„ჩვენ გვჭირდება მსხვილი პროექტები და სწრაფი განვითარება“ - ზურაბ ნოღაიდელი

„ჩვენ გვჭირდება მსხვილი პროექტები და სწრაფი განვითარება“ - ზურაბ ნოღაიდელი

access_time2021-05-04 16:19:33

„აზერბაიჯანთანსაქართველოს ყველაზე მყარი ენერგოკავშირი აქვს. გვაქვს 500 კილოვოლტიანი უმყარესი კავშირი, რომელიც პრაქტიკულად ურისკო რელიეფზე გადის. არის კიდევ ერთი 330 კილოვოლტიანი კავშირი და კიდევ ერთი 330 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი აზერბაიჯანის მხრიდან საზღვრამდე მოყვანილი და ჩვენს მხარეს 18 კილომეტრიანი ქსელის მონაკვეთი აქვს დასასრულებელი, რომ ეს ხაზიც გარდაბნის ქვესადგურს შეუერთდეს“, - ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს.


მისი განმარტებით, აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ენერგოინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაზრდა და მიმდინარე პროექტების დროულად დასრულება ნიშნავს, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან შეგვეძლება თითქმის 1500 მეგავატი სიმძლავრის გაცვლა, რაც ზემყარ კავშირს გულისხმობს.


„ენერგოინფრასტრუქტურის განვითარება ყველა მეზობელთან აუცილებელია.მესმის, რომ ეს პროცესი დანახარჯებთანაა დაკავშირებული. მესმის ისიც, რომ ტარიფზეც, დიდი ალბათობით, ამ ინვესტიციებს ექნება გავლენა, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ უფასო არაფერია. ამ შემთხვევაში, ასარჩევია, - მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მინიმუმ 10% -იანი ეკონომიკური ზრდა, რამაც კეთილდღეობა უნდა გაზარდოს ქვეყანაში. ეს ერთის მხრივ. და მეორე მხრივ, ელექტროენერგიაზე დაბალი ტარიფის შენარჩუნება, რაც, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარების შეჩერებას და შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების შეფერხებას გამოიწვევს. ცხადია, როგორც ყველგან და ყველაფერში, აქაც ბალანსიასაჭირო და აუცილებელი, მაგრამ ამოცანებიც სწორად უნდა გვესმოდეს.



საქართველოს ენერგოსექტორი არის საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი, თუ ყველაზე მთავარი არა, ფაქტორი. აქ მცირე პროექტებით, ისეთი პროექტებით, რომლებიც ისედაც თავისთავად ხორციელდება, ჩვენ ფონს ვერ გავალთ. ჩვენ გვჭირდება მსხვილი პროექტები და სწრაფი განვითარება, - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up