„თუ ჩვენს ეკონომიკას გადავიყვანთ ლოგისტიკასა  და მაღალინტელექტუალური პროდუქციის წარმოებაზე, მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური როლი გვექნება“ -პოსტპანდემიის 2021 წელი

„თუ ჩვენს ეკონომიკას გადავიყვანთ ლოგისტიკასა და მაღალინტელექტუალური პროდუქციის წარმოებაზე, მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური როლი გვექნება“ -პოსტპანდემიის 2021 წელი

access_time2020-04-10 10:50:54

„თუ ჩვენ ფუნდამენტურად შევცვლით ეკონომიკურ ორიენტაციას - ტურიზმისა და სოფლის მეურეობაზე სწორების  ნაცვლად, ჩვენს ეკონომიკას გადავიყვანთ თანამედროვე ლოგისტიკასა  და მაღალინტელექტუალური პროდუქციის წარმოებაზე. ეს მოგვცემს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს მსოფლიოში და ძალიან საწყენი იქნება თუ ამ წლის ბოლოს ეს მატარებელი ჩაივლის და ამ შესაძლებლობას  ვერ გამოვიყენებთ.“ - მოსალოდნელი ახალი მსოფლიო წესრიგი, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყობა და საქართველოს პოტენციალი მსოფლიო ეკონომიკურ ჯაჭვში - ამ თემებზე „კომერსანტთან“ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ ისაუბრა.


პოსტპანდემიის 2021 წელი ანალიტიკოსების მიერ ფასდება, როგორც მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის საწყისი. ვინ იქნება ამ პროცესებში გამარჯვებული და დამარცხებული, როგორი იქნება აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ომის მოსალოდნელი შედეგები და სად აღმოჩნდება საქართველო ახალ გეოპოლიტიკურ რუკაზე?


აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება , ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და საქართველს გეოგრაფიული მდებარეობა - ეს ის ფუნდამენტია, რაც  ბათუ ქუთელიას მოსაზრებით საქართველოს ეკონომიკური კონუქტურას ძირფესვიანად შეცვლისა და მაღალინტელექტუალური ეკონომიკის წარმოების პოტენციალს მისცემს.


„ახალი არ არის, რომ მიმდინარე სავაჭრო ომი ჩინეთსა და აშშ-ს შორის გლობალური ეკონომიკური ლანდშაფტის გადანაწილებასა და ეკონომიკური კონუქტიურის შეცვლას მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს.  ვხედავთ, რომ მედიაში დიდი კრიტიკა წამოვიდა ჩინეთისა და მისი ხელისუფლების მიმართ, რომელსაც პასუხისმგებლობას აკისრებენ ამ მსოფლიო პანდემიაზე.  პოლიტიკური დღის წერიგიდან გამომდინარე, რა ფორმით გადანაწილდება ეკონომიკური როლები მსოფლიოში და ჩინური მრეწველობის რა ნაწილს ჩაააცვლებს დასავლური ბაზარი, ეს დამოკიდებულია დღეს მიმდინარე სავაჭრო მოლაპარკებებზე და იმაზე, თუ ამ უახლოეს თვეებში, როგორ გაგრძელდება ეს ურთიერთობა. ჩინური მრეწველობა  მსოფლიოს მიწოდების ჯაჭვის დიდ ნაწილს შეადგენს და ამის გადალაგება ახალ სისტემებზე რთული იქნება . მაგრამ მეორეს მხრივ, ეს არის შესაძლებლობა ბევრი სხვა ქვეყნისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ახალ გადანაწილებულ ეკონომიკაში თავისი როლი და ფუნქცია გააძლიერონ ან ახალი შეითავსონ.



საქათველოს აქვს დიდ პოტენციალი ამ რგოლში, რომელზე  ფიქრიც წლების წინ უნდა დაგვეწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო ამის გადახედვა. მსოფლიო ეკონომიკის მთავარი მოტორი მაინც ამერიკაა , განსაკუთრებით, ტექნოლოგიური კუთხით. 2011 წლიდან გვაქვს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების პოტენციალი. ამას სჭირდება გაძლიერება, რათა ამ მომენტით ვისარგებლოთ და ეს ვაჭრობა მკვდარი წერტილიდან დავძრათ. ეს იქნება ის პლატფორმა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას პრეტენზია ვიქონიოთ ახალ როლზე მსოფლიო ეკონომიკურ ჯაჭვში.  ეს იქნება აშშ-ს ბაზარზე  გარკვეული პროდუქტების ან მისი ნაწილის მიწოდება. საქართველოს შეუძლია შეცვალოს ეკონომიკური გეზი და უფრო დიდი როლი დაიკავოს, ეს კი ახალ მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისას გონივრულად უნდა გამოვიყენოთ.“- აღნიშნავს ექსპერტი.  


როგორია მიმდინარე გლობალური პანდემიის გავლენა ახალ ეკონონომიკურ წესრიგზე და ხომ არ დააჩქარა კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიოს ანალიტიკოსების საერთო მოსაზრება ძალების გადანაწილებაზე?- ამ კითხვაზე პასუხად საერთაშორისო ურთიერთობებიის ექსპერტი განმარტავს, რომ პანდემიამ დააჩქარა ეკონომიკური თუ სხვა ბზარების გამოჩენა ქვეყნებში.  ამ კუთხით კი რუსეთი თვალსაჩინო საერთაშორისო აქტორია, რომელიც ნებისმიერ კრიზისს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს.


„მსოფლიო პანდემიამ ბევრი რამე შეცვალა საერთაშორისო ასპარეზზე. ზოგადად, ბოლო ათწლეულის მანძილზე სახეზეა არსებული მსოფლიო წესრიგის მოშლის და ახალი მსოფლიო წერიგის ჩამოყალიბების ყველანაირი ნიშანი.  ეს პროცესი პანდემიამდეც მიმდინარეობდა, მაგრამ უფრო უსაფრთხოების კუთხით და ეკონომიკაც ამის ნაწილი იყო. ამ გათვლებში რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ დიდი როლი ითამაშა, რომელმაც 2008 წელს საქართველოში შემოსვლით, დემოკრატიის პროცესებში ჩარევით, შემდგომ დიდი ოცეულის სამიტზე პუტინის განცხადებით, რომ ლიბერალურმა დემოკრატიამ თავისი დრო მოჭამა, ეს ყველაფერი ახალი გეოპოლიტკიკური და ეკონომიკური გადაწყობის ნიშნებს აჩენდა.  წელსაც ვხედავთ, რომ  მსოფლიოს ყველა  კრიზისულ გამოწვევას რუსეთი თავისი ინტერესებისთვის იყენებს. მისი ამოცანაა დაასუსტოს თავისუფალი სამყარო და დამოკრატია და ესეც განტოლების ნაწილი იქნება იმ ახალი წესრიგის, რომელიც მოსალოდნელია. პანდემიამ ეს ბზარები რაც არსებობდა უფრო მკვეთრად გამოაჩინა.“ - განმარტა ბათუ ქუთელიამ.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up