ჩვენ გვყავს უუნარო მთავრობა, რომელმაც უკეთესი მომავლის მოლოდინი ვერ გაუჩინა ხალხს-მამუკა ხაზარაძე

access_time2020-06-26 21:15:53

„ჩვენ გვყავს უუნარო მთავრობა, რომელმაც უკეთესი მომავლის მოლოდინი ვერ გაუჩინა ხალხს" - მამუკა ხაზარაძე"ოცნების ხელისუფლებამ ქვეყანა დააყენა გაზრდილი საერთაშორისო ვალის, ოკუპანტი ქვეყნის დაუფარავი აგრესიის, კორუფციისა და საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორების, ევროპისა და ამერიკის კრიტიკის წინაშე, რომელსაც ეს მთავრობა ვერ უძლებს.“

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა და პრემიერ-მინისტრის ანგარიში, რომელიც დღეს გიორგი გახარიამ პარლამენტს წარუდგინა, შეაფასა.

პარტიის ლიდერი აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რუსულ ოკუპაციას, ეროვნულ უსაფრთხოებასა და კორუფციასთან ბრძოლას შეეხო, რაზეც დღეს გიორგი გახარიამ პარლამენტში ყოფნისას ისაუბრა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, “ქართული ოცნების” მმართველობის დროს მთავრობის ვალი 3-ჯერ გაიზარდა, მაშინ, როდესაც მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა არ შეცვლილა.

„ამ მთავრობას უნდა დავარქვათ ვალის მთავრობა. რადგან 2013 წლის მონაცემებით საგარეო და საშინაო ვალი, რომელიც 9 მილიარდს შეადგენდა, 2020 წლის მონაცემებით 27 მილიარდამდე გაზარდეს. ამ 6 წლის განმავლობაში ჩვენს არცერთ მოქალაქეს ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლია. ჩვენ გვყავს უუნარო, არაფრის მაქნისი მთავრობა, რომელმაც უკეთესი მომავლის იმედი ვერ გაუჩინა ხალხს," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საგარეო და საშინაო ვალის უმიზნოდ გაზრდის პარალელურად, კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება კორუფცია, რომლის საწყისიც თავად მმართველი გუნდია. მათი განცხადება, რომ კორუფციას ებრძვიან, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ისინი აფინანსებენ ჩინოვნიკების სქემებს.

„მე მათ მინდა ვუთხრა, რომ კორუფციის ბუდე და საწყისი თავად არიან. ისინი არათუ ებრძვიან კორუფციას, არამედ უწყობენ ხელს. საქართველოში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, სახელმწიფო საწარმოებმა, რომელსაც მართავენ ჩინოვნიკები, ე.წ ჰიბრიდულმა გარიგებამ ჭიათურასა და ზესტაფონში, საქართველოს რკინიგზამ და სხვა, 3 მლრდ. ზარალი აჩვენა. დაზარალდა თითოეული მოქალაქე,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბრიფინგის დროს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, ოკუპაციას შეეხო.

"ოკუპაცია კვლავ რჩება ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად," - პრემიერის ამ ფრაზას ხაზარაძემ სამარცხვინო უწოდა, იმ რეალობაში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსანი ღია ტექსტით, დაუფარავად ემუქრებოდა საქართველოს მოქალაქეს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობას აღნიშნულზე პროტესტი არ გამოუთქვამს, დღევანდელი შეფასება კი უადგილოა.

პრესკონფერენციაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აშშ-სთან პარტნიორობის საკითხი განიხილა და აღნიშნა, რომ დღეს საქარველოს ამერიკის მხრიდან ყველაზე მძიმე შეფასებები აქვს, რაც „ქართული ოცნების“ „დამსახურებაა“.

აშშ-სთან პარტნიორობას პრემიერ-მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა. მამუკა ხაზარაძის განმარტებით კი, მაღალ ნიშნულზე მხოლოდ აშშ-სა და ქართველ ხალხის ურთიერთობაა, რაშიც მმართველ გუნდს წილი არ უდევს. პარტიის ლიდერი იმ კრიტიკაზეც საუბრობს, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანამ ამერიკისგან მიიღო. ხაზარაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავი გამოიჩინა, როგორც გადამგდებმა და მატყუარა მთავრობამ.

"ოცნების ხელისუფლებამ ქვეყანა დააყენა გაზრდილი საერთაშორისო ვალის, ოკუპანტი ქვეყნის დაუფარავი აგრესიის, კორუფციისა და საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორების, ევროპისა და ამერიკის კრიტიკის წინაშე, რომელსაც ეს მთავრობა ვერ უძლებს.“

წყარო: lelo2020.ge

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...

მსგავსი სიახლეები

up