„შეგვიძლია ფოთს ფუნქცია დავუბრუნოთ„ - რას გულისხმობს ევროკავშირთან სამგზავრო მიმოსვლის იდეა?

„შეგვიძლია ფოთს ფუნქცია დავუბრუნოთ„ - რას გულისხმობს ევროკავშირთან სამგზავრო მიმოსვლის იდეა?

access_time2021-03-16 12:00:05

      წლების წინ, ნიკო ნიკოლაძე იყო ადამიანი, ვინც ფოთის ნავსადგურის უკონკურენტო სატრანსპორტო მნიშვნელობა წინ წამოწია მაშინვე, როგორც კი ქალაქის მმართველობას ჩაუდგა სათავეში. ტექნიკური პროგრესის მამამთავრად წოდებულმა ნიკო ნიკოლაძემ მილიონერ ინჟინერ პალაშკოვთან ერთად 1867-1874 წლებში ააგო თბილისი-ფოთის რკინიგზა, რომელიც პირველი აღმოჩნდა ამიერკავკასიაში. იგი  ამისთვის დაჯილდოვდა ოქროს ჟეტონით, რომელიც უფლებას აძლევდა, უფასოდ ემოგზაურა რუსეთის ნებისმიერი რკინიგზით. ნიკოლაძის ხედვა ფოთის პორტის განსაკუთრებულ სატრანსპორტო მნიშვნელობასთან დაკავშირებით, დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ყოფილმა დეპუტატმა და „ლელოს“ ყოფილმა წევრმა, ლევან კობერიძემ ფოთის პორტიდან ევროპის მიმართულებით სატრანსპორტო გადაადგილების საკითხი დეპუტატობის დროს, არაერთხელ დააყენა მთავრობასთან. იგი მიიჩნევს, რომ ფოთის პორტი, რომელსაც წლებია ფუნქცია დაკარგული აქვს, შესაძლებელია გახდეს მთავარი დამაკავშირებელი ხიდი ევროკავშირსა და კავკასიის რეგიონს შორის და ამისთვის სწორი ლოგისტიკური კურსის აღება დღეს ისეთი სასიცოცხლოა, როგორც არასდროს.



  სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება რეგიონული მასშტაბით, მოხდება სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვანი სახეცვლილება. ვხედავთ, რომ თურქეთმა ძალიან გააძლიერა თავისი პოზიციები ამიერკავკასიაში. ამას ემატება ის, რომ რუსეთი მნიშნელოვანი შეთანხმების გარანტორი გახდა. არის რისკი, რომ საქართველო შეიძლება გახდეს არა სატრანსპორტო ჰაბი, არამედ რაღაც ჩიხის მდგომარეობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ და ტვირთს დიდი გადანაწილება მოხდეს ჩვენი გვერდის ავლით. საქართველოს მკაფიოდ უნდა ჰქონდეს გამოხატული საკუთრი პოზიციონირება ლოგისტიკური ნაკადების თვალსაზრისით. გვაქვს პლიუსები, რასაც არ ვიყენებთ - ესენია ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა და გეოპოლიტიკური მდებარეობა, შავ ზღვაზე არსებული პორტები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ევროპის ქვეყნებს - ბულგარეთს, რუმინეთს პირდაპირ დავუკავშრიდეთ, ვგულისხმობ სამგზავრო მიმოსვლას. სატვირთო მიმოსვლა, რაც არსებობს, არ არის საკმარისი და არ არის ის მოცულობა, რისი პოტენციალიც გვაქვს.

ჩვენ შეგვიძლია საქართველო გახდეს მთავარი დანიშნულების წერტილი, რომელიც იქნება დამაკავშირებელი ევროპასთან. ასეთი რამე ჩვენს რეგიონში სხვას ვერ ექნება თურქეთის გარდა. თურქეთი ამ მხრივ გარკვეულწილად კონკურენტია,  განმარტავს ლევან კობერიძე.



კითხვაზე, რამდენად არის დღეს საბორნე მიმოსვლაზე მოთხოვნა, რა დროში და ფასად შეიძლება ამ ინიციატივის ხორცშესხმა, კობერიძე აღნიშნავს, რომ საქართველო დღეს საავიაციო მიმართულებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანით ავითარებს, პოსტპანდემიურ პერიოდში კი განსაკუთრებით საჭირო ხარჯეფექტიანი მოგზაურობა იქნება. სწორი დაგეგმარების შემთხვევაში, მგზავრების ბორნით გადაადგილება ფოთიდან რუმინეთისა თუ ბულგარეთის მიმართულებით შესაძლოა 50 ევროს არ აღემატებოდეს.




