ჩვენ შევძელით სხვებთან შედარებით სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენი რესურსის გათვალისწინებით ვყოფილიყავით ყველაზე ეფექტურები

ჩვენ შევძელით სხვებთან შედარებით სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენი რესურსის გათვალისწინებით ვყოფილიყავით ყველაზე ეფექტურები

access_time2020-05-27 14:35:06

„სახელმწიფოები ყალიბდებიან სწორედ მსგავსი გამოწვევების პირობებში, რამდენად ერთიანად და რამდენად ეფექტურად შეძლებენ რომ პასუხი გასცენ მსგავს გლობალურ გამოწვევებს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანამ მსოფლიოში შექმნილი კრიზისი უნდა გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა და ამისთვის კი გახარიას განმარტებით ყველაფერი მზადაა.



„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვართ გარდამავალი ეკონომიკა, ჩვენი ეკონომიკა არის საკმაოდ სუსტი მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი და ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები იყო ძალზე შთამბეჭდავი ძალზე დამაიმედებელი და ამას მე არ ვაბობ, ამას საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ. ეს კრიზისი ჩვენთვისაც და მოქალაქეებითვისაც იყო მოულოდნელი, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სახელმწიფოს, მოქალაქეს, ბიზნესს, კომპანიას, ორგანიზაციას, მათ შორის, შეუძლია ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა რეალურად ამისთვის ყველაფერი არის მზად.




რეალურად ჩვენ შეგვიძლია, რომ ის მენეჯმენტის მეთოდები, სწრაფი აქტიური ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით გამოვიყენოთ არა მხოლოდ იმაში, რომ თვითკმაყოფილები ვიყოთ ან ის ხარვეზები ვერ დავინახოთ რომელიც რა თქმა უნდა იყო ყველა ინსტიტუტში და სისტემაშია, არამედ გავაძლიეროთ ინსტიტუტები, გამოვიყენოთ ეს სამი თვე იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სისტემა, გავაძლიეროთ ჩვენი ლაბორატორიების ქსელი, გავაძლიეროთ ჩვენი სამშენებლო სექტორი, გავაძლიეროთ ჩვენი ფინანსური სექტორი, ეს ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გლობალურ კონკურენციაში როდესაც გაჩნდება ვაქცინა, როდესაც მსოფლიო იქნება უკვე სხვა, როდესაც ყველა დაითვლის აბა ვინ რა შედეგებით გამოვიდა კრიზისისდან საქართველოს საშუალო განვითარების იმ დონიდან, როდესაც შევედით კრიზისში რამდენიმე საფეხურით ვიყოთ უფრო წინ. ეს მხოლოდ ჩვენი შესაძლებლობა არ არის, ეს არის ჩვენი ვალდებულება, ჩვენ ამ ვალდებულებიდან გამომდინარე ვდგამდით და ვდგამთ უაღრესად ფრთხილ ნაბიჯებს რამეთუ გვესმის ამ პასუხისმგებლობის მნიშვნელობა არა ერთმანეთის წინაშე, არამედ პირველ რიგში ქვეყნის წინაშე, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქის წინაშე და პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე.



საბოლოოდ მინდა გითხრათ, რომ ეფექტური სახელმწიფოები ყალიბდებიან სწორედ მსგავსი გამოწვევების პირობებში, რამდენად ერთიანად და რამდენად ეფექტურად შეძლებენ, რომ პასუხი გასცენ მსგავს გლობალურ გამოწვევებს. ეს არის საქართველოს კრიზისი, ეს არ არის რომელიმე რეგიონის კრიზისი, ეს არის გლობალური  და ეს არ არის კრიზისი, რომელიც დამთავრდა და ეს არის კრიზისი, რომელიც არავინ არ იცის როდის დამთავრდება, ამიტომ როგორი იქნება ჩვენი პასუხი კრიზისზე ეს თითეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კინკლაობას ურთიერთგადაბრალებას, რაღაც გაურკვეველ ჭიდაობას არანაირი აზრი არ ექნება. როდესაც გარკვეული დროის შემდგომ ადამიანები შეაფასებენ რა გააკეთა საქართველომ კოვიდთან ბრძოლაში. იმიტომ, რომ შეაფასებენ საქართველოს არც მმართველ ძალას, არც ოპოზიციას ცალკე აღებულს, არც ექიმს, არც ეპიდემიოლოგს, არც პოლიციას და არც მინისტრს, შეაფასებენ ქვეყანას.  მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს მთავრობის ყველა წევრს, ჩვენს მოქალაქეებს, ოპოზიციას რომელიც ასევე ხელისუფლების ნაწილია რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ რაღაც მომენტში გქვონდეს შესაძლებლობა ვიამაყოთ ერთმანეთით და ვიამაყოთ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ შევძელით სხვებთან შედარებით სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენი რესურსის გათვალისწინებით ვყოფილიყავით ყველაზე ეფექტურები და ეს ეფექტურობა გამოვიყენეთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up