„ჩვენ ეკონომიკას მაღალკვალიფიციური დასაქმებული და პროდუქტიული შრომა სჭირდება, სანამ ამას მივაღწევთ, დიახ, უფრო მეტი შრომა მოგვიწევს“ - ნიკა ნანუაშვილი

„ჩვენ ეკონომიკას მაღალკვალიფიციური დასაქმებული და პროდუქტიული შრომა სჭირდება, სანამ ამას მივაღწევთ, დიახ, უფრო მეტი შრომა მოგვიწევს“ - ნიკა ნანუაშვილი

access_time2023-02-06 20:30:34

რას ფიქრობს ბიზნესი 40 საათიან სამუშაო კვირაზე, რა გამოწვევების წინაშე დადგება სექტორი და კადრების დეფიციტის პირობებში როგორ  გაართმევს თავს ესა თუ ის ბიზნესი სამუშაო დროის კვირაში 40 საათით განსაზღვრას, ამ თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა  დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა  ისაუბრა.

 


მისი  თქმით  როდესაც საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო საათების რაოდენობა კვირაში 40 საათით არის განსაზღვრული, გათვალისწინებული უნდა იქნეს დასაქმებულის შრომის პროდუქტიულობაც. ნანუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში დასაქმებულის მიერ ერთ საათიანი შრომის შედეგად 10-15 ჯერ მეტი ღირებულების პროდუქტი იქმნება ვიდრე ეს საქართველოშია.

 

  

„ჩვენთან ეს მაჩვენებელი 10-15 ჯერ ნაკლებია, აქედან გამომდინარეობს მისი თანმდევი პრობლემაც.  40 საათიან სამუშაო კვირაზე გადაწყობა ბიზნესის მთელ რიგ სექტორებს, რომლებიც სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე  სამსახურების ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ, გაუჭირდება. ამის მიზეზი არაერთგვაროვანია, ერთ-ერთი არგუმენტი არის ის, რომ ბიზნესს  ხარჯები გაეზრდება, თუმცა ხარჯების ზრდა პრობლემას  ვერ მოაგვარებს.

  

 

მაგალითისთვის, რომ ავიღოთ, სამშენებლო, სტუმარ-მასპინძლობის და საცალო გაყიდვების სექტორი, მათი ხარჯი საშუალოდ 100 მილიონიდან 300 მილიონამდე იქნება, თუმცა ხარჯის ზრდა პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს, რადგან ჩვენ არ გვყავს ადამიანები, ვინც იმ ადამიანების ნაცვლად იმუშავებენ, რომლებიც 40 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადავლენ, შესაბამისად რვა საათი დარჩება ცარიელი და ბიზნესს კადრების მოძიება მოუწევს.

 

  

აღსანიშნავია, რომ კადრების მოძიების პრობლემა ისედაც ძალიან ბევრ ბიზნესს ჰქონდა, აქ არ არის საუბარი მაღალკვალიფიციურ კადრებზე, აქ საუბარია ზოგადად კადრის მოძიებაზე“, - აღნიშნა ნიკა ნანუაშვილმა.

 

  

ნანუაშვილი გამოსავალს  არსებული კადრების  48 საათიან რეჟიმზე  დასაქმებაში და მათთვის ანაზღაურების გაზრდაში ხედავს, თუმცა შრომის  ინსპექცია ცალსახად  განმარტავს, რომ ადამიანების ზეგანაკვეთური მუშაობა არ შეიძლება ჩვეულებრივი პრაქტიკა იყოს. რაც შეეხება რეგულაციის გადავადებას, ნანუაშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და  მიწოდებას  შორის დიდი დისბალანსია, რეგულაციის  გადავადება პრობლემას მხოლოდ დროებით გადაავადებს და არ მოაგვარებს.

 


  

„ეს რომ მხოლოდ ფინანსურ დანახარჯებთან იყოს დაკავშირებული,  გადავადება ეფექტური იქნებოდა, მაგრამ შრომის ბაზარზე კადრები არც ერთი წლის შემდეგ გამოჩნდება და პრობლემა პრობლემად დარჩება.

 

 

ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რიგ დარგებში სამუშაო დრო კვირაში 48 საათი უნდა დარჩეს, ჩვენ არ ვიქნებით პირველი და ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში ვისაც 48 საათიანი სამუშაო კვირა აქვს,  ასეა  ჩვენი მეზობელი თურქეთიც, იქ  ნორმირებული სამუშაო კვირაში 48 საათით არის  განსაზღვრული და სწორედ ეს არის  ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ თურქული ეკონომიკა  წინ მიიწევს“, - აღნიშნა ნიკა ნანუაშვილმა.

 

 

ნანუაშვილის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის  ქვეყნებში ერთი ადამიანის მიერ ერთი საათის განმავლობაში შექმნილი ღირებულება 60-80 ევროს  შეადგენს, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია ევროკავშირის ქვეყნებში შეუძლიათ ბევრად ნაკლები იმუშაონ და მასიურად 4 დღიან ან სამ დღიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ.

 

 

„ადამიანები  ჩვენთანაც ისეთივე  სურვილებით  არიან, ისეთივე  მოტივაცია  აქვთ,  რომ ნაკლები  იმუშავონ და მეტი  დაისვენონ,  მაგრამ შესაძლებლობები გვაქვს  სხვადასხვა.  ჩვენთან  დაბალ პროდუქტიულობას დაბალი  კვალიფიკაცია განაპირობებს, ეს არ არის  სიახლე,  დაბალ პროდუქტიულობას  განაპირობებს  ნაკლები ტექნოლოგიები და ბევრი სხვა ფაქტორი, რაც საერთო ჯამში მიზეზი და საფუძველია ყველა ზედნაშენი პრობლემისა.

 

 

თუ ჩვენთან შრომის პროდუქტიულობა ერთ საათში 70 დოლარი იქნება, შეგვიძლია თამამად გადავიდეთ სამ დღიან სამუშაო კვირაზე.

 

 

ჩვენ ეკონომიკას დღეს მაღალკვალიფიციური დასაქმებული და პროდუქტიული შრომა სჭირდება და სანამ ჩვენ ამ ორ ამოცანას  არ მივაღწევთ,  დიახ, უფრო მეტი შრომა მოგვიწევს“, - აღნიშნა ნიკა ნანუაშვილმა.

 

  

შეგახენებთ, 2023 წლის ბოლოს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ჩამონათვალი გამოქვეყნდა. მთავრობამ ცვლილება გასული წლის 26 დეკემბერს დაამტკიცა, რითაც სპეციფიკური სამუშაო  რეჟიმის  მქონე დარგების ნუსხა შემცირდა, კერძოდ ამ სამუშაო რეჟიმის  მქონე  დარგების ჩამონათვალში აღარ გვხდება ისეთი სამუშაოები როგორიც არის მშენებლობა , ტექსტილი და ტექსტილის  წარმოება, ამ  ახალი  დადგენილების  მიხედვით ამ  სექტორებისთვის 40 საათიანი სამუშაო კვირა განისაზღვრა.

 

 

 

 

 

თაკო კვაჭანტირაძე








Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up