„ჩვენ გვერდით კონკურენტი ბაზარი იქმნება“ - რამ განაპირობა სომხეთში ავტომობილების რეექსპორტის 600%-იანი ზრდა

„ჩვენ გვერდით კონკურენტი ბაზარი იქმნება“ - რამ განაპირობა სომხეთში ავტომობილების რეექსპორტის 600%-იანი ზრდა

access_time2022-08-07 14:00:33

2022 წელს საქართველოდან სომხეთში 14.6 მლნ დოლარის 2 034 ერთეული მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, გასული წლის 6 თვეში კი, 1.6 მლნ აშშ დოლარის 234 ერთეული ავტომობილის.


საქართველოს ავტო იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი, ლაშა დარბაისელი ,,ბიზნესპრესნიუსთან ფაქტს რამდენიმე მიზეზით ხსნის, მათ შორის, რუსეთის ფაქტორით, სადაც შესაძლოა, სომხეთის გავლით გადიოდეს ავტომობილები საქართველოდან. 


„სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომი ფაქტობრივად, დასრულდა. დასრულდა პანდემიაც და ზრდა, ცხადია ამ ორი ფაქტორის გამო მოსალოდნელი იყო რეექსპორტის მატება. ზრდის მიზეზია ისიც, რომ ახალი წლოვანების ავტომობილები სჭირდებათ. ეს მხოლოდ სომხეთში არა, აზერბაიჯანშიც 2005 წლის ქვემოთ ასაკის ავტომობილს ვერ შეიყვან. გარკვეული წლოვანება აქვს განსაზღვრული სომხეთსაც. ეს არის ობიექტური მიზეზები, გარდა ამისა, არის სხვაც, რამაც არაბუნებრივი ზრდა განაპირობა. 



აქ ერთი საინტერესო ფაქტია კიდევ, კერძოდ, სომხეთის ბაზარი შეიძლება სამომავლოდ კონკურენტადაც კი მოვიაზროთ. ბევრი ჩემი ახლობელი და ნაცნობი ყაზახიც, რომელიც კონკრეტულ მოდელს ეძებდა, ვერ იპოვა საქართველოში და სომხეთში შეიძინა. ასეთი ფაქტებიც ფიქსირდება არც თუ იშვიათად. ასევე, სომხეთიდან და ყაზახეთიდან, დიდი შანსია, რომ ავტომობილები რუსეთში გადიოდეს. სამწუხაროდ, ეს ბევრი ქართველი იმპორტიორისთვისაც კი არ არის პრობლემა, რაც ჩემთვის გასაოცარია. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ყაზახეთში ასეთი მასშტაბური ზრდა არ არის, განსხვავებით სომხეთისგან.


რეალურად, ჩვენ გვერდით კონკურენტი ბაზარი იქმნება, რომელიც წაიღებს 800 მლნ დოლარს. აქვს ამ სექტორს რესურსი, რომ ასე განვითარდეს. ახლა ეს საფრთხე სომხეთში დგას, ადრე აზერბაიჯანში იყო, არარეალური ზდა რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია იქმნება, რომელსაც თუ ახლა ვერ გავუძლებთ, ვეღარ დავიბრუნებთ ამ ნიშას. თავიდან ამის შექმნა, რთულია თუ არა შეუძლებელი“, - განაცხადა ავტო იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


წყარო: bpn.ge






სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული
access_time2022-09-24 23:00:00
თბილისში კოსტავას 68-ში მდებარე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა მორიგ აუქციონზე იყიდება. მიმდინარე აუქციონზე, რომელიც 30 სექტემბერსაა ჩანიშნული, ობიექტის საწყისი ღირებულება დღგ-ს გარეშე 65 000 000 ლარს, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 76 700 000 ლარს შეადგენს, რომელიც მყიდველს შემდეგი გრაფიკით უნდა გადაიხადოს: 45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში; 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31...

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა
access_time2022-09-25 11:00:20
აგვისტოს თვეში, ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 4,4%-ით გაიზარდა, რაც 650,305 მანქანას შეადგენს.    ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ASEA) მონაცემებით, ეს პირველი დადებითი შედეგი იყო 13 თვიანი ვარდნის...

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა
access_time2022-09-24 21:01:27
ბელარუსის მინისტრთა საბჭომ ქვეყნიდან ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა, კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამავდროულად, რეზოლუციის მოქმედება არ ვრცელდება ბელარუსის რესპუბლიკის გარეთ ექსპორტირებულ საქონელზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყნებში. ბელარუსიდან დროებითი ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის სიაშია ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, ფეტვი, წიწიბურა, შვრია და სხვა...

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა
access_time2022-09-24 18:00:05
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე. ამასთან, კანონი დეზერტირობისთვის, ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის...

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე
access_time2022-09-24 17:20:47
საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა, ეს გამოწვეულია ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე მიმდინარე მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოების გამო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რაც შეეხება წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების რეაბილიტაციას, პროცესი ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება. „ეს სამუშაოები დაიწყება მას...


მსგავსი სიახლეები

up