„ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რეზერვი  და პოტენციალი იმისთვის, რომ ავაშენოთ საუკეთესო მომავალი“ - მამუკა ხაზარაძე

„ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რეზერვი და პოტენციალი იმისთვის, რომ ავაშენოთ საუკეთესო მომავალი“ - მამუკა ხაზარაძე

access_time2020-10-04 22:10:04

დღეს „ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე სოფელ ერგნეთსა და შინდისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - კახა კოჟორიძე წარუდგინა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



მოსახლეობას „ლელოს“ ლიდერებმა პარტიის ახალი პროგრამა - „ლელოს“ „ახალი მარშალის გეგმა“, კონკრეტული ეკონომიკური განვითარების ხედვა წარუდგინეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.



„ლელო“ აგრძელებს „ახალი მარშალის გეგმის“საჯარო განხილვებს ქალაქებსა და სოფლებში.



პარტიის დამფუძნებელმა მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ „ლელო“ არის იდეა, არის მიზანი და „ლელო“ არის საქართველო, რომელშიც ადამიანები ადამიანები გაერთიანდენ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.




„ამ საქმეში მინდა, რომ მთელი ჩემი ჯანი, მთელი ჩემი ცოდნა ჩავდო, რომელსაც ქვეყნის გამოყვანა ჰქვია იმ მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს ვართ. არ მინდა, კიდევ დავამძიმო სიტუაცია, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, სად ვდგავართ, თუმცა, ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ვართ ევროპაში, სადაც 8 წლის განმავლობაში ერთ სრულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი არ გაზრდილა, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც სამი მილიონ შვიდასი ათასი მაცხოვრებლიდან 450 000 არის სოციალურად დაუცველი. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც საერთაშორისო კვლევით ორი კვირის წინ 77 000 ბავშვი კიდევ შიმშილობს და საიდანაც მილიონ ნახევარი ადამიანი არის გასული. არ დარჩენილა ოჯახი, რომ ვიღაც უცხოეთში არ იყოს წასული. მძიმე შრომით რიცხავენ თანხებს, რითიც ვარსებობთ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც არათუ გეგმა ვერ ვნახეთ ბოლო წლებში, არამედ იმედიანი დაპირებაც აბსურდად გადაგვიქციეს. დავდივარ მთელ საქართველოში ჩემს მეგობრებთან ერთად და მესმის ყველგან სიტყვები - „მაინც არაფერი არ შეიცვლება“. ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანები გაეღატაკებინა. მოსახლეობას აშინებენ, თუ ისინი ჩვენი პარტიის გვერდით მოინდომებენ დადგომას. ასეთი რამ აღარ უნდა არსებობდეს, ქართველი ერი არის ბრძენი ერი და აქვს მოთმინების უნარი, მაგრამ არის დრო და პერიოდები როდესაც უნდა ვთქვათ - საკმარისია, ახალი ცხოვრება იწყება ახლა! ამ ახალი ცხოვრებისა და არჩევნების თავში იდგება „ლელო““-აცხადებს ხაზარაძე.



ხაზარაძის თქმით, ქართველ ერს ბევრჯერ გასჭირვებია, მაგრამ არ დაუჩოქია. დადგა მომენტი, რომ წელში გავიმართოთ და ერთმანეთს ვუთხრათ, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რეზერვი და პოტენციალი იმისთვის, რომ ავაშენოთ საუკეთესო მომავალი ჩვენი შვილებისთვის.



„თუ უარს არ ვიტყვით წარსულზე, არა ისტორიულ, არამედ იმ ცუდ წარსულზე, რომელიც თავს მოგვახვიეს, მხოლოდ ესაა გამოსავალი. თუ ახალ ძალას არ დავუჭერთ მხარს, ვიქნებით ვიღაცის ხელის შემყურე. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი უნიკალური ლელოს "მარშალის გეგმით" 4 წელიწადში სრულიად გარდავქმნით ქვეყანას, მის ეკონომიკას, შევქმნით ძლიერ საშუალო ფენას და ამაზე არცერთ პარტიას არ უზრუნია აქამდე. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. დადგა დრო სერიოზული ცვლილების დრო ამ ქვეყანაში, ვფიცავ ამ ადგილას, ჩვენს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ამ ქვეყნის წარმატებისთვის,რომ დავადგეთ სიყვარულის და გამარჯვების გზას,“-აღნიშნა ხაზარაძემ.



„ქვეყნაში ბევრი რამაა გასაკეთებელი, ხოლო საქმის ომი ყველაზე კარგად იცის „ლელომ““-ამის შესახებ „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კოჟორიძემ წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.



„მე ვარ ამაყი, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. ჩემს ოლქში ვაპირებ ორი მიმართულებით მუშაობას. პირველია რეგიონის გაძლიერება, წყალი, ინტერნეტი, გზები. ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც რეგიონის მოსახლეობას აწუხებს და რომელიც უნდა მოვაგვაროთ. „ლელოს“ გეგმით, რეგიონის ფული დარჩება რეგიონს. მეორე მიმართულებაა რეფორმები მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ - განაცხადა კოჟორიძემ.



NS






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up