კიბერუსაფრთხოების ექსპერტი: წინა საარჩევნო პეიოდში, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აუცილებლად შეეცდება მედიას, პოლიტიკურ ორგანიზაციებს ზიანის მიაყენოს

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი: წინა საარჩევნო პეიოდში, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აუცილებლად შეეცდება მედიას, პოლიტიკურ ორგანიზაციებს ზიანის მიაყენოს

access_time2019-08-15 10:00:10

ტელეკომპანია პირველის,  რუსთავი 2-ის, თიბისი ბანკის  საქმეები - ეს იმ კიბედანაშაულებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეში მოხდა. 2019 წელს კომპიუტერული დანაშაულების სტატისტიკა რეკორდულად არის გაზრდილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, 2019 წლის მხოლოდ პირველ ექვს თვეში კიბერდანაშაულის 919 შემთხვევა დაფიქსირდა.



ოფიციალური სტატისტიკა:


2019 წლის იანვარ-ივნისში (პირველ 6 თვეში) დაფიქსირდა 919 შემთხვევა;


2018 წელს დაფიქსირდა 365 შემთხვევა;


2017 წელს დაფიქსირდა 506 შემთხვევა;


2016 წელს დაფიქსირდა 550 შემთხვევა;


 შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებითვე, გასულ წლებში კომპიუტერული დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი დაბალია. 2018 წელს დაფიქსირებული 365 დანაშაულიდან 41 შემთხვევა გაიხსნა. 2019 წლის პირველ ექვს თვეში დაფიქსირებული 919 დანაშაულიდან კი ჯერ მხოლოდ 47-ა გახსნილი. ეს დადგენილი დანაშაულის 5 პროცენტია.



კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე კომერსანტთან კიბერდანაშაულის გახშირების მიზეზებზე საუბრობა:

 

„დანაშაულების სტატისტიკის ზრდა შეიძლება რამდენიმე მიზეზს გამოეწვია:

 

1.       კრიმინალურ სამყაროშიც წამოვიდა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში უფრო მეტად გაცნობიერებული ახალგაზრდა თაობა.

 

2.       შესაძლებელია უფრო მეტად ხდება დანაშაულის აღრიცხვიანობა, რადგან ცნობადობა გაიზარდა და მიმართვიანობაც უფრო მეტია.

 

3.       კიბერდანაშაული არის ერთ-ერთი ყველაზე რთულად გამოსაძიებელი დანაშაული. საქმეების გახსნის მაჩვენებელი დაბალია, შესაბამისად, ეს დამნაშავისთვის, კიდევ ერთი წამახალისებელია ფაქტორია იმისთვის, რომ დანაშაული ვირტუალურ სამყაროში განახორციელოს, რადგან ვირტუალური სამყარო ანონიმურობის შეგრძნებას ქმნის“.  

 


ანდრო გოცირიძე იმ სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ ვერ ახერხებენ ქართველი სამართალდამცველები კიბერდანაშაულის საქმეების გახსნას.

 

“ობიექტური ფაქტორი კიბერდანაშულის გახსნის დაბალი მაჩვნებლის არის ის, რომ კიბერკრიმინალის გამოძიებას აქვს მნიშვნელოვანი სპეციფიკა, კიბერკრიმინალს არ აქვს საზღვარი შესაბამისად მტკიცებულებების მოპოვება ხშირად ხდება სხვა ქვეყანაში და ამას დიდი დრო სჭირდება სამართლებრივი დახმარების კუთხით ან თუნდაც ბუდაპეშტის კონვენციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების კუთხით.

 

რაც შეეხება ისეთ კრიმინალს, რომელზეც აღქმა რჩება თითქოს არის პოლიტიკურად მოტივირებული, ასეთ დანაშაულზე მსჯელობა რთულია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა  არ დატოვონ საზოგადოებაში განცდა, რომ დანაშაულები იყო პოლიტიკურად მოტივირებული,  ერთია რას დაადგენს ობიექტური გამოძიება და მეორე რა აღქმა და რა განცდა რჩება მოქალაქეებს, ბიზნესს და ა.შ. ამასთანავე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ  წინა საარჩევნო პერიოდია და ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აუცილებლად შეეცდება მედიას, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, პოლიტიკური პარტიებს ზიანის მიაყენოს. რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ზიანს განაპირობებს. ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისმა უწყებებმა არ დაუშვან თუნდაც იმ მოსაზრების დამკვიდრება, რომ გარკვეული თითქოს პოლიტიკურად მოტივირებული კრიმინალი რჩება გამოუძიებელი“, - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

 

სამართალდამცველთა და სპეცსამსახურების სტრუქტურების ექსპერტი ამბობს, რომ საქართველოს კიბერკრიმინალის მიმართულებით საერთაშორისო დონის სპეციალისტები ჰყავს.


