„ჩვენ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესს ბოლომდე მივიყვანთ, რადგან სახელმწიფოებრიობა და სამშობლო საზღვრიდან იწყება“- დავით ზალკალიანი

„ჩვენ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესს ბოლომდე მივიყვანთ, რადგან სახელმწიფოებრიობა და სამშობლო საზღვრიდან იწყება“- დავით ზალკალიანი

access_time2020-10-26 18:27:12

„ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ქვეყნის საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის უაღრესად პრობლემურ თემატიკასთან დაკავშირებით. ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვერგო, მაგრამ მინდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ამ საკითხს ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. აუცილებელია, ქვეყნის საზღვრების დადგენა, რადგან სახელმწიფოებრიობა, სამშობლო, იწყება საზღვრიდან. დარწმუნებული ვარ, ის პროცესი რომელიც დაიწყო ჩვენმა ხელისუფლებამ აუცილებლად მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე, რა თქმა უნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აზერბაიჯანის და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციის ფარგლებში, საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების" ეფექტიანი და რაციონალური რეგიონალური პოლიტიკის შედეგია, ის, რომ კიდევ უფრო გამყარდა და განმტკიცდა თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან.

„მიხარია და ამაყი ვარ, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანად ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეები.“- განაცხადა დავით ზალკალიანმა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებზე საუბრისას.

ზალკალიანის განცხადებით, საქართველო აღრმავებს კეთილმეზობლურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას მეზობელ სომხეთთან, ასევე აღსანიშნავია, რომ დაფუძნდა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატი, რამაც აღნიშნული ქვეყნები კიდევ უფრო დააკავშირა ჩვენი რეგიონის სატრანზიტო, ენერგეტიკული, სატრანსპორტო შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

„დღეს საქართველოს მსოფლიოში იცნობენ, როგორც რეგიონალურ ჰაბს უდიდესი პოტენციალით - ყველაზე მოსახერხებელი და საიმედო მარშრუტებით დააკავშიროს ევროპისა და აზიის სახელწმიფოები და კასპიის ზღვის ენერგო რესურსები ხელმისაწვდომი გახადოს ევროპული ბაზრისთვის.“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.


დავით ზალკალიანის თქმით, „ქართული ოცნების„ მმართველობის პერიოდში ასევე მნიშვნელოვნად განმტკიცდა საქართველოს კავშირები ევროპის სახელმწიფოებთან. „დღეს საქართველო რეგიონში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატები აკავშირებს ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს სახელწმიფოებთან."- განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, ვისთანაც გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირიდან გამოყოფის შემდგომ გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რაც ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს საერთაშორისო და განსაკუთრებულ რეგიონალურ იმიჯზე მეტყველებს. მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ოლივერ უორდროპის სახელობის სტრატეგიული დიალოგის ფორმატის მნიშვნელობა, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს დაფუძნდა.

საგარეო საქმეთ მინისტრის განცხადებით, ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ქართული ოცნების ხელისუფლების დროს დაფუძნდა და ამოქმედდა დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგი, ასევე გერმანია-საფრანგეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატი, რომელიც მინისტრის თქმით: „ხაზს უსვამს ევროკავშირისა და ნატო-ს ორი წამყვანი სახელმწიფოს განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს მიმართ და წარმოადგენს ჩვენი პარტნიორობის გამოხატულებას.“

დავით ზალკალიანმა აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის სახელმწიფოებთან ურთიერთობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა, რასაც მოწმობს - საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობის საბჭო „თბილისის კონფერენციის“, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი უკრაინასთან.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად, დღეს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე, ყველა შესაბამის რეიტინგებში პოზიციონირებს, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო, რაც ხელს უწყობს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის კიდევ უფრო განმტკიცებას.

მინისტრის თქმით, კვლავაც გაგრძელდება მუშაობა ევროპის სახელმწიფოებთან, ისევე როგორც მეზობელ ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატების დაფუძნების და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის უსაფრთხო, სტაბილურ განვითარებას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up