„ჩვენ გვაქვს პროცედურები, რომლებიც უცხოელებს არ აქვთ, ჩვენ ქართულ  ველნესს ვაშენებთ“ -  თამაზ მჭედლიძე

„ჩვენ გვაქვს პროცედურები, რომლებიც უცხოელებს არ აქვთ, ჩვენ ქართულ ველნესს ვაშენებთ“ - თამაზ მჭედლიძე

access_time2022-12-06 15:00:55

„ძალიან გამიმართლა, რადგან გიორგი ხმალაძე ძალიან კარგი ქართველი არქიტექტორია, რომელმაც გამიკეთა ისეთი კოტეჯები, რომლებიც თან  ჩანს ბუნებაში, თან არ ჩანს“, -  ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ ეთერში,  ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“  ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელმა თამაზ მჭედლიძემ ისაუბრა, მისი თქმით, ადამიანმა უნდა  შექმნას ისეთი გარემო, რომ ბუნებასთან ჰარმონიაშია.

 

 

 

„შეიმალო ბუნებაში, ეს  სტილისტიკაც უნდა გავაკეთოთ, ამ ეტაპზე  ველნეს კოტეჯები დავარქვით, ყველა მათგანი არის მწვანე სახურავით, ყველა მხარეს იღება, რომ სივრცეები იყოს  ღია,  იონიზირებული ჰაერი ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც  ვენტილაცია და კონდიციონერია, იქ იონიზაცია კვდება, ამიტომ ბუნებაშიც კი ღია  სივრცეში  თუ არ ხარ და  დახურე, იქ  იონიზაცია გითავდება, ბუნება უნდა იყოს ბუნებასთან და შერწყმული უნდა იყო“, - აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ

 

 

 

თამაზ მჭედლიძის თქმით, ბიოლის  მთავარი ველნეს-ექსპერტი არის მიხეილ  ქოჩიაშვილი, ექიმი, ფიტოთერაპევტი, თანამედროვე  მედიცინის და ბუნების ენერგიის გამოყენების მცოდნე.

 


 

 

„ჩვენ სწორ ენერგიას ვიღებთ ბუნებიდან, სწორად რომ ვიკვებებით, სწორ დანამატებს, რომ ვიღებთ და ა.შ. ჩვენ დავამუშავეთ ქართული პროცედურები, ქართული მარილის პროცედურები. ჩვენ გვაქვს  პროცედურები, რომლებიც უცხოელებს  არ აქვთ, ჩვენ ქართულ  ველნესს ვაშენებთ და ვინმემ რომ თქვას,  ტაილანდურ მასაჟს გაგიკეთებთო, სასაცილო იქნება. ეს უნდა იყოს ეთნო ქართული და ამ ყველაფერს ვაკეთებთ და ამას  განვავითარებთ“, - აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ.

 

 

 

კითხვაზე, რა სისტემური ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ რომ ქართული ველნესი გახდეს  საქართველოს ბრენდკოდი და  ქვეყანამ მკურნალი ქვეყნის  სტატუსი შეიძინოს, თამაზ  მჭედლიძე პასუხობს, რომ ამისთვის საჭიროა კანონმდებლობა და განათლებით ტირაჟირება.

 

 

 

„ბუნება გვაქვს, ბუნების ეკოლოგიური კანონმდებლობაც მოსაწესრიგებელია , ფოთლების და ბალახის  დაწვა კატეგორიულად  აკრძალულია, მძიმე  მეტალები ფოთლებიდან ადის ჰაერში, თავსაც ვიწამლავთ, შვილებსაც ვწამლავთ და მთელი ბუკეტი ავადმყოფობების  ფეთქდება, ამის კულტურა გვინდა და ეკოლოგიურად ცხოვრების კულტურა გვჭირდება“, - აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ.

 

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up