„ჩვენ თავის სამართლებელი არაფერი გვაქვს“

„ჩვენ თავის სამართლებელი არაფერი გვაქვს“

access_time2017-08-31 12:50:56

სტიქიასთან ბრძოლაში, ქვეყნის მზადყოფნაში მოსაყვანად, მთავრობა სისტემურ ცვლილებებს  გეგმავს. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ კრიზისების მართვის საბჭოს სტრუქტურა დღევანდელ გამოწვევებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს.

 

როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, გლობალური დათბობის პირობებში, ნებისმიერი ქვეყანა მზად უნდა იყოს გამოწვევებისთვის, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და კრიზისების საბჭოს განახლებას. „პირველივე დღიდან, როდესაც აბასთუმნის ცეცხლი ჩაქრება, ჩვენ ამ საკითხებზე მუშაობა მოგვიწევს. წელს რაც შესაძლებელი იქნება და ალბათ, უფრო მომავალი წლის ბიუჯეტში, საჭირო იქნება ამ რესურსის გამოყოფა და ამავე დროს, გასატარებელი იქნება ის სისტემური ცვლილებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მოიყვანს გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის მზადყოფნაში ასეთი ტიპის გამოწვევებთან. ეს არის აუცილებელი. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ამის ძალა შეგვწევს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


რატომ მიმართა საქართველოს მთავრობამ ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისათვის ოკუპანტ ქვეყანას? - პრემიერმინისტრმა დღეს ამ კითხვასაც უპასუხა. გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში დახმარების თაობაზე რუსეთისთვის თხოვნის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს „სამარცხვინოს“ უწოდებს. პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლებას ამ მიმართულებით „თავის სამართლებელი არაფერი აქვს“.



„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეზობელ ქვეყნებს იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღეს წაღვერის სტიქიის დაძლევაში, ესენი არიან თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი. ეს ოთხი ქვეყანა მონაწილეობდა უშუალოდ, მაგრამ ერთი რაღაც გამოჩნდა, რომ რაოდენ კარგადაც არ უნდა იყოს ერთი კონკრეტული ქვეყანა მომზადებული ასეთი სტიქიისთვის, რა თქმა უნდა, რეგიონალური ჩართულობა არის აუცილებელი. უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ, რუსეთის შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით. არ მინდა მწვავე გამოთქმები ვიხმარო, მაგრამ სამარცხვინოა ის, რაც მე მოვისმინე. ჩვენთვის უპირველესია ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და, რა თქმა უნდა, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს არ მაქვს უფლება, რეზერვში არ მქონდეს ყველა შესაძლო საშუალება. საშიშროება იმისი, რომ სტიქიას უფრო მეტი მასშტაბი მისცემოდა, იყო აბსოლუტურად რეალური.

 

მთავრობას გააჩნია გაცილებით უფრო მაღალი დონის პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენი მოქალაქის, მისი ქონების, მისი სიცოცხლის დაცვის კუთხით და, რა თქმა უნდა, ჩვენ ღირსეულად მოვიქცევით ყოველ ასეთ შემთხვევაში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up