„სატრანსპორტო ჰაბის კონცეფციას სრულად ეწინააღმდეგება ხელისუფლების ყველა ქმედება, რომელსაც ამ სექტორში ახორციელებს ან არ ახორციელებს - HUB Georgia

„სატრანსპორტო ჰაბის კონცეფციას სრულად ეწინააღმდეგება ხელისუფლების ყველა ქმედება, რომელსაც ამ სექტორში ახორციელებს ან არ ახორციელებს - HUB Georgia

access_time2019-06-04 09:00:05


 „საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს, რათა ჩვენი ქვეყანა გახდეს საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ტურისტული და საფინანსო ჰაბი“ -  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამის შესახებ დაპირება  გასული წლის სექტემბერში დადო. 



წელს კი Forbes Georgia-ს მიერ დათვლილი მონაცემებით საქართველოს სატრანსპოტრო ჰაბის რეალობა  ასეთია  გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით საქართველო შესწავლილ 137 ქვეყანას შორის 74-ე ადგილს იკავებს და უმაღლესი 7 ქულიდან საქართველომ 3.5 ქულა მიიღო. ჩვენს ქვეყანას უსწრებს ისეთი ქვეყნებიც კი, როგორებიცაა შრი-ლანკა, პაკისტანი, რუანდა, გამბია, კენია და ვიეტნამი. ცალკე აღებული საავტომობილო გზების ხარისხით საქართველო 82-ე ადგილზეა, რკინიგზით 39-ე, ხოლო საზღვაო პორტებით და აეროპორტებით 69-ეზ ადგილს იკავებს.



თვეების შემდეგ სატრანსპორტო სექტორი ჯერ კიდევ ეკონომიკის ის სფეროა, რომელსაც ბევრი ხმაური, გაუგებრობა და  ეკონომიკური ექსპერტების მხრიდან კრიტიკა უკავშირდება. რა ხდება დღეს სატრანსპორტო სფეროში და რა პერსპექტივა აქვს საქართველოს რეალურად გახდეს სატრანსპორტო ჰაბი, მოემსახუროს მილიონობით ადამიანს და გახდეს მთავარი მიზიდულობის ცენტრი რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ?



ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად „კომერსანტი“ HUB Georgia-ს დამფუძნებელ ვასილ ურუშაძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ ჰაბის კონცეფციას სრულად ეწინააღმდეგება ხელისუფლების ყველა ის ქმედება, რომელსაც სატრანსპორტო სექტორში ახორციელებს ან არ ახორციელებს. მთავარ სატრანსპორტო მიზიდულობის ცენტრად ყოფნის ამბიცია კი, არსებული მდგომარეობითა და პოლიტიკით დღეს სახელმწიფოს ვერ ექნება.



„მთავრობის მიერ გატარებული ქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება ჰაბის კონცეფციას.  არა მარტო ამ მთავრობის, არამედ წინა მთავრობის შეცდომებიც იმის მიზეზი გახდა, რომ დღეს ჩვენთვის ჰაბად ყოფნის პერსპექტივა ძალიან შორსაა. 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტმა დაუშვა შეცდომა, როდესაც ბათუმისა და თბილისის აეროპორტი გადასცა ჩვენს კონკურენტ სახელმწიფოს, ეს ერთერთი შემაფერხებელი ფაქტორია ჩვენი ლოგისტიკურ საავიაციო ცენტრად ვერ გახდომის. ეს ხდის ჩვენს რეგიონს დამოკიდებულს ამ მიზიდულობის ცენტრზე, სტამბულზე.




რაც შეეხება სარკინიგზო მაგისტრალს, ეს სექტორი ჩვენ უნდა გვექცია ჩვენს შესაძლებლობად.  ნომერ პირველი გამოწვევა უნდა ყოფილიყო ის, რომ თბილისთან ახლოს შექმნილიყო ლოგისტიკური ცენტრი,  რომელიც იქნებოდა ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო დერეფანში ტვირთების გამანაწილებელი, თუმცა დღეს ჩვენი უმოქმედობის შედეგად, ფაქტობრივად, ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზი იქცა უბრალოდ დერეფნად - ტვირთები გაივლიან ჩვენს ტერიტორიაზე. ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობა კი დაანონსებულია თურქეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენ ვრჩებით თამაშგარეთ და ეს არის იმ არასწორი არასახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი,  რომელიც დღეს აქვს ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებით სატრანსპორტო სექტორთან მიმართებაში.“ - აცხადებს HUB Georgia -ს დამფუძნებელი ვასო ურუშაძე.



