„ჩვენ გვინდა სწორი რეგულაციები“ - რა პრეტენზიები აქვს თემურ ჭყონიას სასტუმრო ბიზნესის საგადასახადო სისტემაზე

„ჩვენ გვინდა სწორი რეგულაციები“ - რა პრეტენზიები აქვს თემურ ჭყონიას სასტუმრო ბიზნესის საგადასახადო სისტემაზე

access_time2019-06-11 14:30:18


„ამ ვითარებაში სასტუმრო ვერ განვითარდება, რადგან გასავალი აჭარბებს შემოსავალს“, - ამის შესახებ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ ქობულეთში მდებარე სასტუმრო „ჯორჯია პალასის“ მუშაობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სადასახადო სისტემა, რომელიც საქართველოშია, არასწორია და რეგიონებში სასტუმრო ბიზნესის განვითარებას აფერხებს.


„ჯორჯია პალასი“ არ დაიხურება, ეს პრესტიჟის ამბავია, მაგრამ ვიბრძვით, რომ სახელი არ შეგველახოს“,- აღნიშნავს ბიზნესმენი.


ცნობისთვის, ქობულეთში მდებარე 7-სართულიანი, 156 - ნომრიანი სასტუმრო „ჯორჯია პალასი“ უკვე 11 წელია ფუნქციონირებს. გასული წლის თებერვალში თემურ ჭყონიამ კომპლექსის მართვაში ესპანური კომპანია იმ მოტივით შეიყვანა, რომ რეგიონში კონკურენცია და მომსახურების ხარისხი გაუმჯობესებულიყო. თუმცა როგორც ამჟამად ბიზნესმენი აცხადებს, ის საგადასახადო სისტემა, რომელიც ქვეყანაშია, განვითარების პროცესს ხელს უშლის.


„თვითონ ამ სასტუმროზე და ბრენდზე არ მინდა საუბარი. თუმცა, თუკი ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში ტურიზმი უნდა განვითარდეს, იმ გადასახადებზეც უნდა ითქვას, რომელიც არსებობს ქობულეთში, წყალტუბოში თუ სხვა პატარა ქალაქებში. ასეთ ადგილებში ისეთივე საგადასახადო სისტემაა, როგორიც თბილისში. აქ შეღავათებზე არ არის საუბარი, მეტიც, მე არ მიყვარს, ეს სიტყვა, ვგულისმობ ხელშეწყობას, რომელიც განვითარებისთვის აუცილებელია. გათანაბრების თემა არის საშინელება. ეს არის კომუნისტური მენტალიტეტი.



ყველას უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი. ვგულისხმობ იმას, რომ ქობულეთის და თბილისის სასტუმროები ერთი და იგივე გადასახადებს არ უნდა იხდიდნენ. თუ გინდა, რომ ქობულეთი განვითარდეს, იქ სხვა საგადასახადო სისტემა უნდა იყოს. როდესაც ამ საკითხს ვსვამ, მპასუხობენ, ამას ცალკე აღრიცხვა სჭირდებაო. არაფერი არ სჭირდება, ასე იყო 20-30 წლის წინ, იმიტომ, რომ მაშინ კონტროლი სხვა მეთოდებით ხდებოდა. მაშინ კალკულატორითაც ვანგარიშობდით. ახლა ტექნოლოგიები განვითრდა და ეს პროცესიც გამარტივდა“,-აცხადებს თემურ ჭყონია.


მისი თქმით, ასეთ ვითარებაში ქობულეთის სასტუმრო არა თუ ვითარდება, არამედ საკუთარ ხარჯებსაც ვერ ფარავს.


„წარმოიდგინეთ, ჩვენი სასტუმრო რა გადასახადსაც იხდის, იგივე ოდენობისას იხდის თბილისში „მერიოტი“ და სხვა. ამ ვითარებაში სასტუმრო ვერ ვითარდება, რადგან გასავალი აჭარბებს შემოსავალს, ქობულეთში ამიტომაც არ აშენებს არავინ არაფერს“,- აცხადებს თემურ ჭყონია.


ჭყონიას პოზიციით, თუ არსებული საგადასახადო სისტემა არ შეიცვალა, რეგიონში სასტუმრო ბიზნესის განვითარება წარმოუდგენელია.


„ჩვენი სასტუმრო არ დაიხურება, ეს პრესტიჟის ამბავია, მაგრამ ვიბრძით, რომ სახელი არ შეგველახოს. შეღავათი კი არა, ჩვენ გვინდა სწორი რეგულაციები. ამას წინ წავიკითხე, ურეკის განვითარებაში 5 მილიონი ჩაიდებაო. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ქობულეთმა რა დააშავა? რატომ ხდება, რომ ერთ ადგილზე არის დიდი კონცენტრაცია და მეორეს ყურადღებას არ აქცევენ. ყველაფერი არის პოპულისტური და სწორედ ეს პოპულიზმი, მლიქვნელობა და უცოდინრობა ღუპავს ყველაფერს“,-აცხადებს თემურ ჭყონია.



 

BPN






საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები

საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები
access_time2019-06-18 09:00:10
 „იმისთვის, რომ საქართველო შეუერთდეს თავისუფალ ეკონომიკებს, მათ შორის ამერიკულ ეკონომიკას და ჰქონდეს პრეტენზია რეგიონში იყოს კონსოლიდატორი ამერიკული ეკონომიკური აქტივობების, ამას სჭირდება ინფრასტრუქტურულად, ინსტიტუციურად გამართული პოლიტიკური სისტემა და არა არაფორმალური მმართველობა,“- ასე აფასებს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელის მიხედვითაც საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი...

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა
access_time2019-06-17 20:00:07
რუსულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც წესით, უნდა ყოფილ ძალიან სასიხარულო აფხაზებისთვის - „აფხაზეთი  რუსეთის მოქალაქეებს შორის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა. კერძოდ, 2019 წლის პირველ კვარტალში, აფხაზეთში ჩავიდა 803 000 რუსი ტურისტი, მაშინ როდესაც ფინეთში 731 000, ყაზახეთში 528 000, ჩინეთში 484 000, გერმანიაში -...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე
access_time2019-06-17 19:00:07
წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ეკონომიკაში მინიმუმ ორჯერ არის ტემპი გაზრდილი ყველა მიმართულებით, — ეს სიტყვები  პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტთან შეხვედრისას განაცხადა.  ფაქტ-მეტრმა შეისწავლა ივანიშვილის განცხადება,  როგორც ბევრი სხვა “ქართული ოცნების“ დაპირება და დაასკვნა, რომ  ეს განცხადება...

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

სერგეენკოს ჰქონდა როგორც ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი

 სერგეენკოს ჰქონდა როგორც  ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი
access_time2019-06-18 10:00:43
„ისეთი ექიმი კი არ არის, რომელსაც დიპლომი აქვს მხოლოდ, არამედ მას ნამუშევარი აქვს კლინიკაში და იცის რა არის მძიმე პაციენტის მოვლა და ღამისთენება,“ - ასე აფასებს დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე. როგორც ცნობილია, არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს და მის შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის...


მსგავსი სიახლეები

up