ჩვენ კარგად გვახსოვს როგორი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს ეს იყო რეალურად პროკურატურის დანაყოფი - პრემიერი

ჩვენ კარგად გვახსოვს როგორი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს ეს იყო რეალურად პროკურატურის დანაყოფი - პრემიერი

access_time2022-05-21 19:20:10

როგორ წარმოგიდგენიათ, 300 მოსამართლეს ვინ მართავს, მთავრობა მართავს, მე ვმართავ, პროკურატურა მართავს? ეს არის აბსურდი! - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგიდან მოხსნა.

ღარიბაშვილის მოსაზრებით, საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს მართლმსაჯულების, კორუფციის მართვის თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით, ასევე ეკონომიკის თავისუფლების მიმართულებით და ქვეყანას „სრული პროგრესი აქვს ბოლო 8 წლის განმავლობაში“.

„ჩვენ კარგად გვახსოვს როგორი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს ეს იყო რეალურად პროკურატურის დანაყოფი. მე არ მინდა დავაკნინო იმდროინდელი სასამართლო, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად გვახსოვს. ყველაზე ნათელი ინდიკატორი იმისა, თუ როგორი მართლმსაჯულება არსებობს ქვეყანაში არის იმ საჩივრების რაოდენობა, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იგზავნება. წელს 152 განაცხადი იყო შესული სტრასბურგში, სააკაშვილის დროს, დღეს რომ სასამართლოს გაკრიტიკებას ბედავენ, იყო 3000-4000, იყო შემთხვევები, როდესაც 5000 განცხადება შესულა სტრასბურგში. ეს რას ნიშნავს? - იმას, რომ აქ მოქალაქეები სამართალს ვერ პოულობდნენ. კარგად ვიცით, რომ დღეს მოქალაქე არ იჩაგრება, მას შეუძლია იპოვოს სამართალი სასამართლოში. 320 მოსამართლიდან 300-მა მოსამართლემ რამდენიმე კვირის თუ თვის წინ ერთობლივად მიღეს კოლექტიური განცხადება და დააფიქსირეს აზრი, რომ ისინი ემიჯნებიან ამ ცილისმწამებლურ, ყოველგვარ ზღვარგადასულ კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ. სულ რაღაც 17 თუ 18 მოსამართლე არ ეთანხმება 300 მოსამართლის მოსაზრებას, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. როგორ წარმოგიდგენიათ, 300 მოსამართლეს ვინ მართავს, მთავრობა მართავს, მე ვმართავ, პროკურატურა მართავს? ეს არის აბსურდი! ეს მოსამართლეები ზოგი დანიშნულია შევარდნაძის დროს, უმეტესობა სააკაშვილის დროს. რეკომენდაცია იყო ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების, რომ ეს მოსამართლეები დაგვენიშნა უვადოდ. ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ. არათუ მედია არ დაიშვებოდა სასამართლოზე სააკაშვილის როს, სამართლის პოვნა იყო წარმოუდგენელი. ამიტომ ეს რეალობა, კონტრასტი რაც დღეს მივიღეთ, საშინელი პერიოდი იყო, დღეს გვაქვს დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები არ ირღვევა, გვაქვს სრული გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების და მედიის წინაშე. ამ ყველაფერს სჭირდება დანახვა. რომ ავიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების საშუალო რეიტინგები და შევადაროთ ჩვენ სისტემას, არათუ ამ პარამეტრებში ვჯდებით, ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ მართლმსაჯულების, კორუფციის მართვის თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით, ეკონომიკის თავისუფლების და ა.შ. ჩვენ გვაქვს სრული პროგრესი ბოლო 8 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ ინფორმაციით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.



წყარო: "ინტერპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up