„ჩვენ ისე მივედით კოლაფსამდე, ვერც კი გავიაზრეთ, რომ ნაბიჯების გადადგმა მანამდე დაგვეწყო“ -  ეკა ლალიაშვილი სატრანსპორტო რეფორმაზე

„ჩვენ ისე მივედით კოლაფსამდე, ვერც კი გავიაზრეთ, რომ ნაბიჯების გადადგმა მანამდე დაგვეწყო“ - ეკა ლალიაშვილი სატრანსპორტო რეფორმაზე

access_time2022-12-01 16:50:00

„ჩვენ მივესალმებით რეფორმას და მხარს ვჭერთ, თუმცა რეფორმა ცოტა დაგვიანდა და ეს ხვალინდელი კი არა, გუშინდელი დღე უნდა ყოფილიყო, ცოტა ადრე რომ დაწყებულიყო, შეიძლება ეს საკითხი უფრო მარტივად გაგრძელებულიყო“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა, სატრანსპორტო რეფორმაზე კომენტირებისას ისაუბრა. 



მისი თქმით, გზებზე  დღეს შექმნილი ვითარება და საცობები, სწორედ გზების  რეაბილიტაციის გამოა და  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს იმ ათი დერეფნის მოწესრიგებაც, რომელზეც მერი საუბრობდა. 



„რაღაც პერიოდი მოგვიწევს ლოდინის რეჟიმში ყოფნა და  დისკომფორტის ატანა იმისათვის, რომ ხვალ  გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვქონდეს, ეს ქალაქისთვის  უმნიშვნელოვანესი ცვლილებაა, რომელიც არასდროს  არ განხორციელებულა. ჩვენ ისე მივედით კოლაფსამდე ვერც კი გავიაზრეთ, რომ ნაბიჯების გადადგმა მანამდე დაგვეწყო“, - აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა. 



კითხვაზე, თუ რა არის ამ დროისთვის  მთავარი პრობლემა და  განტვირთავს თუ  არა მოძრაობას დაანონსებული 200 ავტობუსის ჩამოყვანა, ეკა ლალიაშვილი პასუხობს, რომ დღეს მთავარი პრობლემა არის ის, რომ გარეუბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმდენად  ხელმისაწვდომი არაა, რომ ადამიანებს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდომა მოუნდეთ.



„ადამიანი, როდესაც  დაინახავს, რომ საცობში დგას მანქანა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავისუფლად მოძრაობს ზოლში, მაშინ ის ბუნებრივად გადავა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. დღეს ამის თქმა არ შეგვიძლია იმიტომ, რომ ზოლები არ არის მოწესრიგებული და ამიტომ მარტივი შესაძლებელია,მოიმატოს  ავტომობილების ფლობის მსურველთა რაოდენობამ. 



იმისთვის რომ ჩვენ მანქანა ყოველდღიურად არ გამოვიყენოთ, გვჭირდება დარწმუნება იმაში, რომ გვაქვს გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. როდესაც დავინახავ, რომ მე სწრაფად  გადავაადგილდები, ნაკლები ხარჯი მაქვს, ბუნებრივად გადავალ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ჩვენ შევეჩვიეთ ავტომობილებისთვის უპირატესობის მინიჭებას, შეიძლება როდესაც  ვატარებ მანქანას, მეც მინდა  მეტი  სივრცე მქონდეს, მაგრამ  უნდა ვიფიქროთ, რომ გზით სხვა ადამიანებიც სარგებლობენ,  ფეხით მოსიარულე იქნება ეს, თუ ველოსიპედით და გზა უნდა იყოს გადანაწილებული “, - აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა. 




ლალიაშვილი აღნიშნავს,  რომ მთავარია  ის  სამი დერეფანი, რომელიც გაკეთდა და ათი დერეფანი, რომელიც დაანონსებულია,  დროულად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ლალიაშვილის  თქმით, ამით საზოგადოება  იგრძნობს დღეს  არსებული პრობლემების მოხსნას. 



