„ჩვენ შევეცდებით, ავუხსნათ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო იმსახურებს უფრო მეტს“

„ჩვენ შევეცდებით, ავუხსნათ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო იმსახურებს უფრო მეტს“

access_time2022-06-23 12:00:00

როგორც კი დასრულდება, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება როგორც კი იქნება მიღებული და ისინი დაამტკიცებენ ევროკომისიის რეკომენდაციებს, ჩვენ დასაკარგი არ გვაქვს არც ერთი დღე. უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ, გონივრულად ამ რეფორმების განხორციელება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


პრემიერის თქმით, როცა მთელი მსოფლიო სამწუხაროდ, ვერ აჩერებს ომს და ეს პატარა ქვეყანა გინდა, რომ ჩართო პროვოკაციაში და ჩართო ომში, ეს არის მტრობა და ღალატი ქვეყნის და ხალხის, რისთვისაც ყველა აგებს პასუხს.



„მეორე მცდელობა იმისა, რომ საქართველო რამენაირად ჩართულიყო ამ დამანგრეველ ომში, უკრაინის ომში და გამოვიდა ბრძენი რომანი და ესეიგი მისი პროგნოზები არ გამართლდა. ხედავთ, რომ ომის შეჩერება დღეს ვერ ხერხდება სამწუხაროდ, საუბედუროდ. ყოველ დღე ათასობით ადამიანი იღუპება, ინგრევა ქალაქები და 20% უკრაინის უკვე არის ოკუპირებული, დაპყრობილი აქვს რუსეთს. როცა მთელი მსოფლიო ამ პროცესს, სამწუხაროდ, ვერ აჩერებს, ეს პატარა ქვეყანა გინდა, რომ ჩართო პროვოკაციაში და ჩართო ამ ომში, ეს რა თქმა უნდა არის მტრობა და არის ღალატი ჩვენი ქვეყნის და ხალხის, ამიტომ ყველა აგებს პასუხს ამ ღალატისთვის. ქვეყანაში არ იქნება ომი, არ იქნება არც მეორე, არც მესამე ფრონტი. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება და ამ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენ დავიცავთ ყველა საშუალებით. ეს არს ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიცია და ნურავის ექნება რაიმე ილუზია, მეგობრებო, ცეცხლს ეთამაშებიან. ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ჩვენ ახლა გვჭირდება მობილიზება, მთავრობასა და პარლამენტს ერთად, რომ როგორც კი დასრულდება, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება როგორც კი იქნება მიღებული და ისინი დაამტკიცებენ ევროკომისიის რეკომენდაციებს, ჩვენ დასაკარგი არ გვაქვს არც ერთი დღე. უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ, გონივრულად ამ რეფორმების განხორციელება. რა თქმა უნდა ჩვენ ილუზია არ გვაქვს, რომ პოლარიზაციის დასრულებას შევძლებთ, ვინაიდან ვუყურებთ, რომ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია და პოლარიზება მუდმივად. აქვე მინდა აღვნიშნო გულისტკივილით, რომ სწორედ რომ გაეთვალისწინებინათ ევროპელებს, რომ კანდიდატის სტატუსის არ მოცემა დათქმებით არა თუ დაასრულებდა პოლარიზებას, არამედ პირიქით უფრო გააღრმავებდა, ალბათ უკეთესი იქნებოდა, თუმცა ჩვენ შევეცდებით, ავუხსნათ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო იმსახურებს უფრო მეტს, იმსახურებს მშვიდობას, განვითარებას კეთილდღეობას და ვერაფერს დააკლებენ ვერც შიდა მტრები, ვერც გარე მტრები, ჩვენი ერი არის ბრძენი ხალხი, ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია, მშვიდობა გვჭირდება, სტაბილურობა, განვითარება გვჭირდება და ჩვენი საერთო მიზნის, საერთო ოცნების ახდენა, ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. აი, ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ეროვნული იდეა და მიზანი, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ და არა დავხლიჩოთ და მათ მსგავსად ტერიტორიები გადავცეთ ოკუპანტებს,“ - განაცხადა პრემიერმა.






საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამოვრიცხავთ - IMF

საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამოვრიცხავთ - IMF
access_time2022-07-07 18:00:00
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ფონდის ახლო აღმოსავლეთის ხელმძღვანელმა ჯიჰად აზურმა გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ IMF-მა საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი 5.5%-დან 3.2%-მდე შეამცირა, თუმცა ჯიჰად აზური არ გამორიცხავს, რომ ფონდმა...

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2022-07-07 17:30:45
ეროვნული ბანკის მიერ 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9119 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.96%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8850 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.28 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი...

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“
access_time2022-07-07 15:44:18
„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“ — ამ სიტყვებით მიმართა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის გააკეთა. „ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი...

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს
access_time2022-07-07 15:00:00
2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა. გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა: ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94...

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა
access_time2022-07-07 12:25:56
არქის დიდი ოჯახის საზეიმო ღონისძიება, მცხეთაში გაიმართა, სადაც სპეციალურად არქელებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და ვახშამი მოეწყო. საღამოს წამყვანი, არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე გახლდათ, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ ზრუნავდა. არქელების პირველ საზეიმო ღონისძიებას  ექვსი საცხვრებელი სახლის მაცხოვრებელი ესწრებოდა.   “არქიში წლებია, რაც სხვადასხვა დღესასწაულს არქელები ერთ დიდ ოჯახად აღვნიშნავთ. დღევანდელი ღონისძიების...


მსგავსი სიახლეები

up