ჩვენ რამდენსაც ვიხდით, ორჯერ მეტს გვიფუჭებს სახელმწიფო. ამიტომაც წინ ვერ მივდივართ და პირიქით, ვღარიბდებით -  სოსო ბერიკაშვილი

ჩვენ რამდენსაც ვიხდით, ორჯერ მეტს გვიფუჭებს სახელმწიფო. ამიტომაც წინ ვერ მივდივართ და პირიქით, ვღარიბდებით - სოსო ბერიკაშვილი

access_time2021-07-18 10:00:41

“გარდა იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაში ინვესტიციების გასაკეთებლად არ ჩამოვლენ, ტურისტებიცაუქმებენ ჯავშნებს”  - ეს განცხადება კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა რადიო კომერსანტის გადაცემაში კომერსანტის დილა  5-6 ივლისს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ტურისტის ცემის და ოპერატორის გარდაცვალების ფაქტი ქვეყნის ეკონომიკაზე და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე ძალიან ცუდად აისახება. რისი ერთერთი შედეგი არის ის, რომ ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ. 

 
 

ბერიკაშვილი მოსამართლეების კანდიდატების დაჩქარებული წესით შერჩევასაც გამოეხმაურა დააღნიშნა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო ინვესტორებისთვის ძალიანმნიშვნელოვანია.

 
 

“თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო არის ინვესტორების მოზიდვის მხრივ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ინვესტორს უნდა ჰქონდეს იმის  შეგრძნება, რომ იმ შემთხვევაში თუ რამე მოხდება მის ინტერესებს დაიცავენ და სასამართლო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი არ იქნება. რაცჩვენ პარლამენტში ვიხილეთ ეს კატასტროფაა, იმიტომ რომ მიშელის დოკუმენტში ოპირდაპირ ეწერა, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინათ და როგორც მოსალოდნელი იყო მათ ეს დაარღვიეს.

რაც შეეხება წინსაარჩევნო ხარჯებს, რა თქმა უნდა ქართულ ეკონომიკას არ წინასაარჩევნოდ ხარჯვის, ამომრჩევლის არაპირდაპირ მოსყიდვის საშუალება არ აქვს. საგარეო ვალი არის უმაღლეს ნიშნულზე, არანაირი სხვა რესურსის მოძიების საშუალება არ არსებობს, ტურიზმის სექტორი საფრთხეშია, ვაქცინაციის პროცესი ჩავარდნილია, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ვაქცინაციაზე დასხვა რამით არის დაკავებული” -  აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.

 
 

სოსო ბერიკაშვილის  თქმით, საქართველო ისედაც არ იყო წელში გამართული, ეკონომიკურად და დემოკრატიულად ძლიერი ქვეყანა, მისივე თქმით ბოლო დროინდელი პროცესები დიდ  საფრთხეს  უქმნის ქვეყანას, რაც მაღალი დონის სენატორების გამოხმაურებებშიც ძალიან კარგად ჩანს.

 
 

“უნდა შევთანხმდეთ, რომ ძალადობა მიუღებელია, ქუჩაში ცემა მიუღებელია და ეს არც ქრისტიანულია და არც მართლმადიდებლური.

ჩვენ გვახსოვს  90-იანი წლები სად  ვიყავით და სად აღმოვჩნდით,თუ ქვეყანაში უკონტროლო პროცესები დაიწყო ბევრი არ გვიკლია უკან დაბუნებამდე.ბოლო პერიოდში, რაზეც აქტიურად  ვსაუბრობ არის  ის, ფული რომელსაც სახელმწიფო დახმარების სახით გადმოაგდებს ხოლმე ჩვენი გადასახადებით არის შედგენილი, ისეთი სისტემა გვაქვს, რომ ეს საგადასახადო ტვირთვიგანსაკუთრებით ღარიბებზე აისახება ხოლმე. შეიძლება შემოსავალი არ გქონდეს და ფიქსირებულდა დეკლარირებულ გადასახადს არ იხდიდე, მაგრამ ყველა იხდის დღგ-ს აქციზს.

ძალიან ღარიბი ადამიანი, რომელსაც აქვს ხელფასი 400 ლარი წელიწადშიე იხდის 1200 ლარსსაშემოსავლო გადასახადს, როდესაც სახელმწიფო მას დაეხმარება 500 ლარით ის ფიქრობს რომ სახელმწიფო მას იმაზე მეტით დაეხმარა ვიდრე მისი ხელფასია, სინამდვილეში ეს ასე არ არის, პირიქით  სახელმწიფოს მან გაცილებით მეტი გადაუხადა.

მთავარია, რომ ამ ყველაფრის მიმართ საზოგადოების აღქმა შეიცვალოს, გაიზარდოს ცნობიერება დამოსახლეობამ იცოდეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი გადასახადების სახით ფორმირდება”  -  აღნიშნასოსო ბერიკაშვილმა.

 
 

თაკო კვაჭანტირაძე

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up