“ჩვენ შეცდომა დავუშვით, არასდროს უნდა ჩავდოთ ყველა ინვესტიცია ერთ კალათაში“ - „ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

“ჩვენ შეცდომა დავუშვით, არასდროს უნდა ჩავდოთ ყველა ინვესტიცია ერთ კალათაში“ - „ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

access_time2019-10-11 13:00:46


„ჯორჯიან ეარვეისი“ ფინანსური კრიზისის წინაშე დადგა, რომ არა ჩვენი სასწაულებრივი ქმედებები, ვერ გადავრჩებოდით, მაგრამ გადავრჩით.“ — ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან ევროსასამართლოში 25 მილიონი დოლარი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ რადიო “კომერსანტზე“ განაცხადა, სარჩელი ფრენების დაუსაბუთებელ შეწყვეტას უკავშირდება.


მან ზაფხულში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. რომან ბოკერიას თქმით, რუსული ემბარგოს გამო, კომპანიამ დიდი ფინანსური ზარალი განიცადა.


„ძალიან მძიმე სეზონი გვქონდა. ჩვენ 5 ახალი მიმართულება გავხსენით რუსულ ქალაქებში. რუსი ტურისტების რაოდენობა მუდმივად იზრდება, დავამატეთ ბოინგი 800, ვაპირებდით მინიმუმ 850 ათასი მგზავრის მიღებას. გავყიდეთ ბილეთები ზაფხულის სეზონისთვის და ერთ დღეს, მოულოდნელად სამომხმარებლო ბაზრის 40% ხელიდან გამოგვეცალა. ამას ემატება ისიც, რომ დაზარალებულები ბილეთების დაბრუნებას გვთხოვდნენ.




ჩვენ შეცდომა დავუშვით, არასდროს უნდა ჩავდოთ ყველა ინვესტიცია ერთ კალათაში და ერთ ბაზარზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. ეს ბაზარი მოგვიანებით, უნდა თუ არა უნდა, რაღაც მეთოდით მანიპულაციას ახდენს შენზე. რუსეთის შემთხვევაშიც ასე მოხდა. „ჯორჯიან ეარვეისი“ ფინანსური კრიზისის წინაშე დადგა, რომ არა ჩვენი სასწაულებრივი ქმედებები, ვერ გადავრჩებოდით, მაგრამ გადავრჩით.




მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული საავიაციო კომპანიები რუსეთის მთავრობისგან კომპენსაციის ანაზღაურებას ითხოვენ. რითიც შეიქმნა პრეცედენტი, რომ რუსეთის მთავრობამ აღიარა, ის რომ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბიზნესმა მიიღო ფინანსური ზარალი. ეს იყო ჩვენთვის სიგნალი. ამერიკელ იურისტებთან თანამშრმლობის შემდეგ, გადავაგზავნეთ დოკუმენტაცია, სადაც ქრნოლოგიურად არის გადმოცემული ის მოვლენები. მათ შორის ის, როცა ჩვენ აგვეკრძალა იურიდიული ბიზნეს საქმიანობა რუსეთში, მიზეზად დასახელებული იყო ის, რომ ჩვენ გვაქვს მათი ვალი და მეორეც, ჩვენი ფრენის უსაფრთხოების სტანდარტები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ეს არის ორი დიდი შეცდომა, რაც მათ დაუშვეს და ჩვენ ზუსტად ამ ორ შეცდომას ვიყენებთ, იმისთვის რომ მოვითხოვოთ ფინანსური ანაზღაურება. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ არავითარი ვალი არ გვაქვს და მეორეც, ჩვენ დავფრინავთ ევროპის თითქმის ყველა ქალაქში, გავლილი გვაქვს უმღლესი საფრენოსო აუდიტების შემოწმება. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, როცა აღდგა ფრენები და რუსეთმა უსაფრთხოების ნორმების საბუთების წარდგენა მოგვთხოვა, ისინი დაამტკიცეს და აღიარეს,“ - ამბობს რომან ბოკერია.



ნათია კეკენაძე






ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...


მსგავსი სიახლეები

up