პანდემიამდელი მიმოსვლის სტატისტიკა რომ ავიღოთ, ავიამიმოსვლებზე  მოთხოვნა ძალიან დიდია და დაბალბიუჯეტური კომპანიების შემოსვლაც ამაზე მიანიშნებს. ასევე, ავიაბილეთის საშუალო ფასი 300-400 ევროს უტოლდება, ზღვით მიმოსვლის შემთხვევაში ეს ფასი შეიძლება 50 ევროს არ აღემატებოდეს.  ეს არის ყველაზე დიდი კონკურენტული უპირატესობა და შესაბამისად არსებული ნაკადის გადმონაწილების და ახალი მგზავრთანაკადების გაჩენის წინაპირობა. ასეთი მიმოსვლის დროს შესაძლებელია, რომ საკუთარი მანქანით ჩავიდეს ადამიანი ევროპაში. პოსტპანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება ხარჯეფექტიანი მოგზაურობა. შეიძლება ამ მხრივ ძალიან კარგი როლი ითამაშოს საბორნე მიმოსვლამ.  მთელი ხმელთაშუა ზღვის სივრცე ამ სისტემით მუშაობს.


ფოთისთვის, რომელსაც ამდენი ხანია ფუნქცია ვერ მოეძებნა და მისი როლი დაპაუზებულია, ეს იქნებოდა საშუალება, რომ გახდეს საქართველოსა და კავკასიასთან შეხების პირველი წერტილი. ეს იქნება პირდაპირ ევროპაში გახსნილი საზღვაო კარი. ფოთი არის ზუსტად ის წერტილი, სადაც შეიძლება ცალკე ტერმინალი გაკეთდეს სამგზავრო მიმოსვლისთვის. ეს არ იქნება ადვილი საქმე, მაგრამ იმედი მაქვს, რუმინეთი და ბულგარეთიც დაინტერესებული იქნებიან ამ საკითხით.


მსგავსი თემის წამოწევის მცდელობები ადრეც იყო როგორც მახსოვს , თუმცა გარკვეული პიროვნებების ლობიზმმა თურქეთის მიმართულებით, დაბლკა  მსგავსი პროექტი. აქ ავიაკომპანიების თემაც მნიშვნელოვნად იკვეთება, რადგან ნაკადების განაწილებაში ვიღაცისთვის ავიაკომპანიას უპირატესობა უნდა ჰქონდეს და არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროექტების განხორციელებას გარკვეული კორუფციული გარიგებები უშლის ხელს,  ამბობს ლევან კობერიძე.



„კომერსანტი“ სფეროს ექსპერტების პოზიციით დაინტერესდა, როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სპეციალისტი თორნიკე ბახტაძე განმარტავს, მსგავსი მარშრუტის განხორციელებისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ფოთი - კონსტანტას ტურისტული მარშრუტი შეიძლება იყოს ისეთივე ჰიბრიდული ბორნით, როგორიც ამჟამად საბერძნეთი - იტალიის გზაზე გამოიყენება.



„ახლა  ფოთიდან რამდენიმე სატვირთო ბორანი დადის  უკრაინისა და ბულგარეთის მიმართულებით, მაგრამ ისინი საკმაოდ მოძველებულია. დადის ის ბორანი, რომელიც 90-იან წლებში გადაადგილდებოდა და მასშუ  ჩვეულებრივი მგზავრი ან მსუბუქი მანქანა ვერ შევა. ბორანი შეიძლება იყოს არა მხოლოდ სატვირთო, არამედ ჰიბრიდული სახის -  როგორიც  დადის საბერძნეთი-იტალიის მარშუტზე და ჰქვია სწრაფმავალი ბორანი. მსგავს გემებს  როგორც მგზავრი გადაჰყავს, ასევე შეუძლია სატვირთო ან მსუბუქი მანქანის გადაყვანა. დავუშვათ სახელმწიფომ ამაში ინვესტირება გააკეთა - პოტენციალი არის ის, რომ ფაქტობრივად პირდაპირი მარშუტი გაქვს ევროპაში. ყველაზე ოპტიმალური არის რუმინეთის მიმართულება, კერძოდ პორტი კონსტანტა. ეს მანძილი ზღვით დაახლოებით 1300 კილომეტრია, ამ მანძილის დაფარვას 24-48 საათამდე სჭირდება, კარგი ამინდის შემთხვევაში. ახლა სატვირთო კუთხითაც ფოთი ყველაზე ნაკლებად გამოიყენება, რადგან ეს ტრეფიკი იფარება თურქეთის მიმართულებით განხორციელებული ტვირთგადაზიდვით. ამის გამოყენება ძალიან კარგად შეიძლება. ყველას ეცოდინება, რომ ევროკავშირიდან საქართველოში სულ რაღაც 24 საათში შეიძლება გადაადგილება,“ - განმარტავს თორნიკე ბახტაძე.

 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up