილიარდიანი ბრუნვის პირობებში მათ გადახდილი აქვთ ბიუჯეტში 300 მილიონი ლარი. სასაცილოა ასეთ თანხებზე საუბარი, რადგან ნებისმიერი სხვა ბიზნეს სექტორი გაცილებით მაღალ გადასახადს იხდის ბიუჯეტში.



შესაბამისად სათამაშო ბიზნესი არის სექტორი, რომელიც დამატებით ღირებულებას ყველაზე მცირე რაოდენობით ქმნის ეკონომიკაში და იქ მოგებული თანხები პირდაპირ მიედინება ადამიანთა ჯიბეებში,“ - ამბობს გიორგი კაპანაძე.


bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up