ლალიაშვილმა  სატრანსპორტო  რეფორმის  შეფასებისას  ტაქსების  რეფორმაზეც  ისაუბრა და განმარტა, რომ რეფორმასთან ერთად  მნიშვნელოვანია ტაქსებს  ჰყავდეთ  უსაფრთხო მძღოლები.



„მძღოლი უნდა იყოს  ჯანმრთელობის  კუთხით შემოწმებული, მზად უნდა  იყოს  იმისთვის, რომ ეს მომსახურება  განახორციელოს, ეს  მნიშვნელოვანი მომსახურებაა, რაც  ბევრ  მათგანს  გააზრებული აქვს, მათ ადამიანის  სიცოცხლე აბარიათ. არსებობს  ეს პრაქტიკა და  გამოცდილება, რაც  გულისხმობს  მძღოლის  შემოწმებას, ამ კუთხით ჩვენთან ჯერ ყურადღება არ არის გამახვილებული. 



რაც  შეეხება  ტაქსების  რეფორმის  პირველ და მეორე ეტაპებს, ვერ ვიტყვი, რომ ამას ამ ეტაპზე დიდი შედეგი მოჰყვა, მაგრამ  რადგან მესამე  ეტაპზე  ფასიანი ქაღალდი გახდება  ლიცენზია,  შესაძლოა  უფრო დიდი შემართებით გაკეთდეს,  რადგან ეს უკვე  ფაქტობრივად ბიზნესია,  შეიძლება  ადამიანმა  შეიძინოს და თვითონ არ იყოს  ამ სფეროში და  გააქირაოს და თითქოს ერთგვარი წახალისებაა, მაგრამ  მეორე  მხრივ ჩვენ უნდა  გავაგრძელოთ ეს  რეფორმა, რადგან თუ გვინდა  მივიღოთ  უსაფრთხო და  საიმედო  სატაქსო  მომსახურება, რასაკვირველია, ამას  სხვა  კომპონენტებიც უნდა მივუმატოთ“ -  აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა. 




თბილისის მერის განცხადებით, სატრანსპორტო რეფორმა რამდენიმე მიმართულებით  იგეგმება  ამის  შესახებ  თბილისის  მერმა  კახა  კალაძემ,  გუშინ 30 ნოემბერს ისაუბრა.  მერის  თქმით  სატრანსპორტო  რეფორმის  ფარგლებში  ქალაქში  გადაადგილება  ყველასთვის  კომფორტული და  ხელმისაწვდომი იქნება, მან ასევე აღნიშნა, რომ 2023 წლიდან ავტობუსების  პარკის  განახლების პროცესი  გაგრძელდება, მათ შორის იგეგმება 18 მეტრიანი 200  ავტობუსის შესყიდვა, ხოლო  2023 -2024  წლებში ეს პროცესი  დასრულდება. ასევე  იგეგმება მეტროპოლიტენის  განახლება, მეტროპოლიტენის  რეაბილიტაციის  პროცესის  გაგრძელება, მომავალი  წლიდან  ნაკადების ავტომატიზებული მართვის და  კონტროლის  სისტემა  დაინერგება,  რეფორმა  ასევე  ითვალისწინებს სატრანსპორტო  პოლიტიკის ფარგლებში  ტაქსების რეფორმის მესამე  ეტაპის  განხორციელებას,  რომლის  მიხედვით მესამე  ეტაპზე  A კატეგორიის ტაქსის  ნებართვა  გახდება  ფასიანი ქაღალდი, A კატეგორიის  ტაქსის  მძღოლებს ნებართვა  უფასოდ  მუდმივ  საკუთრებაში გადაეცემათ,  ტაქსის  ნებართვის წლიური  მოსაკრებელი  უცვლელი დარჩება. 


თაკო კვაჭანტირაძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up