„ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!“ - „ვენდის“ და „დანკინის“ პასუხი რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს

„ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!“ - „ვენდის“ და „დანკინის“ პასუხი რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს

access_time2020-05-22 10:10:34

„ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!“ - ასე პასუხობს „ვენდის“ და „დანკინის“ საერთაშორისო ქსელის რესტორნების გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე ათასობით წერილს, რომელიც კომპანიამ სოციალური ქსელით მიიღო ლოიალური მომხმარებლებისგან.



„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენთვის მთავარი საზრუნავი იყო ყველაფერი გაგვეკეთებინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესებისა და რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენ ასევე ვხელმძღვანელობდით ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით. მიუხედავად შეზღუდვებისა, ჩვენი გუნდი, მიტანის სერვისისა და Drive Thru მომსახურების გამოყენებით უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას და უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით აწვდიდა ერთგულ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს.. შექმნილ ვითარებაში მუშაობა, განსაკუთრებით კი პანდემიის გამოცხადებიდან პირველ დღეებში, იყო საკმაოდ მძიმე და გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ თვითოეულ ჩვენს თანამშრომელს დაუღალავი შრომისა და მართლაც გმირობისთვის.“



„ჩვენ განვაგრძობთ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით მუშაობას და ვიწყებთ რესტორნების მზადებას სტუმრების მისაღებად, რაც გულისხმობს: ყველა რესტორნის შესასვლელში დეზო-ბარიერის მოწყობას, სალაროსთან დამცავი მინის არსებობას, დარბაზის აღჭურვას ხელის სადეზინფექციო ხსნარით და მაგიდების დაშორებას დასაშვები დისტანცით. ამას გარდა, ჩვენი თანამშრომლები იმუშავებენ პირბადით, დამცავი ნიღბით და ხელთათმანებით.” - აცხადებენ ვენდისა და დანკინის რესტორნების ქსელის მმართველ გუნდში.


(R)





არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up