ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, რომ მივაღწიოთ „საინვესტიციო რეიტინგს“ - ლაშა ხუციშვილი

ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, რომ მივაღწიოთ „საინვესტიციო რეიტინგს“ - ლაშა ხუციშვილი

access_time2023-02-03 14:00:08

საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა აგებულია ინვესტიციებისა და ბიზნესისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს ბანკისა და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის ერთობლივი პროექტის - „ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკას მიეძღვნა.

 

გამოსვლისას, მან ისაუბრა სარეიტინგო სააგენტო „Fitch-ის  მიერ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივასა და სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესების შესახებ.

 

„სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და სტაბილური შეფასებაა. ეს არ გახლავთ ისეთი მაჩვენებელი, სადაც რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია დიდი პროგრესის მიღწევა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ერთი საფეხურის ცვლილებასაც კი, მინიმუმ რამდენიმე წელიწადი სჭირდება და დროის ეს შუალედი, ბუნებრივია, დამოკიდებულია ამ პერიოდში მიღწეულ პროგრესსა და განხორციელებულ რეფორმებზე. დღეისათვის, ჩვენი საკრედიტო რეიტინგი BB დონეზეა შეფასებული. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, რომ მივაღწიოთ „საინვესტიციო რეიტინგს, რა მიზანსაც Fitch-ის ბოლო ცვლილებამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

მისი განცხადებით, საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას ერთდროულად მრავალი მიმართულებით წინსვლა სჭირდება.


 

„ეს მიმართულებებია: მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფისკალური დისციპლინა, რაც ბოლო წლებია ჩვენი ძლიერი მხარეებია, ქვეყნის მმართველობის ხარისხი, რითაც აგრეთვე ლიდერი პოზიცია გვიჭირავს მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის, საგარეო მოწყვლადობები, სადაც ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ქვეყანამ შემცირების მიმართულებით, გეოპოლიტიკური რისკები და ქვეყნის შემოსავლების დონე, რაც არის გრძელვადიანი გამოწვევა და სადაც ინვესტიციებს აქვს ძალიან დიდი როლი, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

როგორც მან განაცხადა, ერთი მხრივ, შემოსავლების ზრდისთვის, ანუ ეკონომიკური ზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო გარემო, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდა, მმართველობის მაღალი ხარისხი, სტაბილური ეკონომიკური პოლიტიკა და საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირება, ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში.

 

საქართველოს ბანკისა და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის ერთობლივი პროექტის - „ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა მესამე დისკუსია, რომლის  მთავარი თემა იყო „საინვესტიციო პოლიტიკა.

 

დისკუსიაში ფინანსთა მინისტრთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა. დისკუსიას მოდერაციას უწევდა „ჯეოქეისის ეკონომიკური მიმართულების დირექტორი გიორგი აბაშიშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up