ჩვენ გადავიტანთ ამ ზამთარს - ოლაფ შოლცი

ჩვენ გადავიტანთ ამ ზამთარს - ოლაფ შოლცი

access_time2022-09-04 17:30:42

გერმანიის მთავრობამ პირობა დადო, გაუთვალისწინებელი გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი გამოიყენოს იმისთვის, რომ დაეხმაროს მომხმარებლებს ენერგომატარებლებზე მზარდ ფასებთან გამკლავებაში მაშინ, როცა ქვეყანა თავს აღწევს რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას.


გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 4 სექტემბერს განაცხადა, რომ მთავრობა 1,5 მილიარდ ევროს გამოყოფს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სუბსიდირებისთვის და ზოგიერთ სოციალურ შემწეობას ინფლაციის შესაბამისად გაუკეთებს კორექტირებას. მთლიანობაში პაკეტი შეადგენს 65 მილიონ ევროს ეკონომიკური მხარდაჭერის სახით, თქვა შოლცმა.


„ჩვენ გადავიტანთ ამ ზამთარს,“ განაცხადა შოლცმა და დასძინა, რომ გერმანიას საკმარისი ენერგორესურსები მოეპოვება, რათა გაძლოს მომავალ წლამდე - მათ შორისაა ბუნებრივი აირის საცავები და ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების კვლავ ამუშავება.


ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა ებრძვის COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების შედეგებს, ასევე ახალ ინფლაციურ ზეწოლას სურსათსა და ენერგიაზე, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან და მიმდინარე ომთანაა დაკავშირებული.



2 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ პორტოვაიაში საკომპრესორო სადგურის ტურბინებში ზეთის გაჟონვის გამო გაურკვეველი ვადით წყვეტს ბუნებრივი გაზის მიწოდებას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ით.


გერმანიის ფედერალურმა მარეგულირებელმა უწყებამ და სამრეწველო გიგანტმა Siemens Energy-მ, რომელიც აწარმოებს პორტოვაიის ტექნიკური აღჭურვილობის მომსახურებას, ეჭვქვეშ დააყენეს „გაზპრომის“ განცხადება და თქვეს, რომ არსებობს საკმარისი სარეზერვო სისტემები საიმისოდ, რომ უზრუნველყოფილი იყოს გაზის მიწოდება მიუხედავად ზეთის გაჟონვისა.


გაზის მიწოდების შეწყვეტამ გააჩინა შიშები, რომ რუსეთი გაზსადენს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გააჩერებს გათიშულ მდგომარეობაში, რათა ზეწოლა განახორციელოს დასავლეთის ქვეყნებზე და დაარღვიოს მათი ერთობა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხში.



წყარო: radiotavisupleba.ge


თეგები:
ოლაფ შოლცი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up