მისივე განცხადებით რეგიონში ყველაზე განუვითარებელი საქართველოს საავტომობილო  ინფრასტურქტურაა,  ავიაციის სექტორი მთლიანად უცხოურ კომპანიებს უჭირავთ, მაშინ როდესაც  ქართული საავიაციო ფირმები უყურადღებოდ რჩებიან.



 „ჩვენ ისეთი პრობლემები გვაქვს ტრანსპორტის სექტორში, რომელიც რეალურად არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დღეს გვქონდეს ჰაბად ყოფნის ამბიცია, არ გვაქვს ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგია, არ გვყავს ამაზე პასუხისმგებელი პირიც კი. თავიდან ბოლომდე თავის დინებაზეა მიშვებული ავიაციის სექტორის განვითარება და ვერ ვითარდება ადგილობრივი საავიაციო კომპანიები, აეროპორტს მართავს უცხოური კომპანია.  ე.წ. ქართული ბაზრის 90 პროცენტი ათვისებული აქვს უცხოურ ავიაკომპანიებს.



საქართველოს რკინიგზა არის ერთ-ერთი შავი ხვრელი დღეს ქვეყნის ეკონომიკაში, რომელიც არის მთლიანად ჩრდილოვანი მმართველობით დაკომპლექტებული, იქ ხდება ელიტარული კორუფციისა და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გატარება. ეს სექტორი მთლიანად მორგებულია კერძო პირების  და არა სახელმწიფოებრივ ინტერესებს.



პრობლემა გვაქვს საზღვაო მიმართულებითაც  - ყველა თვალყურს ვადევნებთ, თუ რა ხდება ანაკლიის პორტის მშენებლობის ირგვლივ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პროექტია და წესით უნდა ავსებდეს Hub Georgia-ს კონცეფციას.



არ უნდა დაგვავიწყდეს საავტომობილო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სირთულეები  გზებთან მიმართებაში. ჩვენს რეგიონში ყველაზე განუვითარებელი გადამზიდავი საავტომობილო კომპანიები საქართველოშია. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვიყოთ ჰაბი და ქართველი გადამზიდავები იყვნენ ლიდერები რეგიონში  პირიქით,  ჩვენი ადგილობრივი ბაზარიც კი ათვისებული აქვს თურქულ, აზერბაიჯანულ,  სომხურ და რუსულ კომპანიებს.




ამ მოცემულობას სჭირდება რევოლუციური გადაწყვეტილებები, ამას სჭირდება მკაფიო გეგმა,  რომელიც იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველო გახდეს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ჰაბი. ამას სჭირდება პოლიტიკური შეთანხმება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, მინიმუმ 50-წლიანი გეგმა, რომელიც იქნება კონცეპტუალურ დონეზე სწორდ გატარებული, თავდაუზოგავი შრომა, ყველანაირი პირადი ინტერესების გვერდზე გადადება და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირება,“  აცხადებს ვასო ურუშაძე.  




მარიამ მორგოშია




Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!

Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!
access_time2021-09-27 09:55:29
სამსუნგის უახლესი, დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების Galaxy Z Fold3-ისა და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვები უკვე დაიწყო.  სმარტფონების შეძენა შესაძლებელია სამსუნგის ყველა ოფიციალური პარტნიორის მაღაზიათა ქსელებსა და ონლაინ, მათი ვებ-გვერდების საშუალებით.    გაყიდვების დაწყებასთან ერთად, შეზღუდული დროითა და რაოდენობით, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ დამატებით საჩუქრები სამსუნგისაგან: ორივე მოდელისთვის საჩუქრად გადმოგეცემათ 1 წლიანი...

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
access_time2021-09-27 01:10:27
სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ყველაზე მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობები საქართველოში

ყველაზე მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობები საქართველოში
access_time2021-09-26 16:00:14
...

როგორ შეიძლება შავი ზღვის რესურსების გამოყენება

როგორ შეიძლება შავი ზღვის რესურსების გამოყენება
access_time2021-09-26 14:00:36
...

ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ცენტრის მოსაწყობასდ 50 მილიონი ლარი იხარჯება

ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ცენტრის მოსაწყობასდ 50 მილიონი ლარი იხარჯება
access_time2021-09-26 11:00:06
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) ხელმძღვანელის გიორგი ჩიქოვანის ინფორმაციით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტი ვიზიტორებს ოქტომბრის ბოლოდან...


მსგავსი სიახლეები

up