როგორც ანდრო გოცირიძე აცხადებს სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე სპეციალისტებმა არა ერთი ურთულესი საქმე გახსნეს. კომერსანტის კითხვაზე, ხომ არ ჩნდება ეჭვი, რომ რიგ დანაშაულებებზე საქმის გახსნის პოლიტიკური ნება არ არსებობს ანდრო გოცირიძე გვპასუხობს:

 

„ცალსახად ვერ ვიტყვი საქმის გახსნას პოლიტიკური ნება უშლის ხელს თუ სხვა ფაქტორი. ყოველ შემთხვევაში ვიცი, რომ ჩვენ საგამოძიებო ორგანოებს  ყოველგვარი შესაძლებლობა აქვთ გამოიძიონ არსებული კიბერკრიმინალი, თუმცა ვითვალისწინებ დანაშაულის გამოძიების რთულ სპეციფიკას. ამის პარალელურად შსს ურთულესი საქმე გამოიძია მაგალითად ნარკოტიკების Darknet-ში ვაჭრობის საქმე. ამ ტიპის საქმეების გამოძიება ზე-პროფესიონალიზმს საჭიროებს. ასევე გასული 3 თვის მანძილზე შსს 2 ურთულესი საქმე გახსნა ერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ეს იყო საბანკო თაღლითობის სქემა და მეტროპოლიტენის ბარათების კიბერკრიმინალი. ამ ფონზე ცხადია მოსახლეობას უფრო დიდი მოლოდინი აქვს და შემდეგ როდესაც რაღაც დანაშაული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო არ არის  გამოძიებული უკვე აღქმა რჩება, რომ ვიღაცამ რაღაც დააკლო“, - განმარტავს ანდრო გოცირიძე.

 

ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ აუცილებელია მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება, რათა არ გახდნენ ისეთი მარტივი დანაშაულის მსხვერპლნი, როგორიც საბანკო თაღლითობაა.

 

„კიბერკრიმინალის 80 პროცენტი ადამიანურ შეცდომას განეკუთვნება. გარდა კრიმინალთან ბრძოლის საგამოძიებო მეთოდებისა, აუცილებელია ცნობიერების ამაღლება. მაგალითად საბანკო სექტორმა ბოლო დროს გახშირებული კიბერკრიმინალის ფონზე დაიწყო კლიენტების ინფორმირება. ასევე კარგი იქნება სახელმწიფო სტრუქტურებში, რომ მიმდინარეობს ტრენინგების კურსი კიბერდანაშაულთან ბრძოლის კუთხით ან როგორ არ გავხდეთ ფიშინგის მსხვერპლნი“, - ამბობს ანდრო გოცირიძე.

 

ბაჩო ადამია





„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...

რომან გოცირიძე გიორგი ქობულიაზე:„ უფრო პრორუს ექსპერტად ალაპარაკებენ არჩევნებამდე და მერე დაბრუნდება მოსკოვში, სადმე, ძველი სამსახურის მსგავს რუსულ სტრუქტურაში“

რომან გოცირიძე გიორგი ქობულიაზე:„ უფრო პრორუს ექსპერტად ალაპარაკებენ არჩევნებამდე და მერე დაბრუნდება მოსკოვში, სადმე, ძველი სამსახურის მსგავს რუსულ სტრუქტურაში“
access_time2019-10-21 12:43:39
„ხან პანტელეიმონ გიორგაძეს აგზავნიდა მოსკოვი, ხან მინდია გულუას, ხან ვის და ხან ვის. როგორ დამთავრდა მათი ”მოღვაწეობა”, გვახსოვს. ეს განსხვავებული ყაიდის ემისარია. დიდ ”სტავკას” მასზე არავინ გააკეთებს. წერტილოვანი დარტყმის მისაყენებლად თუ გამოდგება. ანაკლიის ჩასაძირად წაახმარენ ივანიშვილს. ცოტა ფულსაც მისცემენ, ერთი კაცით მაინც რომ მოხვდეს პარლამენტში, მაგრამ მეეჭვება, რომ აქამდე გაქაჩოს. უფრო პრორუს ექსპერტად ალაპარაკებენ არჩევნებამდე და მერე დაბრუნდება მოსკოვში, სადმე, ძველი...


მსგავსი სიახლეები

up